Akaki's blog

Akaki
40, Kutaisi, Γεωργία

ქალებს, რომლებიც წევენ სიმძიმეებს, შესაძლებლობა აქვთ ასევე მიიღონ ტონუსში მყოფი კუნთები. ეს მათ ასევე ეხმარებათ მხრების ფორმის მიცემაში ან საჯდომის ზომის გაზრდაში.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ სიმძიმეების აწევის!

სიმძიმეების აწევა და ცხიმის წვა

ვარჯიშისას თქვენ ძირითადად კუნთოვან ქსოვილს აზიანებთ, თუმცა ამ პროცესში ასევე წვავთ ცხიმებსაც. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს მოკლე ვარჯიშს, შესვენებების მცირე პერიოდით, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი კალორიის დაწვა, ვიდრე ჩვეულებრივი პროცესის დროს.

კუნთოვანი ქსოვილის მშენებლობა ასევე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. დაჩქარებული მეტაბოლიზმი კი, თავის მხრივ, უფრო მეტი კალორიის დაწვას გულისხმობს. ასე რომ, შესვენებისასაც კი, ვარჯიშით დაკავებული ადამიანი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ის, ვინც არ ვარჯიშობს.

ვარჯიში მეტი ენერგიისთვის

სიმძიმეების აწევა ასევე…


  • თავდაპირველი ის არის, რომ გულტან ახლოს არაფერი მიიკარო, რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება.


  • დღეს მთავარი ისაა, რომ თავდავიწყება შესძლო და არ იფიქრო!


  • პატიება არასოდეს არ ითხოვო, ბიჭუნი! კრინტი არ დასძრა. გაუგზავნე ყვავილები. წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი.


  • რატომ არის, რომ ძეგლებს უგებენ ზოგიერთ ადამიანებს და მთვარეს ან აყვავილებულ ხეს კი არა?


  • ის ვინც მარტოხელაა, მას ვერც მიატოვებენ.


  • სიყვარულისთვის აუცილებელია გარკვეული გულუბრყვილობა.


  • ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.


  • რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება. ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც.


  • მასში რარაც იყო იმ იდუმალი მყუდროებისა, რაც მარტოოდენ ბუნებისთვის - ხეებისთვის, ღრუბელთათვის, ცხოველთათვის - ზოგჯერ კი ქალისთვისაც…


საითაც კი გაიხედა შიმშილის რიგი გადაჭიმულიყო.
დილიდან პურის რიგში იდგა.იცოდა ,შინ მისულს სამი წყვილი მშიერი თვალი შემოეფეთებოდა.შიოდა შიმშილს,შიოდა კაცსაც.რა ექნა?თხოვნანათაკილები სიტყვებით უკვე მერამდენედ ითხოვა მჭადის ფქვილი მეზობლისაგან და ჩაყლაპა თავმოყვარეობა.
პრასსა და ხახვზე გადაგორებული ღამეები...
ნახევრად უმი ლუკმები.....
ამბავი მოიტანეს:ხორბალით სავსე ვაგონები ჩამოდგაო...
შიოდა შიმშილს,შიოდა კაცსაც.რა ექნა?ცარიელი ტომარა ამოეიღლიავებინა და ღამის წკვარამში ფეხაკრეფით მიიპარებოდა,უბედურ დღეზე გაჩენილი, სინდისის ჩასაყლაპად.იქაც რიგი დახვდა.
გათელილი ღირსება...
შელახული თავმოყვარეობა...
დაკარგული სინდისი....
გაბოროტებულმა დაავლო ხელი ბაბუის ნაქონ მაუზერს:აწი რა ფასი აქვს ჩემს კაცობას,ვინც ამ დღემდი მიმიყვანა იმას მზე უნდა დავუბნელოო...იქაც რიგი დახვდა.

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2014


შეკვეთილი მკვლელობა



№1 „მე არ ვიცი“

შემცვლელი ფრაზა: „გთხოვთ ცოტა დამელოდოთ, სანამ დავაზუსტებ ინფორმაციას“, „მომეცით ერთი წუთი გასარკვევად“

№2 „ვერაფერს შეგპირდებით“

შემცვლელი ფრაზა: „ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე არის დამოკიდებული“

№3 „ვერ მიგიხვდით“

შემცვლელი ფრაზა: „დამიზუსტეთ, სწორად მიგიხვდით, რომ...?“

რატომ არ შეიძლება გამოყენება: გამყიდველი აჩენს თავის არაკომპიტენტურობას. კლიენტებს ნეგატიურად ესმით ეს ფრაზა და აღარ სურთ საუბრის გაგრძელება.

№4 „თქვენ ვერ გამიგეთ“

შემცვლელი ფრაზა: „მომეცით უფლება აგიხსნათ...“, „მომეცით უფლება გავიმეორო“

№5 “თქვენ არ ხართ მართალი“

შემცვლელი ფრაზა: „გეთანხმებით, ასეთი ვარიანტი არსებობს. თუმცა...“

რატომ არ შეიძლება გამოყენება: კლიენტი აღიქვამს ამ სიტყვებს უხეშად, რადგან თვლის რომ ერკვევა საუბრის საგანში. ამიტომ ეს ფრაზები მას გაამწარებს.

№6 „თქვენ უნდა“ „ვალდებული ხართ“ „თქვენთვის საჭიროა“

შემცვლელი ფრაზა: „იმისათვის რომ, მაქსიმალურად სწრაფად გადავჭრათ თქვენი…


ადამიანის ენერგოველი ზიანდება და იფიტება მაშინ, როცა ის:

· იძულებით ამბობს "კის", ნაცვლად იმისა, რომ თქვას „არა“.

· როცა იღიმის ან თავაზიანად დუმს, მაშინ როცა სურს იტიროს ან უბრალოდ მარტო დარჩეს საკუთარ თავთან.

· როცა თავს არ აძლევს სრულფასოვანი დასვენების უფლებას.

· როცა აიძულებს თავს მოითმინოს კიდევ ცოტაც, ამ დროს კი რეალურად მის მოთმინებას არავითარ რეალურ შედეგამდე (ცვილილებამდე) არ მიჰყავს იგი.

· როცა გულში იხვევს წყენას, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დააფიქსიროს საკუთარი უკმაყოფილება და მშვიდად მოითხოვოს პატივი სცენ მის შეხედულებებს.

· როცა ასრულებს ისეთ სამუშაოს ან დაკავებულია ისეთი პროფესიით, რომელიც რეალურად მას არ ანიჭებს სიამოვნებას.

· როცა ზრდილობის ან ეტიკეტის გამო, არასასურველ…



1. როცა სრულიად უცნობ ადამიანთან შენი ნაწერით ურთიერთობ, ისე გამოიყენე დრო, რომ მან ის დაკარგულად არ ჩათვალოს;


2. მიეცი მკითხველს მინიმუმ ერთი ისეთი პერსონაჟი, რომელსაც უგულშემატკივრებს;

3. ყველა პერსონაჟს უნდა სურდეს რაღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი;

4. ყველა წინადადება ორიდან ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: უფრო კვეთდეს პერსონაჟის სახეს ან მოთხრობის დინამიკას ავითარებდეს;

5. დასაწყისშივე იმდენად ახლოს იყავი დასასრულთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია;

6. იყავი სადისტი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად საყვარელი და უმანკოა შენი მთავარი პერსონაჟი, თავს დაატეხე საშინელი მოვლენები, რათა მკითხველმა ყველა სიტუაციაში წარმოიდგინოს ის, მისი რეალური სახე;

7. წერე იმისთვის, რომ ასიამოვნო მხოლოდ ერთ ადამიანს. თუ შეეცდები, რომ მთელი…


ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით

ტურიზმის სახეობები
აგროტურიზმი
გასტრონომიული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
ეკოტურიზმი
ექსტრემალური ტურიზმი
გეოტურიზმი
კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი
გეი-ტურიზმი
სამედიცინო ტურიზმი
საზღვაოსნო ტურიზმი
რელიგიური ტურიზმი
კოსმო-ტურიზმი
სამხედრო ტურიზმი
ველური ბუნების ტურიზმი
ბიზნეს-ტურიზმი
დასვენების ტურიზმი
საკონგრესო ტურიზმი
შოპ-ტურიზმი
სპორტული ტურიზმი
შემეცნებითი ტურიზმი
სათავგადასავლო ტურიზმი
სასოფლო ტურიზმი

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამები, ფიჯი,…


თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში პროფესიულ და პირად ურთიერთობებს მნიშვნელოვნად ამარტივებს სოციალური მედია და დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მართალია, უშუალო შეხვედრები და ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია რეალური ურთიერთობებისთვის (მისი ფეისბუქ ნაირსახეობაც კი), მაგრამ ზოგიერთი ტიპის ცოდნა შეიძლება ადვილად გადაეცეს ინტერნეტის მეშვეობით. დღეს მეცნიერებსა თუ ინჟინრებს უკვე შეუძლიათ ისე იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, რომ ფიზიკურად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იმყოფებოდნენ. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნოლოგიური ცვლილებების სისწრაფეც.

და მაინც, არსებობს გარკვეული ტიპის ცოდნა, რომელთა გადაცემაც ინტერნეტით არც ისე ეფექტურია. შედარებით ადვილია ისეთი "კოდიფიცირებული" ცოდნის გაზიარება, რომელიც ადვილად შეიძლება დაიწეროს წიგნის, სტატიისა თუ სახელმძღვანელოს სახით. საჭიროა მხოლოდ ფაილის მიმაგრება და გაგზავნის ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა…


სიყვარულის ერთ-ერთი საფუძველი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ზრდასრულ ასაკში ადამიანი ინტიმურ ურთიერთობებს აღიქვამს როგორც ფიზიკური სიამოვნებისა და სულიერი კომფორტის ერთიანობას, რაც სხვა მახასიათებლით ხასიათდება მოზარდობისა და თინეიჯერულ ასაკში. მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით გოგონებში, ფსიქოლოგიურ-ემოციური ასპექტები სრულიად განცალკევებულია ფიზიკური მოთხოვნილებებისგან. მათთვის სიყვარულის ემოციური ნაწილი გაიდეალებულია, ფიზიკური – ინტერესის მიუხედავად, მაინც შედარებით სუსტი, რაც არაა დაკავშირებული ამაღლებულ განცდებთან. ეს, ზოგადად, აღზრდისა და კულტურის შედეგია.

ბიჭების შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში, ეს პირიქით ხდება – მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ფიზიკური მოთხოვნილების მიმართ, ცოტა უფრო „აგდებული” – სიყვარულის ემოციური მხარის მიმართ. მოზარდობის ასაკში სიყვარული სოციალური გრძნობაა. მოზარდებს ახასიათებთ კომფორმისტული დამოკიდებულება სოციუმის მიმართ, რომელშიც ტრიალებენ. ამ ასაკში მოზარდები ძირითადად…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά