ენერგია - რა გვართმევს და რა გვაძლევს მას
40, Kutaisi, Γεωργία

ადამიანის ენერგოველი ზიანდება და იფიტება მაშინ, როცა ის:

· იძულებით ამბობს "კის", ნაცვლად იმისა, რომ თქვას „არა“.

· როცა იღიმის ან თავაზიანად დუმს, მაშინ როცა სურს იტიროს ან უბრალოდ მარტო დარჩეს საკუთარ თავთან.

· როცა თავს არ აძლევს სრულფასოვანი დასვენების უფლებას.

· როცა აიძულებს თავს მოითმინოს კიდევ ცოტაც, ამ დროს კი რეალურად მის მოთმინებას არავითარ რეალურ შედეგამდე (ცვილილებამდე) არ მიჰყავს იგი.

· როცა გულში იხვევს წყენას, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დააფიქსიროს საკუთარი უკმაყოფილება და მშვიდად მოითხოვოს პატივი სცენ მის შეხედულებებს.

· როცა ასრულებს ისეთ სამუშაოს ან დაკავებულია ისეთი პროფესიით, რომელიც რეალურად მას არ ანიჭებს სიამოვნებას.

· როცა ზრდილობის ან ეტიკეტის გამო, არასასურველ ან აბსოლუტურად არასაინტერესო ადამიანებს ეკონტაქტება.

· როცა ხშირად იმყოფება ნეგატიურად მოაზროვნე, პესიმისტ და მოწუწუნე ადაიანებს შორის.

· როცა ძალიან ბევრს საუბრობს კვებაზე (ზედმეტ წონაზე), საცობებზე, ფინანსურ პრობლემებზე.

· როცა სხვებს განიკითხავს და ამას უბრალოდ ჭორაობას უწოდებს.

· როცა ეშინია.

· როცა ელის როდის შეიცვლება სიტუაცია და გარემოებები, რომელიც ავტომატურად შეცვლის მის ცხოვრებას.

· როცა ზედმეტად თვითკრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ და ხშირად ვარდება თვითგვემაში.

· როცა ვინმე აკრიტიკებს და მდუმარედ ეთანხმება მას ამაში.



ადამიანი ენერგეტიკას იმაღლებს მაშინ როცა:


· როცა ეცნობა ახალ, საინტერესო ადამიანებს.

· იღებს ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

· მოგზაურობს.

· მუშაობს საკუთარი შიშების დაძლევაზე.

· ითვისებს ან ცდის რიამე ახალს. ღიაა ნოვაციისთვის.

· სეირნობს (ფეხით სიარული იგულისხმება, ოღონდ არა იმ დროს, როცა სამსახურში გვაგვიადება).

· ფლირტაობს.

· დაკავებულია შემოქმედებითი საქმიანობით თუნდაც ჰობის დონეზე.

· ეკონტაქტება სასიამოვნო, ჰარმონიულ და მომღიმარ ადამიანებს.

· ეკონტაქტება ადამიანებს, ვისაც მისი სწამს და სჯერა. მხარს უჭერს და არ განიკითხავს არასოდეს.

· ზრუნავს საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე. უვლის თავს.

· ხშირად ათავისუფლებს გარშემო არსებულ ფიზიკურ სივრცეს (თავიდან იშორებს ძველ ნივთებს, ხშირად ცვლის ავეჯს ოთახში).

· ასევე ხშირად ათავისუფლებას ემოციურ სივრცეს - პატიობს მარტივად, ივიწყებს წყენას, ივიწყებს ხალხს ვისაც მისთვის ნეგატივი მოაქვს, აღარ ფიქრობს წარსულზე.

· ამბობს "არას", ნაცვლად ზრდილობიანი "კისა" მაშინ, როცა რეაულურად არ სურს რაიმე ქმედების განხორციელება.

· კავდება იმ საქმით, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს.

და რაც მთავარია, ჯანსაღად (და არა ეგოისტურად) უყვარს საკუთარი თავი.

 
Σχόλια
naaat 01.11.2018

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά