Akaki's blog

Akaki
40, Kutaisi, Γεωργία

უცხოელებთან ურთიერთობები

უცხოენის სწავლის საწყის საფეხურზე თემატური კატალოგი შეიძლება გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
• გაცნობა
• ქალაქში ორიენტაცია
• პროფესიები
• მოგზაურობა
• საკვები
• საყიდლები
• მომსახურების სფერო
• ბინის დაქირავება
• სპორტი
• ჯანმრთელობა
• დღესასწაულები
• გართობა და თავისუფალი დრო
• გარეგნობა და ხასიათი
• ამინდი

კომუნიკაციურ-პრაგმატული მიდგომა ითვალისწინებს აგრეთვე იმ შესაძლო როლებს, რომლებშიც
შეიძლება მოხვდეს შემსწავლელი უცხოენოვან გარემოში.
ეს როლები შეიძლება იყოს შემდეგი: მგზავრი,
კლიენტი, ტურისტი, პაციენტი, ავტომანქანის მძღოლი, გამვლელი, და სხვა მრავალი. აქედან გამომდინარე,
ირჩევა შესასწავლი ტექსტები და ლექსიკა.

ტექსტის მოსმენა ბუნებრივ გარემოში განსხვავდება საგაკვეთილო პროცესში მისი მოსმენისგან, თუნდაც იმის გამო, რომ ენის შემსწავლელი თვითონ იმყოფება იმ გარემოში, რომელსაც ახასიათებს სიტუაციური ხმაურიც. ეს, ერთი მხრივ, ართულებს ტექსტის გაგებას, მეორე მხრივ კი, შეიძლება შეიცავდეს მინიშნებებს, რაც უადვილებს
შემსწავლელს ტექსტის გაგებას.

მიზნიდან…


თუ ხანმოკლე უძილობა გაწუხებთ, მაგალითად, სტრესის დროს, ნორმალური ძილის აღდგენაში რაციონის ცვლილება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება დაგეხმარებათ.

სწორად შედგენილი რაციონი თანდათანობით დაარეგულირებს თქვენს წონას და ორგანიზმში ცხიმის რაოდენობ
ას და შედეგად ძილიც მოგიწესრიგდებათ.

ნუ დაწვებით და ნუ ეცდებით დაძინებას, თუ არ გეძინებათ. ეცადეთ, არ დაიძინოთ დღისით. არ დაწვეთ დასაძინებლად მეტისმეტად ადრე. დაიცავით კვების რეჟიმი. ნუ შეჭამთ ძილის წინ, 18:00 საათის შემდეგ ნუ მიიღებთ მატონიზებელ სასმელებს (ცხელ შოკოლადს, ყავას, ჩაის). კვირაში 2-3-ჯერ გამონახეთ დრო სპორტისთვის ან ყოველდღე ივარჯიშეთ. თავი არიდეთ ძილის წინ ინტენსიურ დატვირთვას. ძილის წინ ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება ორგანიზმზე მომადუნებელ ეფექტს ახდენს.
დასაძინებლად ნუ დაწვებით გაღიზიანებული. ეცადეთ, ღამით მოეშვათ. ამისთვის კარგია წყლის…


თანამედროვე წყვილებისთვის უკვე აღარ არის მოულოდნელი, რომ უშვილობის შემთხვევაში გამოკვლევების ჩატარება ორივეს მოუწევს. მამაკაცთა რეპროდუქციული რეაბილიტაციისთვის მედიცინაში აქტიურად ინერგება დამხმარე ტექნოლოგიები, მათი ფუნქციობა კი სრულყოფილ ლაბორატორიულ გამოკვლევებს მოითხოვს. იმის შესახებ, რა გამოკვლევების ჩატარება უწევს მამკაცს უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი რუსუდან გვენეტაძე გვესაუბრება.

– რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ნაყოფიერება და რა ინფორმაციას გვაწვდის სპერმოგრამა? – მიზეზები, რომლებსაც სპერმის ხარისხის დაქვეითებისკენ მივყავართ, თანამედროვე მედიცინაში ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. მიღებულია ჩაითვალოს, რომ ცხოვრების წესთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორი – სტრესი, კვება, ალკოჰოლი – უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. ამავე დროს, არსებობს გარემოს ქიმიური ფაქტორების – ქსენოესტროგენების –…


ფსიქოლოგიური სტრესი და დაორსულება

ხშირი ფსიქოლოგიური სტრესი და ქალის ნერვული სისტემის გადაძაბვა დაორსულების შანსს 20%-ით აქვეითებს. ამ დროს გამოყოფილი ადრენალინის ჭარბი ოდენობა ზრდის ქალის ორგანიზმში ჰორმონის პროლაქტინის დონეს და, ისევე როგორც ძუძუთი კვების დროს (ამ დროსაც ორსულობის დადგომა არ ხდება, რადგან მომატებულია პროლაქტინი), მენსტრუალური ციკლი კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ოვულაციის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს „იყინება“ ლუთეინურ ფაზაში.

საიდან იღებს ადამიანი ინფორმაციას სქესობრივი სფეროს შესახებ?
ჩვეულებრივ, ინფორმაციის მთავარი წყაროა თანატოლები, ქუჩა, რადიო, ტელევიზია, გაზეთები და პოპულარული ლიტერატურა, ყველაზე ნაკლებად კი - მშობლები, პედაგოგები და ამ სფეროს სპეციალისტები. საუკეთესო გამოსავალი მშობლების, სკოლამდელი და სკოლის ასაკის პედაგოგების, პედიატრების ამ კუთხით მომზადებაა, რათა მათ შეძლონ სქესობრივი აღზრდის სწორად…


ოპოგოლიზმი, შოპინგომანია, ონიომანია, მაღაზიადამოკიდებულება – სინონიმებია. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს დაავადებაა, რომელიც ძნელად იკურნება.

კარგია, როცა ბევრი ფული გაქვს, შენს ნებაზე ხარჯავ, ყიდულობ, ყიდულობ, ყიდულობ და უცბათ იგებ, რომ შენ ონიომანიით დაავადდი. ნეტა საშიშია? როგორ განვიკურნო? თუ სჯობს, ყურადღება არ მივაქციო და განვაგრძო საყიდლებზე სიარული?
ამერიკელმა მეცნიერებმა პათოლოგიურ მფლანგველობასა და ალკოჰოლიზმს შორის უამრავი საერთო აღმოაჩინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოებას ანონი¬მური მფლანგველები გამოეყვნენ. დღეს ეს საზოგადოება აშშ-ში – 400, ხოლო სხვა ქვეყნებში – 13 ფილიალს აერთიანებს.

ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ონიომანიას სამი მიზეზი აქვს: ადრენალინის წყურვილი, მოჩვენებითი ძალაუფლება და თავისუფლების ილუზია. გიხარია, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან, `ეს გამხდარს გაჩენს, `ამ კაბაში სექსუალური…


ირონიული სექსიზმი (ასევე ცნობილია, როგორც ჰიპსტერული სექსიზმი ან ლიბერალური სექსიზმი) განისაზღვრება, როგორც „ქალების ობიექტივაცია დაცინვის, ფრაზების ბრჭყალებში ჩასმისა და პარადოქსების გამოყენებით“. როგორც წესი, ირონიული სექსიზმი გამოიყენება მათ მიერ, ვინც ფლობს ინფორმაციას სექსიზმის შესახებ და გააზრებულად იყენებს მას, როგორც ხუმრობას ან დაცინვის ფორმას.

ირონიული სექსიზმი ემყარება მოსაზრებას, რომ სექსიზმი უკვე მოძველებულია და ადამიანები აღარ მიმართავენ გამოხატვის სექსისტურ ფორმებს, შესაბამისად, სექსისტური გამონათქვამები და ქმედებები ირონიის ან სატირის ფორმას იღებს. ეს ჟესტი, რომლითაც სექსიზმი ირონიულ ჩარჩოში თავსდება, სუბიექტის დისტანცირებას ახდენს მისი ქმედებისა თუ სიტყვისაგან - თითქოს ქალების შესახებ არსებული შეურაცხმყოფელი ტექსტებისა და პრაქტიკების ციტირება და გამეორება თვითონ მისი სექსიზმის გამოხატულება არ არის; ის, რომ…


ქალის 4 მდგომარეობა, უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვი – ქალის ოთხი როლი.

ირველ რიგში, განვიხილავ როლს რომელიც თანამედროვე საქართველოში მეტად პოპულარულია ან ქალების დიდი ნაწილი ოცნებობს – „დედოფლის“ მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში ქალბატონიდამოუკიდებელი და უზრუნველყოფილია მატერიალურად. აქვს მაღალი შემოსავალი. ფიზიკურად – მოვლილია. გააჩნია მაღალი თვითშეფასება – საკუთარ თავში და ძალებში რწმენა. იმყოფება კარიერული ზრდის პიკზე ან გააჩნია საკუთარი ბიზნესი. დახმარებას ითხოვს? არასოდეს! არავითარ შემთხვევაში. დახმარებაზე პასუხობს – “მე თვითონ…“ საზოგადოებაში თავი უჭირავს ღირსეულად. გარშემომყოფებში იწვწვს აღფრთოვანებას – ჭკვიანი, პირადპირი და სწორხაზოვანია. იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს (ძირითადად: კარიერაში, ბიზნესში, ფინანსებში…)

„დედოფალი“ მიმღები ენერგიაა ანუ „მე ვარ „მაგარი გოგო“ და ველოდები…


  • თავდაპირველი ის არის, რომ გულტან ახლოს არაფერი მიიკარო, რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება.


  • დღეს მთავარი ისაა, რომ თავდავიწყება შესძლო და არ იფიქრო!


  • პატიება არასოდეს არ ითხოვო, ბიჭუნი! კრინტი არ დასძრა. გაუგზავნე ყვავილები. წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი.


  • რატომ არის, რომ ძეგლებს უგებენ ზოგიერთ ადამიანებს და მთვარეს ან აყვავილებულ ხეს კი არა?


  • ის ვინც მარტოხელაა, მას ვერც მიატოვებენ.


  • სიყვარულისთვის აუცილებელია გარკვეული გულუბრყვილობა.


  • ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.


  • რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება. ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც.


  • მასში რარაც იყო იმ იდუმალი მყუდროებისა, რაც მარტოოდენ ბუნებისთვის - ხეებისთვის, ღრუბელთათვის, ცხოველთათვის - ზოგჯერ კი ქალისთვისაც…



გოეთე. “მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”
“დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!”
“ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება”
“უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.”
“დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ “წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ”
ვიქტორ ჰიუგო “ყველას ეძახიან ადამიანს, მაგრამ ძაან ცოტას ეძახიან ადამიანს”
“ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.”
“თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე”
ძველი რომაული გამოთქმები:
divide et impera-გათიშე და იბატონე
veni, vidi, vici. – მიველ, ვნახე, დავამარცხე.
amicicia vitam ornat-მეგობრობა ცხოვრებას ამკობს
sciencia potencia est- ცოდნა ძალაა.
repetito est mater studiorum-გამეოერბა ცოდნის დედაა
vox populi, vox dei- ხმა ერისა, ხმა ღმერთისა.
amat victoria…


თანამედროვე სამყაროში არის ჭორის გავრცელების მარავალი ტექნოლოგიური საშუალება.
შეგვიძლია მცირე კლასიფიკაცია გავაკეთოთ -
გამოიკვეთება 3 ძირითადი მიმართულება:
1) ელექტრონული მასმედია;
2) კავშირგაბმულობის საშალებები (ტელეფონი და მისთ.);
3) ინტერნეტი;

პირველ პუნქტზე დიდი ხნით არ გავჩერდებით, ძირითადად ეს უკვე მოძველებული ტექნოლოგიაა.
რაც შეეხება კავშირგაბულობას, აქ ჭორის გავრცელების რამდენიმე ტექნოლოგიურ საშუალებასთან გვაქვს საქმე
ა) არამოდულირებული ამპლიტუდური სიგნალი;
ბ) ამპლიტუდურად ან სიხშირულად მოდულირებული სიგნალი.
(ბ) შემთხვევაში ჭორის გადაცემისას შესაძლოა მისი ენკრიპცია GSM ან სხვა ალგორითმით.

ინტერნეტით ჭორის გავრცელება ხდება ყველაზე აქტიურად, ამ დროს როგორ წესი ხდება ჭორის პაკეტებად დაყოფა, როგორც წესი ეს არის IP პაკეტები, რომელბიც ერთი ადრესატიდან მეორეს გადაეცემა UDP ან TCP პროტოკოლით. ამ პაკეტებზე შესაძლოა დაშენდეს უფრო რთული HTTP, FTP, WAP ან…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά