დაორსულება
40, Kutaisi, Γεωργία

ფსიქოლოგიური სტრესი და დაორსულება

ხშირი ფსიქოლოგიური სტრესი და ქალის ნერვული სისტემის გადაძაბვა დაორსულების შანსს 20%-ით აქვეითებს. ამ დროს გამოყოფილი ადრენალინის ჭარბი ოდენობა ზრდის ქალის ორგანიზმში ჰორმონის პროლაქტინის დონეს და, ისევე როგორც ძუძუთი კვების დროს (ამ დროსაც ორსულობის დადგომა არ ხდება, რადგან მომატებულია პროლაქტინი), მენსტრუალური ციკლი კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ოვულაციის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს „იყინება“ ლუთეინურ ფაზაში.

საიდან იღებს ადამიანი ინფორმაციას სქესობრივი სფეროს შესახებ?
ჩვეულებრივ, ინფორმაციის მთავარი წყაროა თანატოლები, ქუჩა, რადიო, ტელევიზია, გაზეთები და პოპულარული ლიტერატურა, ყველაზე ნაკლებად კი - მშობლები, პედაგოგები და ამ სფეროს სპეციალისტები. საუკეთესო გამოსავალი მშობლების, სკოლამდელი და სკოლის ასაკის პედაგოგების, პედიატრების ამ კუთხით მომზადებაა, რათა მათ შეძლონ სქესობრივი აღზრდის სწორად წარმართვა და პრობლემური შემთხვევების დროული გამოვლენა.

ადამიანის ბიოლოგიური სქესი განისაზღვრება სასქესო ქრომოსომებით (მემკვიდრული/გენეტიკური თვისებების გადამცემი უჯრედული ელემენტებით), სასქესო ჰორმონებით, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულებით და მეორადი სასქესო ნიშნებით (ხმის დაბალი ტემბრი; თმიანობა სახეზე, ბოქვენზე, იღლიის ფოსოებში; სასქესო ასოს და სათესლე ჯირკვლების ზომებში მომატება და ა.შ.). ეს ბიოლოგიური ფაქტორები მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებთან, რომელთა მოქმედება იწყება დაბადებისთანავე და გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά