მაღაზიადამოკიდებულება
40, Kutaisi, Γεωργία

ოპოგოლიზმი, შოპინგომანია, ონიომანია, მაღაზიადამოკიდებულება – სინონიმებია. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს დაავადებაა, რომელიც ძნელად იკურნება.

კარგია, როცა ბევრი ფული გაქვს, შენს ნებაზე ხარჯავ, ყიდულობ, ყიდულობ, ყიდულობ და უცბათ იგებ, რომ შენ ონიომანიით დაავადდი. ნეტა საშიშია? როგორ განვიკურნო? თუ სჯობს, ყურადღება არ მივაქციო და განვაგრძო საყიდლებზე სიარული?
ამერიკელმა მეცნიერებმა პათოლოგიურ მფლანგველობასა და ალკოჰოლიზმს შორის უამრავი საერთო აღმოაჩინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოებას ანონი¬მური მფლანგველები გამოეყვნენ. დღეს ეს საზოგადოება აშშ-ში – 400, ხოლო სხვა ქვეყნებში – 13 ფილიალს აერთიანებს.

ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ონიომანიას სამი მიზეზი აქვს: ადრენალინის წყურვილი, მოჩვენებითი ძალაუფლება და თავისუფლების ილუზია. გიხარია, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან, `ეს გამხდარს გაჩენს, `ამ კაბაში სექსუალური ხარ~ და ა.შ. საყიდლებზე სიარული ონიომანს ყველაზე კარგად დააძლევინებს დეპრესიას.

ფულის ხარჯვისას არ ფიქრობ, გჭირდება თუ არა ეს ნივთი, სინდისის ქეჯნა არ გაწუხებს და შენაძენით იმდენად კმაყოფილი ხარ, რომ თანამდევ უფულობასაც მშვიდად უძლებ. ამ მანიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ვითარდება აბსტინენციის სინდრომი, რომელიც ვლინდება ფსიქიკურ აშლილობაში, აგრესიაში ან დეპრესიაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და-ავადებაში, თავის ტკივილში…

რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ ამ დაავადებისგან განკურნებაში. პირველ რიგში გაითვალისწინეთ აზრი:
* ,,რეკლამა არის მეცნიერება იმის შესახებ, როგორ დავუბნელოთ ადამიანს გონება, ვიდრე ფულს არ გამოვტყუებთ.’’
* გონებას ნუ დაგაკარგვინებთ წარწერები: „გაუმჯობესებული მოდელი“ და „ფანტასტიკური სიახ¬ლე“. როგორც წესი, ისინი ხარისხის გაუმჯობესებას კი არა, ფასის მომატებას მოწმობს.
* გათვალე ბიუჯეტი. მაღაზიაში ზუსტად იმდენი ფული წაიღე, რამდენის დახარჯვა არც შენ დაგაზარალებს და არც საოჯახო ბიუჯეტს. ნურაფერს შეიძენ მხოლოდ იმიტომ, რომ პლანეტის მოსახლეობის 99.9%-ს ის უკვე აქვს.

გაინტერესებთ ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც თქვენსავით ონიომანიით დაავადდენ? აი ისინიც:
შოპინგის ცნობილ მიმდევართა შორის ლედი დის უკავია საპატიო ადგილი. მის ათმეტრიან გარდერობში 300 თეთრი ბლუზა ეკიდა.
სელინ დიონი საყიდლებზე მხოლოდ როლს-როისით დადის, რადგან ამ მარკის ავტომობილები დიდი საბარგულით გამოირჩევა. მის კოლექციაში 2850 წყვილი ფეხსაცმელია. ელტონ ჯონმა ერთ დღეში მილიონი დახარჯა, მაიკ ტაისონმა კი ლონდონის საიუვილერო მაღაზიები ლამის გააკოტრა.
ეს კი ონიოტესტია, რომელიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, ხართ თუ არა ონიმანი.

1. ყიდვის დროს არ უკვირდები, რას ყიდულობ, რაში გამოგადგება, სად ჩაიცვამ, რამდენად ეხამება შენს სტილს.
2. შინ დაბრუნების შემდეგ აკვირდები ახალ შენაძენს და მრისხანება გიპყრობს: ,,ეს რა საშინელება შემოუჩეჩებიათ!”
3. სისტემატიურად იძენ “არასასურველ არასაშენო“ ნივთებს, თანაც ამას ისე მალე ხვდები, რომ შენაძენით ტკბობას ვეღარ ასწრებ, თუმცა ისე გვიან, რომ მაღაზიაში მის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
4. საყიდლებზე წასვლის სურვილი გიჩნდება, როცა რამეზე ბრაზობ ან, უბრალოდ, უგუნებოდ ხარ. „მაღაზიებში გავიაროთ, ცოტა გული გადავაყოლოთ“ შენი საყვარელი ფრაზაა.
5. საკუთარ თავს სიტყვას აძლევ: „ამიერიდან ჯერ დავფიქრდები და მერე ვიყიდი”, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ დახლამდე თუ მიგყვება.
6. თუ დიდი ხანია ახალი არაფერი გიყიდია, ცხოვრება თითქოს აზრს კარგავს.
7. შენი უგუნური შენაძენების გამო სახლში გამუდმებით კამათია. კარგა ხანია, გრძნობ, რომ დროა, გაჩერდე, მაგრამ ვერ ჩერდები. თუ ხუთ პუნქტს დაეთანხმე, მოგიწევს დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართო.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά