ტურიზმი
40, Kutaisi, Γεωργία

ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით

ტურიზმის სახეობები
აგროტურიზმი
გასტრონომიული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
ეკოტურიზმი
ექსტრემალური ტურიზმი
გეოტურიზმი
კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი
გეი-ტურიზმი
სამედიცინო ტურიზმი
საზღვაოსნო ტურიზმი
რელიგიური ტურიზმი
კოსმო-ტურიზმი
სამხედრო ტურიზმი
ველური ბუნების ტურიზმი
ბიზნეს-ტურიზმი
დასვენების ტურიზმი
საკონგრესო ტურიზმი
შოპ-ტურიზმი
სპორტული ტურიზმი
შემეცნებითი ტურიზმი
სათავგადასავლო ტურიზმი
სასოფლო ტურიზმი

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά