ცოდნის გაზიარება: უშუალოდ თუ ინტერნეტით?
40, Kutaisi, Γεωργία

თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში პროფესიულ და პირად ურთიერთობებს მნიშვნელოვნად ამარტივებს სოციალური მედია და დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებები. მართალია, უშუალო შეხვედრები და ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია რეალური ურთიერთობებისთვის (მისი ფეისბუქ ნაირსახეობაც კი), მაგრამ ზოგიერთი ტიპის ცოდნა შეიძლება ადვილად გადაეცეს ინტერნეტის მეშვეობით. დღეს მეცნიერებსა თუ ინჟინრებს უკვე შეუძლიათ ისე იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, რომ ფიზიკურად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იმყოფებოდნენ. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნოლოგიური ცვლილებების სისწრაფეც.

და მაინც, არსებობს გარკვეული ტიპის ცოდნა, რომელთა გადაცემაც ინტერნეტით არც ისე ეფექტურია. შედარებით ადვილია ისეთი "კოდიფიცირებული" ცოდნის გაზიარება, რომელიც ადვილად შეიძლება დაიწეროს წიგნის, სტატიისა თუ სახელმძღვანელოს სახით. საჭიროა მხოლოდ ფაილის მიმაგრება და გაგზავნის ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა შეუძლებელია იმ ინტუიციური ცოდნის დაწერა და გადაცემა, თუ როგორ მუშაობს სისტემა (ორგანიზაცია ან საზოგადოება). ამ ტიპის "არაკოდიფიცირებული" (ან მდუმარე) ცოდნის მიღება შესაძლებელია მხოლოდ უშუალო, პირადი კონტაქტითა და გამოცდილებით.

ფაქტი, რომ ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემისთვის, დაამტკიცეს ლაურა ბოტაციმ (ბოკონის უნივერსიტეტი) და ჯოვანი პერიმ (კალიფორნია დევისის უნივერსიტეტი). მათ ცოდნის გადაცემაში ფიზიკური სიშორის როლის დადგენის მიზნით, შეისწავლეს პატენტების აპლიკაციების და კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების შესახებ არსებული მონაცემები მთელი ევროპის მასშტაბით და დაადგინეს, რომ დადებითი ცოდნის გადაცემა შესაძლებელია 300 კმ-ით დაშორებულ რეგიონებს შორის.

საქართველოს მოკრძალებული სიდიდისა და ქორწილებსა თუ გასვენებებში ურთიერთობების უამრავი შესაძლებლობის გათვალისწინებით, ბოტაცისა და პერის აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ, ქართველებს არ უნდა გვქონდეს სირთულეები ცოდნის გადაცემაში. უფრო მეტიც, ბევრი ჩვენგანი (ცხადია, ახალგაზრდები და განათლებულები) ბევრ დროს ხარჯავს ფეისბუქზე, პოტენციურად იყენებს კომუნიკაციების ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს და სწავლობს ერთმანეთისგან.

და მაინც რა არის ის, რასაც ვუზიარებთ და ვსწავლობთ ერთმანეთისგან? არსებული მონაცემების თანახმად, ქართული სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემებია სპორტი, რელიგია, პოლიტიკა და ჭორები. რა თქმა უნდა, ხალხი პოსტავს და განიხილავს საკუთარ ფოტოებს, მათ მიერ ნაყიდ მოწყობილობებს, ადგილებს, რომლებიც მოინახულეს. მსგავის ურთიერთობა ძნელად თუ თამაშობს როლს "ცოდნის გაცვლაში". ძნელად თუ გარდაიქმნება რომელიმე მათგანი ახალ იდეებად ან ტექნოლოგიებად.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά