salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Γεωργία

რაშია ცხოვრების აზრი... ფულში? შეიძლება... თუმცა‚ ვისაც ფული უკვე აქვს‚

დაგიმტკიცებთ‚ რომ ის მხოლოდ ხელის ჭუჭყია და სხვა არაფერი... მართალია‚ ვინც
გამუდმებით უფულობას უჩივის და ამ „ჯადოსნური ქაღალდის“ ქრონიკული
დეფიციტი აქვს‚ უნდობლად უყურებს მდიდრების სკეპტიციზმს და თავისთვის იმასაც
ბურტყუნებს‚ მაშინ‚ დაგვირიგონ თავისი მილიონებიო‚ მაგრამ ჩვენ ხომ ცხოვრების
აზრის გარკვევას ვცდილობდით... მოდით‚ დავფიქრდეთ... რა უნდა ყველაზე მეტად
ადამიანს‚ რისკენ მიილტვის ის და ბოლოს და ბოლოს‚ ყბადაღებული ფულიც რისთვის
სჭირდება... აბა‚ მივხვდით?.. თუ ცოტას კიდევ მოვინდომებთ?.. ცოტას კიდევ და...
მართალია! – ადამიანებს უნდათ‚ რომ შეამჩნიონ... დიახ‚ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას‚
თუკი ვერ შეგამჩნევენ... არავითარი! თითქოს ხარ‚ თითქოს არ ხარ... უფრო არ…


- შენ საერთოდ თავს ბედნიერად გრძნობ ?
-კი
-როდის ?
-როცა მივდივარ ქუჩაში და ვუსმენ მუსიკას, ირგვლივ ვხედავ მოსაუბრე ხალხს .. იცი რა განცა მეუფლება ?
-რა ?
-ბედნიერების, რადგან მუსიკა უფრო ბევრის მთქმელია ვიდრე მათი საუბარი და მაშინვე სულიც იწყებს ნოტებთან აყოლას.


მინდა ვიყოთ ერთად,
ნუ მაჩუქებ ვარდებს,
მინდა ჩემი გერქვას,
უვარდოდაც გავძლებ.

არ მჭირდება ფული,
მინდა შენი გული,
შევინახავ კარგად,
არ გავუშვებ არსად.

ნუ მაჩუქებ რამეს,
ისედაც კი გავძლებ,
მთავარია ვიგრძნო,
გულს რომ ისევ მითბობ.

არ მჭირდება ვარდი,
ის ხომ მალე ჭკნება,
მოდი ჩემთან დარჩი,
სულ რომ ვიყოთ ერთად.

ავაშენოთ სახლი,
პატარა და მყუდრო,
სადაც დიდი სიყვარული,
უფულოდაც ,,ბუდობს''.

ლამაზ ოჯახს შევქმნით,
იქ ვიცხოვრებთ ბევრნი,
მთელ სამყაროს შევცვლი,
ოღონდ გერქვას ჩემი!!!


.რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში დედოფალი იმედივით რომ იწურება! რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის. რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო ნოემბერი და ... დაორთქლილი ფანჯრებიდან ''შემოგედალალე !"--დაგიძახო. იმ ყვავილების და იმ ყვავილების, იმ ყვავილების და კიდევ იმ ყვავილების სურნელივით, შემოგედალალე.!.. რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები, თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის ჩაქოლილ ფიქრებს. !რომ იცოდე, როგორი ზიზღით ხვდება ჩემი ოთახი ყველა უშენობას.!.. რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !შემოგედალალე! რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები მიყრია მაგიდაზე...…


აკრიბოფობია - შიში, რომ წაკითხულის შინაარსს ვერ გაიგებ.
არაქიბუტიროფობია - მიწის თხილის ჭამის შიში.
აულოფობია - ფლეიტის შიში.
ბიბლიოფობია - ბიბლიოთეკის შიში.
ვერბოფობია - სიტყვების სრულად წაკითხვის შიში.
გადიოფობია - წმინდანებისა და ღვთისმსახურების შიში.
ჰიდროზოფობია - გაოფლიანების შიში.
გრაფოფობია - ხელით წერის შიში.
დეინპოფობია - სადილისას საუბრის შიში.
დიკეფობია - სამართლიანობის შიში.
დოროფობია - საჩუქრების მიღებისა და გაცემის შიში.
იტიფალოფობია - ერეგირებული სასქესო ორგანოს შიში.
ქაუნთერფობია - შეშინების შიში.
კიბერფობია - კომპიუტერის შიში.
ქოროფობია - ცეკვის შიში.
ლაქანოფობია - ბოსტნეულის შიში.
მედომალაკუფობია - ერექციის დაკარგვის შიში.
მეტროფობია - პოეზიის შიში.
მიქსეოფობია - სქესობრივი აქტის, უფრო ზუსტად, გაშიშვლებისა და პარტნიორის სხეულთან კონტაქტის შიში.
ნეფოფობია - ღრუბლების შიში.
ნომოფობია - მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში.
ნომატოფობია - სახელების შიში.
ონეიროგმოფობია - ღამის ეაკულაციის შიში.
პაპაფობია…


როცა დავიბადე ვიყავი შავი;
როცა გავიზარდე ვიყავი შავი;
როდესაც მზეზე დავდივარ, მე კვლავ შავი ვარ;
როდესაც მეშინია, მე შავი ვარ;
როცა ცუდად ვარ, მე შავი ვარ;
და როცა მოვკვდები, მე კვლავ შავად დავრჩები...
და თქვენ თეთრები...
როდესაც დაიბადე, შენ იყავი ვარდისფერი;
როდესაც გაიზარდე, შენ გახდი თეთრი;
მზეზე როცა დადიხარ, შენ წითლდები;
როცა გცივა, შენ ლურჯდები;
როცა გეშინია, შენ ყვითლდები;
როცა ცუდად ხარ, შენ მწვანდები, ხოლო როცა კვდები შენ ხარ ნაცრისფერი და თქვენ მე მეძახით ფერადკანიანს?


მონსტრების სკოლა 1939


13.03.2013

მეტკინა,
მაგრამ რაც იყო, იყო,
არ მაქვს უფლება ,
მოგთხოვო რამე.
მეწყინა,
კარგი, ამასაც ვითომ
დავივიწყებ და...
გავატან ღამეს.
შეძელი, სულში ისწავლო ხედვა.
ვერ დაგიბნელებს ეგ ბოღმა თვალებს.
ეცადე, სხვას არ მოჰგვარო სევდა.
თვით ნუ იხურავ სამოთხის კარებს.
ნუ მთხოვ გაგიგო
და ბზა დაგიგო,
გ ა დ ა მ ი ა რ ო.
ღმერთი არა ვარ,
შენისთანა ვარ...
ა დ ა მ ი ა ნ ო!


განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე —
„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“
მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს?

ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?
სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა,
რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!
საქმეა — ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!...

ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,
ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება,
ხან ბრძენი, ხანაც კი — ყოვლად უმეცარი.
გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,
ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს
და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს,
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?
გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს
ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?
გინდათ, ოქრო-ვერცხლით…


07.08.2013

მაა...

შენ არასოდეს შეგიმჩნევია,
ჩემს თვალებზე სისველე და
არც არასდროს მიმხვდარხარ,რატო ტკივა
ჩემს წარსულს ყოველი შემოდგომა...

მაა...
შენ არასდოს არ დაგინახავს,
ზღვის ნაპირებთან მოწანწალე ჩემი სხეული,
სული, რომ ტალღებისკენ ეღვრება, რომ ეცლება....

მაა...
შენ არასოდეს გიგრძვნია შენი "დამჯერი შვილის"
უარაფრო გული, მკერდიდან, რომ თანდათან ელევა,
რომ ესხვისება, შენი ნაჩუქარი უმანკოება...

მაა...
შენ არასდროს, არ შეგიმჩნევია ჩემი მარცხენა,
ტკივილით, რომ ინახავს დანით დასერილ
პიველ სიყვარულს...

მაა...
შენ არასოდეს არ დაგინახივარ მუხლებდაკარგული
და არც დაგითვლია, რამდენჯერ დაანარცხეს მიწას
შენი პატარა გოგოს გაყინული სხეული...
არც არასდროს აგიყენებივარ...

მაა...
შენ არ იცი, თუ რატომ ათენებს,
ჩემი სული მუქად დაფარულ დღეებს...
ან რატომ იმზადებს ზეცას სამუდამო ნავსაყუდელად ...

მაა...
შენ ახლა გძინავს საოცარი სიმშვიდით სავსეს...
და შენს სახეზე ჩაფენილ ნაოჭებს, დრო კი არა ღიმილი ემატება
დაწყვეტილ ხაზებად...

მაა...
მშვიდად იძინე...

მეც მალე მოვალ..............


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά