13.03.2013
esec ese:)
29, Tbilisi, Γεωργία

მეტკინა,
მაგრამ რაც იყო, იყო,
არ მაქვს უფლება ,
მოგთხოვო რამე.
მეწყინა,
კარგი, ამასაც ვითომ
დავივიწყებ და...
გავატან ღამეს.
შეძელი, სულში ისწავლო ხედვა.
ვერ დაგიბნელებს ეგ ბოღმა თვალებს.
ეცადე, სხვას არ მოჰგვარო სევდა.
თვით ნუ იხურავ სამოთხის კარებს.
ნუ მთხოვ გაგიგო
და ბზა დაგიგო,
გ ა დ ა მ ი ა რ ო.
ღმერთი არა ვარ,
შენისთანა ვარ...
ა დ ა მ ი ა ნ ო!

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά