salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Γεωργία

დიდიხანია არაფერი დამიწერია..... ეხლა კი უბრალოდ წერა მომინდა შენი ნებაა წაიკითხავ თუ არა... უაზრო დღეები მიება ერთმანეთს თითქოს ერთი შეხედვით არც არაფერი ხდება მაგრამ ყოველი ახალი დღე რაღაც საინტერესოს დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.. მთავარია ამის სურვილი მე კი რატომღაც ეს სურვილი დამეკარგაა,,, არა და არ ვარ დეპრესიული ჩემ დას რომ კითხოთ ეხლა მე რაღაცეებს ვბოდიალობ და მოკლედ ესეცააა.. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ როცა ერთი მიდის შენი ცხოვრებიდან და ფიქრობ რომ საინტერესო ყველაფერი დამთავრდა უბრალოდ ჩათვალეთ რომ ინტერესის ეს ეტაპი დამთავრდა და გაიღიმე რა იცი იქნებ ხვალინდელი დღე დღევანდელზე საინტერესო იყოსს :))))))))

P.S ხომ იცი,რომ მაინც დაგტოვებ სუნთქვაშებოჭილს :)))


ერთ ასაკოვან ქალს ჰკითხეს, თუ რა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდა იმისთვის, რომ სილამაზე, მომხიბვლელობა და სახის ბრწყინვალება შეენარჩუნებინა. ქალმა უპასუხა:
– ჩემი ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს, თვალებისთვის – ურთიერთგაგებას, ხელებისთვის – მოწყალებას, გულისთვის – სიყვარულს, მათთვის კი, ვინც მე მმტრობს – ლოცვას...


იღება კარი,
შემოდის ქალი:
"ბატონო ივა"
კლიენტი არი!
შემოდი მერე,
დაკეტე კარი,
გოგოა?ბიჭი?
კაცია?ქალი?
ბატონო ივა
გოგონა არი
ძალიან სტკივა,
უღირსი არი.
ამბობს რომ თურმე,
გრძნობეს აჰყოლია
ჩატებით გაცნობილ
ბებერს გაჰყოლია.
ბებერი აჰყოლია ლოგინში ჩაჰყოლია
არადა გოგონას საქმროც კი ჰყოლია.
საქმრომ რო გაიგოს,
გული ეტკინება
გოგონას მამიკოს კი
ძაან ეწყინება.
ცოდოა ბავშვი
ცოდვისგან გავშრი.
შემოიყვანე მე
ლოგინს გავშლი.
წამოწვა გოგონა
ფეხები ასწია
ექიმმა ფეხშუა
ნემსი შეაწია.
მიკერა მოკერა
მიჭრა მოჭრა
დღეიდან გოგონი
ნავარდი მორჩა.
წაგიყვანს საქმრო და
მეორედ ..............
ამ ამბავს ჩვენს გარდა
ვერავინ გაიგებს!!


ზოგჯერ სიტყვები არაფრის მთქმელია..
გაჩუმდი!..
არ მითხრა სხვისი ხარ, სხვასთან ხარ,
კვლავ ჩემი მეგონო. ასე მირჩევნია..
ნუ მეტყვი ნურაფერს, ნუღარც მომიკითხავ!..
არაფერი არ მჭირს, არც რამე მომივიდა..
გაჩუმდი!..
სათქმელი აღარაფერია..
მიყურე,
სხვა მაინც აღარ დამრჩენია..
ნუ მკითხავ, როგორ ვარ!
ნუ მეტყვი, რას ვშვრები!..
ნუ მკითხავ, სიმართლეს მე მაინც არ გეტყვი.
გაჩუმდი..
გავჩუმდეთ..
სიჩუმით დავდუმდეთ..!
სიტყვები დღეს უკვე არაფრის მთქმელია,
სიჩუმის ნოტები უფრო მეტს მეტყვიან..!
ისევ ვაკვირდები შენს თვალებს სევდიანს,
ფიქრის გამოცნობა თითქოსდა მჩვევია.
და ვიცი ეგ თვალები ჩემთვის არ ბრწყინავენ,
ვიცი, შენი გულიც სულ სხვისთვის ფეთქავს.... და მე..
მე ისევ გავჩერდი უაზრო ეტაპზე!..
გზა არ არსებობს, რომ მოვიდე შენამდე..
არადა მენატრები დღეს გულის ძგერამდე!!..
სისხლის გამოცლამდე..
სულ ბოლო წვეთამდე..!!


ხალხის უმეტესობა "სხვა ხალხია". ისინი ფიქრობენ "სხვის აზრებს", მათი ცხოვრება უბრალოდ იმიტაციაა, მათი ვნებები უბრალოდ "ციტატებია


ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ გამოხატავ მაგრამ გრძნობ. "ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ადიხარ ციდან სამ მეტრზე." და აი იქ ვიყავი, ზუსტად "ციდან სამ მეტრზე" და უეცრად, სრულიად მოულოდნელად ქვევით დავეშვი და აღმოვჩნდი რაღაც გაურკვეველ, სრულიად არარეალურ სამყაროში, რომელშიც ყველა გიჟია, უბრალოდ ჩემგან განსხვავებული დიაგნოზით, რომელთაც უფალმა ადამიანი უწოდა. ისინი თითქოს ერთნაირები არიან, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით, ან უბრალოდ არ უნდათ გაგება. ერთმანეთზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავადაც არ ესმით რას ან რატომ, ან რას ერჩიან ერთმანეთს. ამიტომ ამბობენ:" ენას ძვალი რომ ქონდეს, მთელი ქვეყანა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოდ იქცეოდაო." მაგრამ მათ თითქოს რაღაც დადებითიც აქვთ, ისინი ხომ ზრუნავენ…


სადღაც ვინმე მათხოვარი ნაგროვ ხურდას ითვლის
და დღეს პური უსათუოდ რომ ექნება იცის.

სადღაც კაცი რესტორანში ფულებს უხვად აბნევს
და ახარებს გულის ჭიას, არ ეძლევა ნაღველს.

სადღაც ვინმე სიყავრულზე და სატრფოზე მღერის
და ჰგონია ეს სამყარო სულაც ვარდისფერი.

სადღაც ვინმე სიძულვილით და ბოღმისგას სკდება
და იცის რომ ტანჯულია და ამისგან კვდება.

სადღაც ვინმე მომაკვდავი ბოლო წამებს ითვლის
და იცის რომ ნელა-ნელა ზეცისაკენ მიდის.

სადღაც ვინმე ახალგაზრდა ტანის სამოსს იცმევს
და სარკეში იყურება და ღიმილით იხდენს.

სადღაც ვინმე გულმოკლული დაჰქვითინებს დედას
და გულიდან არ შორდება დაუსრული სევდა.

სადღაც ბიჭი დაიბადა და ამაყობს მამა,
სიხარულის ცრემლებს ღვრის და უფალს სწირავს ბატკანს.

სადღაც ვინმე მუხლმოყრილი ლოცულობს და ტირის
და იძახის; ღმერთო ღმერთო დამიბრუნე შვილი!

სადღაც ვინმე დედა შვილებს ბოლო ლუკმას აჭმევს
და…


„ ჩემო მოხუცო დედაკაცო,
რახანია არ მსმენია შენი ჩიფ-ჩიფა ბაგეებიდან ამოსული სიტყვები!.. როგორ, როგორ მომენატრა მათი ჟღერადობა. ყურმიუჩვეველს ყოველდღე გადაპრანჭული დედაკაცების ტატყანა ხმები მესმის, რომლებიც ასე კონტრასტულია შენს ჯერ კიდევ ნაზ, მოტკბო ხმასთან..
ნეტავ შენმა მკლავებმა დაკარგა ძველი სინაზე?! მერე რა რომ კანი შეგახმა, საყვარელო... მერე რა რომ დაბერდი..
მიყვარს შენი გაცრეცილი ბაგეები.. სიფითრე, ჭკნობაშეპარული ლოყები.. ჭაღარაშერეული თმა.. შენს ლავიწის ძვლებზე თამაში მომენატრა, დედაკაცო!
ეჰ, დრო გადის.. ვბერდებით.. ვბერდებით ცალ-ცალკე! არა ერთად..
ვიცი, გვიანია! გვიანია.. დავბერდი.. რამ ‘აგახუნტრუცა’ ამოდენა კაციო, ვიცი, მეტყვი.. ეჰ, შენმა სიყვარულმა დამათრო, დედაბერო!
არ მპატიობ ხომ შენს თავს მესაფლავეობა რომ ვარჩივნე?! არცაა დასაძრახი შენი საქციელი.. უბრალოდ, ვინმეს საფლავი ხომ უნდა გაეთხარა ჩემთვის…


წვიმა როგორ მოვა -
ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი,
გეხვეწები -
ასე ბანალურად გთხოვ და
ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი,
თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ,
ისე ჩაიხუთა,
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.


5 ოქტომბერი

დღეს დაიწყო ჩემი სიცოცხლე,თუმცა ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან...

მე გოგონა ვარ,წაბლისფერი თმა და შავი თვალები მექნება...ყველაფერი განსაზღვრულია უკვე,ისიც კი,რომ ძალიან მეყვარება ყვავილები....

19 ოქტომბერი

ზოგი თვლის რომ მე არა ვარ ჯერ ადამიანი,მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ,ისევე როგორც პურის პატარა ნამცეციც კი ნამდვილი პურია..

დედა არის და მეც ვარ!....

23 ოქტომბერი

მე უკვე პირის გაღებაც შემიძლია.მალე სიცილსაც ვისწავლი,მერე ლაპარაკსაც და ვიცი რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა"...

25 ოქტომბერი

დღეს აძგერდა ჩემი გული!

12 ნოემბერი

ახლა თითებიც მაქვს.რა სასაცილოა ასეთი პატარა თითები. ამ თითებით დედას თმაზე მოვეფერები ხოლმე.

20 ნოემბერი

დღეს ექიმმა დედას უთხრა რომ მე მისი გულის ქვეშ ვცხოვრობ.რა ბედნიერია ალბათ დედა!

23 ნოემბერი

დედა და მამა ალბათ იმაზე…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά