*სადღაც ვინმე*
29, Tbilisi, Γεωργία

სადღაც ვინმე მათხოვარი ნაგროვ ხურდას ითვლის
და დღეს პური უსათუოდ რომ ექნება იცის.

სადღაც კაცი რესტორანში ფულებს უხვად აბნევს
და ახარებს გულის ჭიას, არ ეძლევა ნაღველს.

სადღაც ვინმე სიყავრულზე და სატრფოზე მღერის
და ჰგონია ეს სამყარო სულაც ვარდისფერი.

სადღაც ვინმე სიძულვილით და ბოღმისგას სკდება
და იცის რომ ტანჯულია და ამისგან კვდება.

სადღაც ვინმე მომაკვდავი ბოლო წამებს ითვლის
და იცის რომ ნელა-ნელა ზეცისაკენ მიდის.

სადღაც ვინმე ახალგაზრდა ტანის სამოსს იცმევს
და სარკეში იყურება და ღიმილით იხდენს.

სადღაც ვინმე გულმოკლული დაჰქვითინებს დედას
და გულიდან არ შორდება დაუსრული სევდა.

სადღაც ბიჭი დაიბადა და ამაყობს მამა,
სიხარულის ცრემლებს ღვრის და უფალს სწირავს ბატკანს.

სადღაც ვინმე მუხლმოყრილი ლოცულობს და ტირის
და იძახის; ღმერთო ღმერთო დამიბრუნე შვილი!

სადღაც ვინმე დედა შვილებს ბოლო ლუკმას აჭმევს
და ადიდებს უფალ ღმერთს და მწარე ცრემლებს აფრქვევს.

სადღაც ბაღში პოეტი ზის და მოელის მუზას
და იცის, რომ პოეზია სიცოცოხლეა მუდამ.

სადღაც დიდი სიჩუმეა და საფლავებს სძინავთ
და ქარი კი ჩუმ მიწაზე ვარდის ფურცლებს ფინავს.

სადღაც ქვევით ჯოჯოხეთში სიკვდილს უდევს ბინა,
სადღაც ზევით სამოთხეში ანგელოზი ფრინავს.

სადღაც ღმერთი ჩვენს ქმედებებს უსათუოდ განსჯის
და იცის რომ სამართალი ჩვენგან შორი არის.

სადღაც ვინმე მათხოვარი მუჭა ხურდას ითვლის
და დღეს პური უფლისაგან რომ ექნება იცის.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά