salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Γεωργία

-ვინ ხარ?
- გიჟი ვარ!
- რა გქვია? ნამდვილი სახელი მითხარი!
-უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.
-მაინც რატომ გეძახიან გიჟს?
-ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.
- გიჟს მაგისთვის გეძახიან?
-ჰო, ალბათ.
-საიდან დაასკვენი?
- გალაკტიონზეც ამბობდნენ გიჟი იყოო და იქიდან.
-გალაკტიონს ედრები, შე კაცო?
-რატომაც არა, ისიც გიჟი იყო და მეც.
-ასეთი ბრძნული შედარება ჯერ არ მომისმენია.
-ალბათ, აქამდე გიჟთან არ გილაპარაკნია და იმიტომ.
-გიჟი და ამდენი სიბრძნე კაცო?
- გიჟებიდან მოდის ყველა სიბრძნე. იესოსაც გიჟს ეძახდნენ.
-ვაა, კაცო, გადავირიე. შენ თუ გიჟი ხარ –მაშ, მე რაღა ვთქვა?!
-შენ ბრბოს ნაწილი ხარ. შეშინებული ჭკვიანი, რომელსაც დაჭერის შიშით სირაქლემასავით აქვს თავი მიწაში წარგული
-შენ? შენ არ გეშინია?
- მე რისა უნდა მეშინოდეს? გიჟი თავისუფალია.


მორჩა... ყველაფერიმორჩა!
საკმარისიარაცვწერე...
უკანარაფერიმომრჩა,
არცწინმელოდებამერე“.

ღამემმოიცილაქერქი,
დღეჰგავსფერმოკლებულტილოს;
მეკიუშენობისგვერდით
სულისამოვსებასვცდილობ

შენზეფიქრითადა, ვიცი,
უკვეგადავაწყდიჯებირს...
ფეხქვეშაღარმყოფნისმიწა,
როგორჩამიმთავრდნენგზები!

დღემდეყველაფერივცადე,
გზებსაცმოვყვებოდიქვიანს.
შენხომმართალიხარცამდე!
მეხომუსამართლომქვია...

მივალ, აღარსაითმივალ,
გზებსაცდავუმთავრდი. მეკი -
მტკივა, იცი, როგორმტკივა,
შენთვისგაღებულინეკნი.

ახლაკაცზეუფრომეტად
ვგავაროკეანეს - დაცლილს.
ღმერთო, დაიფარე, ბედად
გზაზედარჩენილიკაცი!..


04.04.2013


ადამიანები ოდითგან დაეძებენ დაკარგულ სითბოს.სულ სცივათ, სცივათ და ვერ თბებიან... ჯერ გამოქვაბულს მიაშურეს, შეიმოსნენ, ცეცხლიც გამოიგონეს...მაინც ვერაფრით გათბნენ. უფრო მერე სახლებიც აიშენეს, კიდევ მერე, უფრო კომფორტულები:გათბობა, თბილი წყალი... ვერ იქნა და ვერ გათბნენ...არა და ახსოვთ ის დრო, როცა სასიამოვნოდ სთბილოდათ. არსაიდან, არცერთი ჭუჭრუტანიდან არ აღწევდა მათთან სიცივე, ახსოვთ რა კარგი იყო ის სითბო...ისეთი კარგი, რომ სიკვდილიც კი, ძვლებისგაყინვამდე ცივი სიკვდილიც ვერ ერეოდა ამ სითბოს... რა დაკარგეს ასეთი სითბოსმფრქვეველი? -გული...? მხურვალე და მოგიზგიზე... საწყალი ადამიანი, მთელი ცხოვრება, ასე უსაშველოდ რომ აფათურებს ბნელში ხელებს და დაეძებს საკუთარ გულს... ან სხვისას...


προηγούμενος 1 ... 18 19 20 21 22 Επόμενο →
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά