გიჟი თავისუფალია.
29, Tbilisi, Γεωργία

-ვინ ხარ?
- გიჟი ვარ!
- რა გქვია? ნამდვილი სახელი მითხარი!
-უბანში გიჟ შალიკოს მეძახიან.
-მაინც რატომ გეძახიან გიჟს?
-ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ჭკვიანურს ვლაპარაკობ.
- გიჟს მაგისთვის გეძახიან?
-ჰო, ალბათ.
-საიდან დაასკვენი?
- გალაკტიონზეც ამბობდნენ გიჟი იყოო და იქიდან.
-გალაკტიონს ედრები, შე კაცო?
-რატომაც არა, ისიც გიჟი იყო და მეც.
-ასეთი ბრძნული შედარება ჯერ არ მომისმენია.
-ალბათ, აქამდე გიჟთან არ გილაპარაკნია და იმიტომ.
-გიჟი და ამდენი სიბრძნე კაცო?
- გიჟებიდან მოდის ყველა სიბრძნე. იესოსაც გიჟს ეძახდნენ.
-ვაა, კაცო, გადავირიე. შენ თუ გიჟი ხარ –მაშ, მე რაღა ვთქვა?!
-შენ ბრბოს ნაწილი ხარ. შეშინებული ჭკვიანი, რომელსაც დაჭერის შიშით სირაქლემასავით აქვს თავი მიწაში წარგული
-შენ? შენ არ გეშინია?
- მე რისა უნდა მეშინოდეს? გიჟი თავისუფალია.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά