salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Γεωργία

Qmari: tu ar dasustdebi sxvastan waval!

Coli: dasustda da tviton wavida sxvastan ...
morali: daashine bebiasheni !


ჩემო ცხოვრება დე
როგორ მიყვარხარ დე
ჩემი სუნთქვა ხარ დე
სულ ბოლო ამოსუნქვამ_დე...
სულ შენზე ვფიქრობ დე
ჩემი გული ხარ დე
სანამ ვარსებობ დე
მზეშიც შენ გხედავ დე
მე შენით ვსუნთქავ დე
შენით ვარსებობ დე
რომ არ გაჩერდეს გული,
სულ უნდა გხედავ_დეეეეე ♥ ♥ ♥


არავინ არ თქვს, რომ ცა არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა - სიყვარულით გვეძახდნენ ბალღებს
და ტკივილები - ახლა ვცდილობ რომ ლუდის კათხით,
ჩავიკლა გულში, ჩავიკლა და დავმარხო სადმე,
მაგრამ ეს სევდა არ ყოფილა უბრალოდ ჩემი,
ეს ახლდა იმ წლებს, ოთხმოცდაათს და მაგის შემდეგს,
როდესაც გაგვყვეს, შეგვკვეცეს და უსაზღვრო გვემით,
სულ ყველა ქართველს გაუხადეს მეგობრად შიში,
ახლა კი ვდგავართ, დაღიანნი, უაზრო სახით,
შუბლიდან სისხლით მიწერილ წლებს წვალებით ვიშლით,
რათა როგორმე დავივიწყოთ რაც უკვე ვნახეთ.
მაინც მგონია, ცა არ არის ყველაზე მაღლა,
ყველაზე მაღლა ეს სახლია და შენი კუთხე,
ჩვენი ბავშვობა, ხელში ყველა ჩამკვდარი ძაღლი
და ჩემი სახლი, ტრასიდან რომ ხელმარცხნივ ვუხვევ...
მაგრამ ეს სევდაც არ ყოფილა უბრალოდ ჩემი,
ეს ახლდა იმ…


ურცხვად გიღიმიან ძველი ალუბლები

შველის ტანადო და ნუკრის ბეჭიანო,

წვიმა რომ გეცემა ვეღარ დავდუმდები,

რადგან გაგიჟებით წვეთზე ვეჭვიანობ.

აი ტანს ჩამოჰყვა სველი ნაკვალევით

კანზე მოგედება ურცხვი, უფერული

წვიმა გხატავს თითქოს სველი აკვარელით,

პოზა შეგირჩია ოდნავ უხერხული.

ცეცხლი დაუნათლავთ შენთვის ციურ ძიძებს,

მკერდზე კუბიდონის გშვენის ამულეტი

იმ დროს მივესწრაფი, როდის გაიღვიძებს

ჩემში - მონტეგი და შენში - კაპულეტი.

რწმენა ცერცვის ხელა სულის შებერვებით

მთას გადადგამს და მდინარეს ამდორებს

ქალავ, ტანი რომ გაქვს მხატვრის შედევრივით

სწრედ ა, ეგ ტანი მაგიჟებს, მაბოდებს.

ზამთრის ჯალათები ისევ მადარდებენ,

გვიან შემოდგომას ისევ ვედავები,

ცაში ქაოსია, შენთვის ამზადებენ

ციალს ჩრდილოეთის ზეცის მჭედავები.


წუთში წამი გაჩერდა,

საათში კი ისრები,

თითქოს ცხადად ვიხილე

მონაბერი ფიქრები....

ვნების ჯარი გავუშვი,

ოცნებებში ჩავერთე,

გამიტაცა ფიქრებმა,

ზმანებაში გავერთე:

ვხედავ სხვა მხრივ ქვეყანას,

ბოროტებას კეთილად,

კაენს ძმის მოყვარულად,

ნოინს ცოტნეს ვექილად...

შეცვლილია სამყარო,

შეცვლილია წარსული,

თითქოს "დაბადებიდან"

წამებია გასული...

ოცდაცამეტ წელში ვართ,

აღარავინ ბერდება,

ჯოჯოხეთში გაისმის

გულკეთილი ვედრება:

ნუ წამართმევთ იმედებს,

მომავლის რომ მჯეროდეს,

გული უცემს ბარაბას,

ცრემლი მოსდის ჰეროდეს...

ნუ წამართმევთ სიყვარულს,

ვფიცავ ვტოვო აროდეს,

ჩემი გული თუ არა,

ჩემი სული კმაროდეს...

აღარ ისმის ყვედრება,

ოცდაათი ვერცხლისა,

იუდას სულს გატანჯულს,

მოსვენება ეღირსა...

სახე გამთელებია,კუზმას,

შმიდტის მეკობრეს,

ცხვრებს ურიგებს ციკლოპი,

ოდისევსის მეგობრებს...

კუკარაჩა, მურტალო,

ინგას ერთად ელიან,

მტრობის ნაცვლად ვაჟკაცნი,

ნასვამები მღერიან...

აღარავინ ამცირებს

მილიონერ ფიროსმანს,

სვეტიცხოველს მადლობენ,

ორმკლავიან დიდოსტატს...

თავს არ იკლავს არავინ,

ბაჩო ლექსებს მიყვება,

მერი ცოლად სხვის ნაცვლად

გალაკტიონს მიჰყვება...

ყველა ხარობს, ზეიმობს,

სიკეთეა ყოველგან,

ყველა ცოდვილს შეუნდეს

ბრძანა ყოვლის მპყრობელმან...

ზოგჯერ ქისას კეთილი,

გლახაკისთვის გაიღებს,

მაგრამ…


მიყვარს მტევანზე ამოყრილი სავსე ვენები ,
წვრილი მაჯა და აპრეხილი თითების ბოლო .
ტუჩზე მომდგარი , დამალული ჩემი ვნებები
უნდა გამოვთქვა ,ვერ დავიტევ , მომიღებს ბოლოს ...

მხიბლავს სიშორე, სიახლოვეც რომ ვერ ედრება,
მორცხვად დახრილი სინანულით სავსე თვალები,
მოხშირებული საუბრები ღმერთთან - ვედრება...
რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები.

ჩვენს შორის ჩადგა ამოუვსები უფსკრული , თხრილი...
მეგონა კოცნით დავივლიდი შენს გრძელ წამწამებს,
შენ უსინათლოს ნაბიჯივით გამხდარხარ ფრთხილი...
შენს ჯვრისწერამდე რა დაითვლის დარჩენილ წამებს.

ატმის ყვავილით შეგმოსავენ ვარდისფერ მაისს,
მე ინფარქტივით გადავიტან თქვენს თეფშის მსხვრევას.
მერე ერთ სულში ჩააცილებთ მზით სავსე დაისს -
და თებერვალში შენ შეიგრძნობ მის პირველ რხევას...

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=1TZX5VIgMZk


მოდი და ნუ დაიჯერებ, როცა ამბობენ, კაცი ყველაფერს აიტანსო!
... მთის ფერდობზე სამნი დგანან - ქალი, კაცი და სიყვარული. სამნი დგანან, მაგრამ ზედმეტი არც ერთია. "მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო", სიყვარულში - მით უმეტეს. ქალი და სიყვარულიც ცოდვაა. მარტო ქალი და მარტო კაცი ხომ მთლად საცოდაობაა თუკი სიყვარული არ არის!
მთის ფერდობზე სამნი დგანან, მაგრამ ზედმეტი არც ერთია...
შემთხვევით ფერდობზე ვიღაცამ თოფი გაისროილა და შიგ გულში მოახვედრა სიყვარულს. კაცმა მაშინვე ხელი ჩაიქნია - "ეჰ, რას ვიზამ, იყო და მოკვდაო". ქალმა: "რას ამბობ არ მომკვდარა, მხოლოდ დაიჭრა ოდნავო..."
...მთის ფერდობზე ორნი დგანან - ქალი და სიყვარული!
ქალი?
ქალი როდის იყო განშორების ტკივილს უძლებდა - სული განუტევა.
კაცი?
კაცს მაინც კაცის…


23.08.2013

არასდროს უთხრათ
ადამიანს,რომ მის
გარეშე ვერ შეძლებთ
ცხოვრებას... შეძლებთ
თუ თავში ტვინი
გაქვთ!უბრალოდ
თვალები გაგიხდებათ
სხვანაირი და სუნთქვა
გაგიჭირდებათ
თავიდან.


საშუალოდ ადამიანი დღეში 40-ჯერ იტყუება, თუ იგი 60 წელს აქტიურად გაატარებს – მაშინ იგი სულ ცოტა 876000 ჯერ მოიტყუება, მამრები მდედრებთან შედარებით 20% უფრო ხშირად იტყუებიან, ყველაზე ხშირად ორივე სქესის წარმომადგენლები ატყუებენ ნათესავებს, საყვარელ ადამიანებს და კოლეგებს.

30 ყველაზე პოპულარული ტყუილი – ბრიტანელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევის შედეგად ასე გამოიყურება:



1. ყველაფერი კარგადაა;
2. გამიხარდა შენი ნახვა;
3. ფული არ წამომიღია;
4. მე დაგირეკავ;
5. აუ, მართლა, ვერ გავიგე რომ მირეკავდი;
6. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ, კიდევ ერთხელ;
7. გზაში ვარ;
8. არა, ამ კაბაში არ ხარ მსუქანი;
9. საცობში (პრობკაში) – ვარ;
10. რა სმს-ი?;
11. ტელეფონი არ იჭერდა;
12. რა თქმა უნდა, მე შენ მიყვარხარ;
13. სერვერი გაითიშა;
14. მაღვიძარამ არ დარეკა;
15. ანგარიში საფოსტო…


ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი:
არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალ გვიან;
იტყვი- არ მესმოდაო,
გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?!
მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი.
შენ კი, გაგიხარდება,
რომ მე ვეჭვიანობ,
ვნერვიულობ ან რამე მსგავსი,
მაგრამ შემჩნევით- არაფერს შეიმჩნევ.
იმ ღამით, მე ჩვეულებრივ წავიკითხავ ძილის წინ ლოცვებს,
მშვიდად და ოდნავ ხმამაღლა,
როცა ზუსტად ვიცი,
რომ კარს უკან დგახარ და -
მისმენ.
იმ ღამით,
ჩვენ შეთქმულებივით ჩავწვებით საწოლში,
მე- კუთხისკენ მივიწევი და ზურგს მოგაქცევ;
შენ- ერთ ხანს დამელოდები და როცა მიხვდები,
რომ სულაც არ ვაპირებ ,
ტრადიციულად გითხრა: "შენს ნებაზე იძინე..."
ოდნავ გაბრაზებული და
ოდნავ ნაწყენი- გამორთავ შუქს..
ცოტა ხნის შემდეგ,
შენი მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გააპობს ჰაერს.
მე ფრთხილად გადმოვბრუნდები შენკენ და
კიდევ უფრო ფრთხილად შემოგიკეცავ -
ნახევრამდე გადახდილ საბანს.
მერე ჩუმად,
ისე, რომ ვერც მე გავიგო-
გისურვებ…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά