ურცხვად გიღიმიან ძველი ალუბლები
29, Tbilisi, Γεωργία

ურცხვად გიღიმიან ძველი ალუბლები

შველის ტანადო და ნუკრის ბეჭიანო,

წვიმა რომ გეცემა ვეღარ დავდუმდები,

რადგან გაგიჟებით წვეთზე ვეჭვიანობ.

აი ტანს ჩამოჰყვა სველი ნაკვალევით

კანზე მოგედება ურცხვი, უფერული

წვიმა გხატავს თითქოს სველი აკვარელით,

პოზა შეგირჩია ოდნავ უხერხული.

ცეცხლი დაუნათლავთ შენთვის ციურ ძიძებს,

მკერდზე კუბიდონის გშვენის ამულეტი

იმ დროს მივესწრაფი, როდის გაიღვიძებს

ჩემში - მონტეგი და შენში - კაპულეტი.

რწმენა ცერცვის ხელა სულის შებერვებით

მთას გადადგამს და მდინარეს ამდორებს

ქალავ, ტანი რომ გაქვს მხატვრის შედევრივით

სწრედ ა, ეგ ტანი მაგიჟებს, მაბოდებს.

ზამთრის ჯალათები ისევ მადარდებენ,

გვიან შემოდგომას ისევ ვედავები,

ცაში ქაოსია, შენთვის ამზადებენ

ციალს ჩრდილოეთის ზეცის მჭედავები.

ქალავ, ზეცის შვილო, რაღას არ მივცემდი

თუ კი უშენობას ღმერთი ამარიდებს

ქალავ ჩემს ჭრილობას ხელით რომ მივსებდი

როგორ წააგავდი მაშინ სამარიტელს.

ფრესკის სიცივეს და რწმენის მხურვალებას,

შენში უცხოვრიათ ამბად იობისას

ცრემლით რომ იკლავდი გულში მწუხარებას,

როგორ ჩამოჰგავდი სახეს ღვთისმშობლისას.

ურცხვად გიღიმიან ძველი ალუბლები

შველის ტანადო და ნუკრის ბეჭიანო

წვიმა რომ გეცემა ვეღარ დავდუმდები,

რადგან გაგიჟებით წვეთზე ვეჭვიანობ.

რწმენა ცერცვის ხელა სულის შებერვებით

მთას გადადგამს და მდინარეს ამდორებს,

ქალავ ტანი რომ გაქვს მხატვრის შედევრივით,

სწორედ ა, ეგ ტანი მაგიჟებს, მაბოდებს.

ქალავ, სიცოცხლევ და კიდევ უფრო მეტო,

ქალავ, ის ზღაპარო, ჯერ რომ არვის უთქვამს

ზოგჯერ უფრო მეტი უნდა გაიმეტო,

მისთვის, ვისი მკერდიც მხოლოდ შენთვის სუნთქავს.

ქალავ, მშველელი ხარ ჩემი ღრმა იარის,

მიჯნურს სისხლი მიჩქეფს, დუღს და ძარღვებს ხეთქავს.

მე ვარ სწორედ ის, ვინც შენი ღირსი არის,

ვისი გულიც მხოლოდ შენი ფიქრით ფეთქავს.

ხო და შენ, მეეტლევ უფრო გააჭენე

ცარგვალს გადაგვავლე მე და ზეცის ქალი

მერე სამოთხესთან წამით შეაჩერე,

ღმერთმა რომ დაგვლოცოს სიძე-პატარძალი.

ზეცამ შეაერთა ჩვენი ორი გული

ცისფერ ოცნებებში სიხარულით ვხტები

ცაზე ამინდია, ოდნავ მოღრუბლული,

მე კი უკვე ჩემს ცოლს ურცხვად გეხუტები.

აღარ გიღიმიან ძველი ალუბლები,

ეჭვიანი ვარ და ჩემი ეშინიათ...

უკვე ჩემი ხარ და მაინც არ ვდუმდები,

სანამ ტუჩებს შენსას წითლად ეშხი ცხიათ.

რწმენა ცერცვის ხელა სულის შებერვებით

მთას გადადგამს და მდინარეს ამდორებს,

ქალავ, ტანი რომ გაქვს მხატვრის შედევრივით

სწორედ აეგ ტანი მაგიჟებს, მაბოდებს.

ზამთრის ჯალათები აღარ მადარდებენ,

გვიან შემოდგომას აღარ ვედავები,

ცაში ქაოსია, შენთვის ამზადებენ

ციალს ჩრდილოეთის ზეცის მჭედავები.

ხოდა შენც მეეტლევ, უფრო გააჭენე

ცარგვალს გადაგვავლე მე და ზეცის ქალი,

მერე სამოთხესთან წამით გააჩერე,

ღმერთმა რომ დაგვლოცოს მე და პატარძალი.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά