salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Γεωργία

დაზამთრდა, ოთახს სუნი ასდის დამწვარი შეშის და ნოსტალგიამ კედლებიდან იწყო გადმოსვლა, მხედავდე ახლა , გეგონები ბებერი შლეგი, წარსულს რომ ეტრფის და ალაგებს უხმო კადრებად. მოდი, დღეს ცივა, ჩამოვუსხდეთ მოხუც სიჩუმეს, ვიმუსაიფოთ როგორც ადრე, ისე, უბრალოდ, შენს ცხოვრებაზე მომიყვები, მერე იყუჩებ, მე კი ფინჯანში მონატრებულ ღიმილს მოვახრჩობ. ცეცხლის ენებში ტკაცატკუცი გაუდის ფიჭვებს, შენი თითების სუნი ათრობს თითქოს სამყაროს, გაინაპირეს თვალებმა და ფანჯრებზე ფიფქებს, ალბათ დუმილის მელოდია სუნთქვით გაათბობს. აცივდა, მოდი, ჩამოვუსხდეთ მოხუც სიჩუმეს, ჩვენი შეხვედრაც ხომ იქნება ლამაზი კადრი, ვიმუსაიფებთ როგორც ადრე, მერე ვიყუჩებთ, ზამთარს უხდება საღამო და ფინჯანი ჩაი.


ტრაგედიაა და უფრო მეტიც,
რომ არავინ მყავს . მიატოვოს
საქმე ან დასვენების საათი ,
როცა ვთხოვ ,
როცა ეს აუცილებლად დამჭირდება
როცა არაფერი მიზეზი და მაინც
გამომყვეს გარეთ, წვიმაში , ქარში
ანდაც მოწმენდილი ცის ქვეშ სადმე
სკვერში , ტბის პირას , ზღვასთან ახლოს ,
ან შორს ყველასაგან .
დაჯდეს და მისმინოს
დაჯდეს და მეკამათოს
დაჯდეს და მითხრას : ''არ იდარდო, მეც''
იაროს...
ხელის გადახვევა არ მიყვარს ,
არც შემოხვევა , არც რაიმე ისეთზე ვგიჟდები,
გარდა სულიერი კონტაქტისა .
მჭიდროდ
გულღიად
უკომპლექსოდ
ვალდებულების გარეშე
უსიყვარულობის გარეშე
ძალით მომღიმარი სახის გარეშე.
ტრაგედიაა და უფრო მეტიც
რომ არ მყავს ადამიანი , რომელიც
ახლა გამაჩერებს და მეტყვის
''გრცხვენოდეს ამ სიტყვების
მე ხომ გყავარ , რად მივიწყებ'' ?!
მაგრამ…


"იქნებ, ადამიანს დაბადებიდანვე მიჰყვება თან თავისი წილი სევდა, რომელიც, მერე სიცოცხლის ბოლომდე განუყრელი თანამგზავრივით დაჰყვება ფეხდაფეხ. ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა, ნაცრისფერი და ტკივილიანი, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებათ პატარ-პატარა სიხარულიც გვიბოძა…..
და სწორედ ამ პატარ-პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სიცოცხლე…"


როცა ასე ძალიან მჭირდებოდა
დროის გაგება,
საათი გაჩერდა...
მერამდენედ დავჭეჭყო ელემენტი კბილებით,
გადასაგდებია,მაგრამ
ისრები მაინც მოძრაობენ,
რა აუცილებელია საათი აღნიშნავდეს
დროის მსვლელობას...
ისედაც ხომ გვეტყობა..
ახლა,ყოველი წამი ისე მეუხეშება
სულზე,
როგორც პატარაობისას-ლოყაზე
პაპაჩემის ცოცხა-ულვაშები,
ასტრის კვამლით გახუნებული და
გაყვითლებული...
ელემენტი კი არა დედამიწაც
დასაჭეჭყია ვგონებ,
ვეღარ მუშაობს ძველებურად,
მაგრამ მაინც მოძრაობს.
გადახრებიც დაეწყო,
ალბათ მალე მოწყდება ღერძს,
შეიცვლის ორიენტაციას და
ჩვენც მიგვიყოლებს ..
დაგვყრის გალაქტიკაზე.
მაგიდის ქვეშ მიმოფანტულ,
ჭიანჭველების საკვებადქცეულ
ნამცეცებად.
იქ სიცივეა...
უჰაერობა ისე მოგვეჭირება სულზე,
რომ ყველას გვათქმევინებს საკუთარი
წარსულის სიმართლეს:
მე ვიყავი მეფე.
მე-მონა.
მე-გამყიდველი.
მე-მუშა.
მე-მრუში.
მე-მკვლელი.
მე-თავისუფალი.
მე-დამოკიდებული.
მე-ადამიანი.
მე-მე.
მე-...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
უდროობაში!


1.გაუკეთე კომპლიმენტი 3 ადამიანს შენს გარშემო.2.უყურე მზის ჩასვლას.3.პირველად შენ მიესალმე.4.იცხოვრე შენი საშუალების ფარგლებში.5.მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ.6.არასდროს თქვა უარი ადამიანზე.სასწაულები ხდება.7.არ ეცადო სხვის კეთილდღეობას შეადარო შენი ცხოვრება.8.დაიმახსოვრე ვინმეს სახელი.9.ილოცე არა ნივთებისთვის, არამედ სიბრძნისა და გამბედაობისთვის.10.იყავი პრაქტიკული, არასენტიმენტალური, მაგრამ გულკეთილი.11.იყავი იმაზე კეთილი ვიდრე საჭიროა.12. არ დაგავიწყდეს, ადამიანის ყველაზე დიდი ემოციური მოთხოვნილებაა, რომ თავი იგრძნოს დაფასებულად.13.შეასრულე დაპირებები.14.იყავი სიცოცხლით სავსე, მაშინაც კი თუ თავს ასე არ გრძნობ.15.გახსოვდეს, რომ მოულოდნელ წარმატებას 15 წელი სჭირდება.16. ყველაფერი რასაც ნახავ დატოვე უკეთესად, ვიდრე იყო მანამდე.17. გახსოვდეს, რომ გამარჯვებული აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც დამარცხებულს არ სურს.18.როდესაც დილით მიხვალ სამსახურში, თქვი ისეთი რამ, რაც ყველას დღეს გაულამაზებს.19.ნუ…


dges karg xasiatze var amitom gadavwyvite damewera...

"buratino sazogadoeba" anu adamianebi romlebsac siamovnebt sxvis urtiertobebshi da cxovrebashi cxviris chayopaa da ganxilva mati. samwuxarod eseti xalxi chvens irgvliv bevria imis nacvlad rom mixedon sakutar cxovrebas urchevniat sxvis cxovrebashi cxviris chayofa. imdeni dros rasac sxvis kritikas utmobt ar jobia sakutar tavs dautmot? ra tqveni saqmea vin ras gaiketebs potoshopit? bednierebas ganichebt sxvisi damcireba? aseti adamianebistvis mxolod erti pasuxi maqvs. yvelam sakutar cxovrebas da tavs mixedos....


თეძოების გორებით მდინარეში ეშვები,

დამშეული გონებით ელავს ვნების ეშვები.
ჩემი გულის მარწუხებს, ვიცი, არ შეეშვები,
თბილი ქაფი გაწუხებს ვნებიანი პეშვებით.
თეძოების თამაში წყალს ახელებს ტალღებად,
ჩემი გრძნობის ლავაში ის ტალღები გალღვება.
მტრედისფერი მკერდია წყალში მოჩანს ქუხილად,
ალბათ, ჩემი ბედია, ვნებას მალავს უხილავს.
შემართული სხეული ტყის ბილიკზე დაძარი,
ის ბილიკი ხვეული მიხმობს, როგორც ტაძარი.


ის ლამაზი მიხვრა-მოხვრა

სიბერეში დაგრჩა ოხრად,
ახლა შენი გულიც ოხრავს,
როცა წელში გიჭირს მოხრა.
უკვე არსად არ გელიან,
ეგ სოფელიც დაგელია,
ის მშვენება წარსულია,
შენგან უკვე წასულია...
რატომ დარჩი ასე მარტო,
ერთდროს ტურფა ტუზის კარტო?!


მე შენ გეფერები მწვანეთვალებიანს, მათრობს ეგ ფერები, ვნების ხალებია. თეთრი მტრედებია, ღამით მედებიან, ფრენას უნდებიან, დილით დუნდებიან, ჩემი მკლავები კი მათი ხუნდებია.


შავი ფიქრები გროვდება ისევ,
დგება წამების თეთრი საათი.
მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,
მეც ვემზადები გაფრენისათვის.

ეს გული მხოლოდ შენ გესალმება,
შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის.
რა იქნებოდა, რომ ჩემს წამებას
ქონოდა სახე ან დასასრული.

სხვა მეგობარი მე არ მყოლია,
მხოლოდ ქარია ჩემი მხლებელი,
უფრო ხშირია მელანქოლია
და გაფიქრება შეუძლებელის.

იყო სიჩუმე, სამი წერტილი,
მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა.
ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილი
და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან.

ალბათ ივნისი დადგება მალე,
დღეს ხომ მაისის ოცდა შვიდია.
და მენატრება ისეთი მხარე,
სადაც დუმილი და სიმშვიდეა.

ისმის ხმაური, არის ცხელება
და ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.
ციხე დგას, როგორც საშინელება,
დამძიმებული და კეთროვანი.

გულის ტკივილი უფრო ღრმავდება,
როდესაც ვუმზერ ჯიბგირს და ბანდიტს.
ალბათ ეს ღამე არ გათავდება,
ძნელია მისვლა გათენებმდის.

და იმედები ისევ ტირიან
და მწუხარეა ჩემი მეობა,
კარები ირგვლივ დაკეტილია
და…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά