07.08.2013
მაა...
29, Tbilisi, Γεωργία

მაა...

შენ არასოდეს შეგიმჩნევია,
ჩემს თვალებზე სისველე და
არც არასდროს მიმხვდარხარ,რატო ტკივა
ჩემს წარსულს ყოველი შემოდგომა...

მაა...
შენ არასდოს არ დაგინახავს,
ზღვის ნაპირებთან მოწანწალე ჩემი სხეული,
სული, რომ ტალღებისკენ ეღვრება, რომ ეცლება....

მაა...
შენ არასოდეს გიგრძვნია შენი "დამჯერი შვილის"
უარაფრო გული, მკერდიდან, რომ თანდათან ელევა,
რომ ესხვისება, შენი ნაჩუქარი უმანკოება...

მაა...
შენ არასდროს, არ შეგიმჩნევია ჩემი მარცხენა,
ტკივილით, რომ ინახავს დანით დასერილ
პიველ სიყვარულს...

მაა...
შენ არასოდეს არ დაგინახივარ მუხლებდაკარგული
და არც დაგითვლია, რამდენჯერ დაანარცხეს მიწას
შენი პატარა გოგოს გაყინული სხეული...
არც არასდროს აგიყენებივარ...

მაა...
შენ არ იცი, თუ რატომ ათენებს,
ჩემი სული მუქად დაფარულ დღეებს...
ან რატომ იმზადებს ზეცას სამუდამო ნავსაყუდელად ...

მაა...
შენ ახლა გძინავს საოცარი სიმშვიდით სავსეს...
და შენს სახეზე ჩაფენილ ნაოჭებს, დრო კი არა ღიმილი ემატება
დაწყვეტილ ხაზებად...

მაა...
მშვიდად იძინე...

მეც მალე მოვალ..............

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά