nawyveti wignidan gamis sachuqari:)) azriani ))
29, Tbilisi, Γεωργία

რაშია ცხოვრების აზრი... ფულში? შეიძლება... თუმცა‚ ვისაც ფული უკვე აქვს‚

დაგიმტკიცებთ‚ რომ ის მხოლოდ ხელის ჭუჭყია და სხვა არაფერი... მართალია‚ ვინც
გამუდმებით უფულობას უჩივის და ამ „ჯადოსნური ქაღალდის“ ქრონიკული
დეფიციტი აქვს‚ უნდობლად უყურებს მდიდრების სკეპტიციზმს და თავისთვის იმასაც
ბურტყუნებს‚ მაშინ‚ დაგვირიგონ თავისი მილიონებიო‚ მაგრამ ჩვენ ხომ ცხოვრების
აზრის გარკვევას ვცდილობდით... მოდით‚ დავფიქრდეთ... რა უნდა ყველაზე მეტად
ადამიანს‚ რისკენ მიილტვის ის და ბოლოს და ბოლოს‚ ყბადაღებული ფულიც რისთვის
სჭირდება... აბა‚ მივხვდით?.. თუ ცოტას კიდევ მოვინდომებთ?.. ცოტას კიდევ და...
მართალია! – ადამიანებს უნდათ‚ რომ შეამჩნიონ... დიახ‚ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას‚
თუკი ვერ შეგამჩნევენ... არავითარი! თითქოს ხარ‚ თითქოს არ ხარ... უფრო არ ხარ‚
რადგან არავის აინტერესებს შენი არსებობა. თუ არ იქნები‚ ესეც არავის შეაწუხებს.
მისთვის ხომ ისედაც არ არსებობდი. სწორედ ამიტომაც‚ ბუნებრივად ჩნდება მოსაზრება
– ცხოვრების აზრი სახელსა და დიდებაში‚ ანუ პოპულარობაშია. როგორ გახდები
პოპულარული‚ ეს უკვე შენი საქმეა. ყველას თავისი გზა აქვს დაფნის გვირგვინისკენ.
იმასაც ამბობენ‚ რომ პოპულარობისთვის ბრძოლაში ნებისმიერი საშუალება გამოდგება.
მთავარია‚ შეგამჩნიონ. მიზანი ამართლებს საშუალებას. ჩვენი ყოველდღიურობაც ამას
ამტკიცებს...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά