melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

30.07.2014

ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გიყვარვარ,

არ დაბრუნდე, თუ იგრძნობ რომ არ გჭირდები,
დამივიწყე, იქნებ შეძლო დავიწყება,
არ მეძახო თუკი ჩემი არ იქნები...
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოგდის,
დამიჯერე მაგ თვალების გიჟი ვიყავ,
დამიჯერე,nმაგ თვალებზე ვლოცულობდი...
მენატრება შენთან ტკბილი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ ტკბილი გაღიმება,
იცი რას გთხოვ? მხოლოდ გული გამიყავი
და სიშორე ამით უფრო დაგვიტკბება...
გამამწარე, რა ვქნა ვეღარ დაგივიწყებ,
მაგ თვალებში ვნანობ რატომ შემოგხედე,
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე...


30.07.2014

მე შენ არასოდეს მინახიხარ,

სადღაც ოცნებებში გხატავდი,
ჩვენში გამარჯვებაც არ თქმულა
და არც არასოდეს ნახვამდის,
მე შენ არასოდეს მინახიხარ,
თვალებს დავხუჭავდი გხედავდი,
ლამაზ ფრესკებიდან ჩამომყავდი
და ჩემს ანგელოზად გძერწავდი,
მე შენ არასოდეს მინახიხარ,
არც შენ გინახივარ ალბათ,
იქნებ ამიტომაც შემიყვარდი,
რომ არ არსებობდი არსად ...


30.07.2014

თვალებში ჩამხედე.... ხედავ? როგორ მაკლიხარ ისევ...

მაინც, სიყვარულს ვბედავ... და გულს,იმედი მივსებს...
სულში ჩამხედე... ხედავ? რა ფერებია სულში...
ახლა რომ იყო, ჩემთან... მე ჩაგიკრავდი გულში...
დამიძახებდე ნეტავ... დღესაც, როგორმე გავძლებ...…
ოღონდ, ვისუნთქო შენთან... და შენი ცქერით გავძღე...
ზეცას ახედე... ხედავ? ობლად დარჩენილ ღრუბელს...
როგორ მტკიოდი მე და... როგორ, მიყვარდი წუხელ...
და საოცარი დილა... თენდება, შენით მთვრალი...
თვალებს, მისველებს წვიმა... ცრემლის ატყვია კვალი...
წარსულს, ფეხდაფეხ მივდევ... მე ხომ,შენს თვალებს ვენდე...
რა ვქნა, მიყვარხარ ისევ... და მენატრები დღემდე...
მე გულს, იმედით ვივსებ... შენზე ოცნებას, ვბედავ...
მოდი,დაბრუნდი ისევ... როგორ მაკლიხარ, ხედავ?



__ინანებ, ერთ დღეს, ჩემს გარეშე მართლა ინანებ!
მოგენატრები! დამიჯერე, მწარედ იდარდებ...
ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
ვეღარ გიშველის ეგ ამაყი სიმშვიდე შენი!
ინანებ ძლიერ იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე,
მარტო დამტოვე და შენი ბედი ასე განკარგე...
გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, როცა მიყვარდი თავდავიწყებით,
არ მოგასვენებს დარდი, ნაღველი, წარსულის ხმები...
დაგესიზმრება, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები,
გაგეღვიძება თუმცა შენთან აღარ ვიქნები!
ინანებ იმ წამს, პირველად რომ ხელი შემახე
და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე ვნება...
დაგტანჯავს ფიქრი გრძნობები რომ ავად შელახე,
მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა შუქურა ქრება...
ინანებ წარსულს, შენ აწმყოზე…


30.07.2014

minda viko gazafxulis nazi sio,

rom eg tmebi sheumchnevlad agicio,
ise magrad dagikocno eg tuchebi,
rom vnebisgan santelivit gailio....


30.07.2014

menatrebi ise rogorc aravis....

netav chumad sadme medgas karavi...
qurdi viko sikvarulis mparavi...
movidodi chumad mogiparavdi....


იცი სად მინდა? ცოტა ზევით და ცოტა მაღლა,

ცოტა უფრო შორს, მაგრამ შენთან სულ უფრო ახლოს...
ახლა ზურგს უკან საშინელი სიჩუმე მახლავს,
აღარც იქით ვარ, აღარც აქით, შუაში ვსახლობ...
იცი სად მინდა? ცოტა მარჯვნივ, ცოტა შენს გვერდით,
და არაფერზე ვიკამათოთ უმთვარო ღამე,
და მერე ჩუმად მოგეპარო, გაგითბო მკერდი,
ახლა მარტო ვარ და სიზმრები დილამდე მჭამენ...
იცი სად მინდა? ზღვის ტალღებში შენი შიში და,
ჩაძირობანას გავეთიშოთ მივუშვათ გემი...
ფსკერზე ცხოვრებას შენთან ერთად ვინ დამიშლიდა,
და ნიჟარაში მექნებოდა სასახლე ჩემი...
იცი სად მინდაა? შენთან ერთად ყველგან ვიქნები...


12.07.2014

მე ყველა ქალში შენს თვალებს ვხედავ, მე ყველა ქალში შენს ტუჩებს ვკოცნი...

მიყვარხარ ისე, რომ იქცე მზედაც, შევისხამ ფრთებს და ზეციდან მოგხსნი...
თუ ქალი მიყვარს, ეს ქალი შენ ხარ! მიყვარხარ სხვაზე არ გაცვლის ნიჭით,
თუ ვცოდავ, ისევ გღალატობ შენთან და ზოგჯერ ასე ღალატიც მიჭირს...
შეძრული სულით, შიშველი ვნებით, გელტვი და მარად სურვილად მექეც,
შენ ერთი მწამხარ განგების ვნებით და ალბათ შენი ბრალია ეგეც...
მეღვრები სულში ოცნების წვიმად, გავახელ თვალს და შენ გხედავ ამ დროს.
მე ბრმა ვარ სხვათა მშვენების მიმართ, მე მხოლოდ შენი მშვენება მათრობს...
მე ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ, და ყველა ქალთან შენს ტუჩებს ვკოცნი...
მიყვარხარ ისე რომ იქცე…


12.07.2014

უძირო თვალებს დაგიკოცნი და ჩაგეკვრები გულში...

ჩაგეხუტები, თავს მოგადებ და ჩაგჩურჩულებ ყურში:
კი არ მიყვარხარ... მესუნთქები... როგორც ჰაერი სუფთა...
როცა ჩემს გვერდით მეგულები , შმაგს ვემსგავსები სულმთლად…
ამეკვიატე…გადამრიე… ცხოვრებას გითმობ... გინდა?...
ჩემთვის კერპიც ხარ, ცოდვიანი და სალოცავიც წმინდა…


14.08.2014

შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი,

შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი,

შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი,

შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი,

შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი,

შენა ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი,

შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის,

მე მადრიგალი, შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის,

შენა ხარ მთვერე, ღამის ვერცხლი, მე-მთვარეული,

შენ სულით-ხორცი, მე კი შენით გადარეული,

შენა ხარ მიწის სიხავერდე, შენ ხარ ჯეჯილი,

შენ ხარ სიცოცხლე მე კი შენით გულგაგლეჯილი,

შენ ხარ ნექტარი სათაფლიის, მე ვარ იელი,

შენა ხარ თაფლი მე-ვიღაცა გადამთიელი,

შენა ხარ სხივი მზის ხანჯლების, მე კი ვარ თოვლი,

შენა ხარ ცეცხლი,…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά