melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

25.07.2014

შენი ნახვა ოცნებად რომ გამიხადე,

გული მიმდის ამ ლოდინით დავიტანჯე...
რაღას მერჩი იქნებ მითხრა, რად მაწვალებ,
ასე რად მსჯი, ასეთი რა დავაშავე...
სიყვარულით გული მიდუღს ვეღარ ვატევ,
მარტოს მიჭირს მე ამ გრძობას რომ გაუძლო...
რა იქნება ცოტა მაინც დამეხმარო,
რა იქნება ჩემი ცა რომ დაიხურო...
სიყვარულით გაფრენილი მომაბრუნო,
გულის კარი მაგრად რომ არ გაიხურო,
რა იქნება ეს ოცნება ჩემი დიდი,
შეგიძლია და უეცრად ამისრულო...
შენი ნახვა ოცნებად რომ გამიხადე,
მომენატრე, რად არ გესმის მომენატრე,
უშენობა, რად არ გჯერა, ბოლოს მიღებს,
ან მიშველე, ან მესროლე დაამთავრე...


18.07.2014

​გულში დაიბუდა სევდამ,

ჭრილობა ვიგრძენი სულში,
თითქოს მეცლებაო მიწა,
უფალო ჩამიკარი გულში...
ნუგეშად მომესმა ლოცვა,
ჩემი საყვარელი მოძღვრის:
ღმეთმა შეუნდოსო იმას,
ვისგანაც ტკივილი მოდის...
ღმერთო შეგვინდე ყველას,
განკურნე ნატკენი სული,
როგორც პატრიარქი გვლოცავს,
მოგვმადლე გონიერი გული...


18.07.2014

მე შემიძლია, შენზე ფიქრსა და სიჩუმეს შორის_ ვიდგე ქარივით........ გამოვიწვიო ყველა აზრის ხორხთან მივარდნა......

შენ, შეგიძლია მიმატოვო და ვერც გაიგო...... რომ შენი სუნთქვა საკუთარზე ძლიერ მიყვარდა...


18.07.2014

ძლიერი ქალის ეტიკეტი ვინ მომარგო აღარც კი მახსოვს...

ძლიერი არა, მორწმუნე ვარ... ვარ ღმერთთან ახლოს...
მჯერა სიკეთის, სიკეთეში სიმშვიდე სახლობს,
მჯერა სიტყვების და არ ვაბნევ უქმად არასდროს...
მჯერა იმედის, ჩემშია და მუდამ თან მახლავს,
მჯერა გრძნობების... არ მღალატობს... აქვეა ახლაც...
მჯერა ჭკვიანის და სულგრძელი ადამიანის...
მჯერა განგების, საგალობლის თბილი ჰანგების...
მჯერა მომავლის... ზღვაში გასულს... ლურჯი ხომალდის...
მე ისიც მჯერა, სასწაული ჩვენში რომ არის...
მჯერა საკმევლის სურნელების, ზეცად ასულის...
მჯერა სანთლების მოციმციმის... და ალანძულის...
მჯერა ფესვების... მჯერა გენის... მჯერა მამულის
და ლოცვის მჯერა, როცა ვუსმენ სულგანაბული!♥•·


როდესაც მათ იქორწინეს, ეს დათქვეს პირველივე დღეს. ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში. პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერი არ თქვა. გავიდა წლები, მათ…


13.08.2014

ბედნიეებააა -ლამაზი სულის მეგობარი რომ გყავს, რომ გიყვარს, რომ გეიმედება, შენს სულში იმედის ტაძარს რომ აგებს... ზოგჯერ გტკივა მისი ნათქვამი, მაგრამ იცი რომ ეს ტკივილი ისევ შენი სულისთვისაა... გაიბუტები, ის კი ისე ლამაზად "შემოგირიგებს" ბედნიერებისგან ცაში დაფრინავ და ღმერთს მადლობას წირავ, რომ გყავს, რომ გიყვარს, რომ გეიმედება... ის ცისარტყაა... -სულში ჩასახლებული იმედი - ა დ ა მ ი ა ნ ი !!!! შენეულს, შენებურს, შენი სულისას და უბრალოდ, ბედნიერი რომ იქნები.... გამოუთქმელად... სიტყვების გაეშე... ღიმილით უთხრათ ერთმანეთს, მიყვარხარ!!!!


20.08.2014

როგორც ზაფხულის ღამის სიზმარი

ჩემთან მოხვედი და მალე გაქრი...
ვერ დაგივიწყე, ჩემში დასახლდი
და ჩემს ფიქრებში ვით სიო დაქრი…
ზაფხულის თქეშად მაწვიმ და მტანჯავ,
მე ხომ მაგიჟებს წვიმა ზაფხულის...
ჩემი აზრების სამეფო შენ ხარ
და მეფეთმეფე ხარ ჩემი გულის…
მაგრამ შორსა ხარ, სადღაც ფიქრებში
და ჩემში დაძრწი ვით მოლანდება...
ლამაზი, როგორც ზღაპრების გმირი…
ჩემი ტკივილი და მონატრება…


18.07.2014

შენ თუ გგონია... მე დარდი არ ვიცი...

ან ფიქრი არ ვიცი, ან კიდევ ოცნება...
შენ თუ გგონია... მე არას განვიცდი...
არ ვიცი სევდა და... არმესმის ცხოვრება...
შენ თუ გგონია... მე გული არა მაქვს...
არა მაქვს განცდა და არა მაქვს გრძნობები...
ახლა თუ ვერ ხვდები... მე როგორ მიყვარხარ...
გვიანი იქნება და მოგაგონდები...
შენ თუ გგონია მე ცრემლი არ ვიცი...
და არც უშენობას განვიცდი გგონია?..
იცოდე... მე მხოლოდ ტყუილი არ ვიცი
და ჩემი სიმართლე დამღუპავს მგონია...


18.07.2014

ღმერთო... რატომ მასწვლე მხოლოდ სიყვარული?????? რატომ ამივსე გული სითბოთი??? გულის პატარა ნაწილი მაინც დაგეტოვებინა ცივი და მიუკარებელი..... იქნება მაშინ უფრო იოლი ყოფილიყო ცხოვრება...


18.07.2014

მერე რა მოხდა დღეს თუ მატკინა ცხოვრებამ გული...

მიჩვეული ვარ მე ამ ქვეყნად აუტანლობას...
ბევრი ვიწვალე, მარტოობით და მონატრებით,
მაგრამ არასდროს დამიშვია გაუტანლობა!!
ბედნიერება??? ალბათ სადღაც ჩემი წილიც დევს...
მე არ მივდივარ, არ მოვძებნი, არც მენაღვლება...
თუ კი ღირსი ვარ მე ამ ქვეყნად რომ რამე მერგოს,
თვითონ მიპოვოს, ლოდინი კი არ მენანება....


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά