melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

18.07.2014

ცხოვრება ამოუცნობია , ისევე როგორც ზოგიერთი ადამიანი, ათასი კარგი რომ გააკეთო და თუნდაც ერთხელ შეცდე, იმ ერთს დაინახავენ და ათასი კარგი არც კი გაახსენდებათ, ათასჯერ რომ უთხა მიყვარხარო და ერთხელ მძულხარო, გულიანად ამოგგლეჯენ საკუთარი სხეულიდან და სამუდამოდ წაგშლიან ცხოვრებიდან და არც ის სიყვარული გაახსენდებათ, ფეხქვეშ ხიდად რომ გაეგო, გადაგივლიან და სამშვიდობოს რომ გავლენ უკან არც კი მოიხედებიან რომ წამოგაყენონ, პატიება რომ სთხოვო ვერც ამას გაიგებენ, რადგან მიტევების უნარი ცოტას თუ გააჩნია, ერთადერთი ვინც მიგიღებს ისეთს და ვისაც ყველანაირი ეყვარები ცუდიც და კარგიც, ამ ცხოვრებისგან განებივრევულიც და განადგურებულიც, მშვიდიც და აუტანელიც---- ეს უფალია, ის ვინც ყველაფერს გაპატიებს და არ გკრავს ხელს…


შენ ოღონდ თბილი ხელისგული გამომიწოდე,

მე გზას გასწავლი საცალფეხოს ჩემი გულისკენ,
ხელს ჩაგკიდებ და სულ ფერადი გზებით გატარებ,
ოცნებისა და შენგან ნასწავლ სიყვარულისკენ...
ოღონდ ისურვე, შენი ძილის დარაჯად ვიდგე,
ლურჯი იებით აგიყვავო თავსასთუმალი,
გათენებამდე მოგიყვები ათასერთ ზღაპარს,
გავხდები შენთან მოპარული სიზმრის სტუმარი...
შენ ოღონდ შესძელ, მზის სხივებით სული აივსე,
შორს მოისროლე გაცრეცილი სევდის მანტია,
მერე რა, თუკი უმოწყალოდ დაგსაჯეს წლებმა,
მერე რა, თუკი დრომ სიშორე არ გაპატია...
შენ ოღონდ თბილი ხელისგული გამომიწოდე,
შენგან ჩემამდე საცალფეხო ბეწვის ხიდია,
ვიდრე წყეული სინამდვილის ბნელი მსტოვრები,
ამ ოცნებებსაც სიზმრებივით გამიყიდიან....


30.07.2014

_მინდა ეგ თალები არ მახსოვდეს,

ამას უაზრობა ეწოდება,
აღარ მომენატრო არასოდეს,
რადგან ჩემი თავი მეცოდება...
როგორ დაივიწყე ყველაფერი,
როგორ დავიჯერო არ გახსოვდეს,
ვეღარ დამამშვიდებს ვერაფერი,
როცა აღარ გნახავ არასოდეს...
აღრ გამახსენდეს ვის ვედრები,
აღარ ვიძინებდე ცრემლიანი,
აღრ ვიღვიძებდე იმედებით,
აღრ დამცინოდეს ჩემიანი...
ასე ცხოვრებაში დამეკარგე
გრძნობა შევილახე ნაჩუქარი,
გულში სამუდამოდ დამებარგე
ღმერთის ერთადერთი საჩუქარი...


12.07.2014

დამადე ხელები გულზე და გავჩუმდეთ,

მერე კი უაზრო წარსულის აჩრდილი,
წამართმევს შენს თავს და ჩემს ნაწილს გაჩუქებ,
რომელსაც ყოველდღე უსიტყვოდ მაჭრიდი,
დამადე ხელები გულზე და ყოველი,
ფეთქვა და სიჩუმე იგრძენი წასვლამდე,
ის სიტყვა მითხარი ასე რომ მოველი,
გახსოვდეს პირველად "მიყვარხარ " გასწავლე...


18.07.2014

ქალის მოტყუება ადვილი არისო,

ნეტავ თუ ჰგონიათ ეს კაცებს მართალი...
ქალი არ ტყუვდება, მას მხოლოდ უყვარხარ,
ასე წმინდა გრძნობა სასჯელი რად არის?
მალული ცრემლები წამწამებს დაჩრდილავს,
ფიქრებს შემოსეულს არ იცის რა უყოს...
ერთი სიყვარული და ერთი გული აქვს
და ისიც უნდა რომ შუაზე გაგიყოს,
ქალის მოტყუება არ არის ადვილი,
თუ ტუჩზე არ უთრთის ქალს შენი სახელი,
გრძნობების ქაოსში თუ არ ჩაკარგულა,
თუკი არ უყვარხარ, კაცი რას გახდები....


10.08.2014

ქარის მოტანილი რა მაქვს?

რომ უკან გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შევქმენი და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარი,
როგორ მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და
როგორ დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და
რა ვქნა ვერ გაგატან ქარს...


29.07.2014

შემიყვარდით გამეტებით ქალბატონო,

მაპატიეთ თავხედობა დღესაც...
ჩემი წიგნის, მოხატულო კაბადონო,
ეს გრძნობები ვერ დავმალე ვერსად... ​
ალბათ თქვენი დაბადება სიზმარია,
თორემ ახლა, ვიქნებოდით ერთად...
გაჩუქებდით, დღეს თუ რამე მიხარია,
ვერ გიპონეთ, ქალბატონო ვერსად...
ხმა თუ გესმით, დამენახეთ ერთხელ
მოგაშორებთ მოწყენას და სევდას...
თქვენ უჩემოდ, ვერ მოიშლით ვერცერთს,
თქვენ უჩემოდ, ისევ ივლით კენტად...
თუ არ გინდა, ცრემლიანი გნახოთ,
დაგიჩოქებთ მორიდებით ფეხთან...
მე ამ წამებს, გადავაქცევ საზრდოდ,
ვედრებას კი გავაგრძელებ ღმერთთან...
ოცნებაში მაინც მინდა, არ დამტოვო
მე კი სათქმელს, წაგიკითხავთ ლექსად...
ჩემი წიგნის, მოხატულო კაბადონო,
მაპატიეთ თავხედობა დღესაც....


20.08.2014

იცი რა არის სიყვარული?

არა, არ იცი...
შენ ხომ არავინ გყვარებია, და არც განიცდი...
იცი რა არის სილამაზე?
არც ეს არ იცი...
შენ სილამაზე არ გინახავს, როგორ არ ვიცი...
იცი რა არის მონატრება?
როგორ? არ იცი?
ნუთუ არავინ გენატრება? ხომ არ გაგიჟდი?
იცი რა არის სიამაყე?
ეგ კარგად იცი...
შენ სიამაყით ამაყობდი, და ახლაც, ვიცი...
და შენ თუ იცი აზრი ნეტავ ჩვენი ცხოვრების?
ალბათ არ იცი ან სხვა პასუხს რატომ მოველი...
ყველა გრძნობას აქვს თავის ახსნა ყველას გონებით
და ჩვენ ამ გრძნობებს მოვუფრთხილდეთ ჩვენი ცხოვრებით....


29.07.2014

miyvarxar miyvarxar miyvarxar...

Shen chemi sizmrebis xilvaxar...
Miyvarxar patarav miyvarxar,
Shen chemtvis xativit wminda xar,
Chemi xar, chemi xar, chemi xar...
Shen chemi ocnebis koshki xar...
Chemi xar patarav, chemi xar...
Miyvarxar radganac wminda xar,
Shena xar, shena xar, shena xar,
Cxovrebis muza da gzakvali...
Shena xar patarav, shena xar,
Chemi gmertic da mzakvaric...
Sadaxar, gamochndi, sadaxar,
Arvici sul gulqva radaxar...
Sadaxar mitxari patarav,
Moval da getyvi miyvarxar...
Ase rom miyvarxar, miyvarxar,
Atasjer me getyvi amsityvas,
Atasjer shen uars tu metyvi,
Me mainc getyvi miyvarxar…


29.07.2014

არ მინდა ტკივილს სერავდე გულში

და მძიმე დარდად შემომეყარო...
არ მინდა ხსოვნად გადამექცე და
უმწეო ცრემლად ჩამომეღვარო...
მინდა დაბერდე და ამ სიბერის
ნაოჭები რომ შემოგეპაროს...
სულ არ დავეძებ რას ემსგავსები,
მთავარია რომ მითხრა, მე ვარო...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά