melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

14.08.2014

შენ მონატრება რა არის იცი?
როცა შორს არის და მასზე დარდობ,
შენს საგულეში ვიცი სხვა არის,
ეს ვიცი მაგრამ მაინცა გნატრობ.
დიდი ტკივილი რა არის იცი?
როცა დღე და ღამ ფიქრში წვალობ...
გთხოვ მომისმინე, მოეშვი სიცილს,
შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო...
უზომო სევდა რა არის იცი ?
თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა...
ტკივილი , სევდა სიშორემ იცის,
ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა...
შენ მოლოდინიც არა გცოდნია,
როცა არ იცი მოვა თუ არა ,
და მასთან მისვლა შორზე შორია.
შენ არაფერი არ იცი არა,
მაგრამ გულთ კვნესა გაგაგებინებს
სულიერ სათნო შეუმშრალ ცრემლით....


14.08.2014

ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან გადავიცვამ ზამთრის საღამურს...
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან, ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს...
არ შემეჩვიო! სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ, მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი, სულის ნაპრალები არ ხორცდებიან...
წაგლეკავ წასვლით, ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნია...
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ,
არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს,
არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი...
სიო ვარ გრილი და თვით ზღვის ტალღა სულთა მღელვარე....


14.08.2014

ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!!


მადლობა ღმერთს - სხეულში სულისთვის და მაგიდაზე პურისთვის...

მადლობა ღმერთს - თვალებში სინათლისთვის და აზრებში სიკეთისთვის...

მადლობა ღმერთს - ფიქრებში სიბრძნისთვის და გვალვაში წვიმისთვის...

მადლობა ღმერთს - კითხვაზე პასუხისთვის და ბრძოლაში გამარჯვებისთვის...

მადლობა ღმერთს - სულიერი სიმდიდრისთვის და ნანატრი მშვიდობისთვის...

მადლობა ღმერთს - დღევანდელი დღისთვის და ხვალინდელი იმედისთვის...

მადლობა ღმერთს - ჩემგან ყველაფრისთვის...


14.08.2014

გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა,

ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა...

მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში,

ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში...

მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა,

რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილ მათხოვარის პოვნა,

მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში,

უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაგაც ჩამჩურჩულეს ყურში...

უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში,

შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ...

გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში,

ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში...


უშნომ ქვეყანა დააქცია და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი,

ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და... უცებ შეარქვეს სახელი ცუდი...

ქალი კი არა მზე პირს იბანს და ღრუბელს უჩნდება ეჭვის იარა,

ლამაზის თვალში ბეწვიც ნახეს და უშნოს თვალებში დირეც კი არა...

ლამაზის ბედი დასაგმობია, ჰოი რამდენი ჰყოლია მტერი,

ლამაზი ქალი სხვისი ჰგონიათ, და დგას ჭორების კორიანტელი...

მას ხარბად თვალთა ორომტრიალით, მიაცილებენ მამაკაცები,

განზრახვა მათი ვერაგი არის, ხომ უნდა სცადონ მაინც საცდელი...

მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი, დაე, ჭორებმა სული დაფლითონ,

შენ ერთს მოგიძღვნა ფიქრი ათასი... ათიათას კი გული დავსწყვიტო...


gabutul tvalebs roca shevxedav, mashin vxvdebi rom ufro mikvarxar....

minda icode magram ver vbedav tqmas da sikvaruls gulshi vinaxav....

caval da isev tvalcin midgexar, shengan sishores ver veguebi....

isev mikvarxar, isev mikvarxar, ai sitkvebit ver geubnevi,

am monatrebit dgeebs vateneb, isev sheni xma chamesmis kurshi....

vfiqrob da fiqrshi ras ar gadareb, vfiqrob da sisxlze meti xar gulshi....


14.08.2014

სიზმარში გნახე, გუშინდელ ღამეს,
შენ შემეკითხე, ნეტავ ვინახარ?
სიზმრიდან ცხადში გადმოვაბიჯე,
და გეუბნები მე შენ მიყვარხარ.
ბედნიერება რა არის ნეტავ?
ცისკრის ნათება? მზის ელვარება?
ბედნიერება ის არის ალბათ,
უყვარდე იმას, ვინც გენატრება.
ნახე გაწვიმდა, ტირის ბუნება,
ნახე სისველე იგრძნო ტუჩებმა,
ხედავ ატირდა, ჩემი თვალები,
და იცი რატომ ? შენ მენატრები.
ჩემთვის გაჩენილხარ და ვიცი ვინცა ხარ,
ჩემი ოცნება ხარ, სიცოცხლეს ვფიცავ,
გულის სიღრმეში, ოცნებით გინახავ,
ღმერთია მოწამე, რომ ძლიერ მიყვარხარ.
მინდა მოგეფერო, თბილი ხელებით,
გული გაგითბო, ლამაზი სიტყვებით,
ყოველ დღიური, ფიქრის ღმერთი ხარ,
და მონატრების, ცრემლის წვეთი ხარ.


20.08.2014

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,

თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...
ისევ უზომოდ მენატრები... დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..
გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს...
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...
მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,
დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...
არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ –
რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...
ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი…


შენზე მონატრებით დავიღალე!

შენზე ოცნებები დამჩვევია!
შენ რომ სიყვარული შემასწავლე!
დღესაც ისევ ჩემი მაშველია!
მინდა სიხარულით მოგეფერო!
გული გაგიმხნევო ამ ალერსით!
მე რომ გამიჭირდა დაბრუნება!
მსურს რომ მოგეფერო ჩემი ლექსით?
მხოლოდ ერთი უნდა მაპატიო!
თუ კი ვერ შევძელი დახმარება!
შენ რომ სიყვარულით მიპასუხებ
ეჭვი არასოდეს მეპარება...
ყველა ქართველი რომ სახლში გყავდეს!
შენი ოცნებაა სანატრელო!
კვლავ რომ მოთმინებით გველოდები!
აი, მიტომ გქვია საქართველო...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά