melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

მელანქოლია დათარეშობს წვიმიან ღამეს,

ფანჯრის რაფასთან დაუჩოქა მწუხარეს ძილმა,
შენ ალბათ იცი როგორ ვითვლი უშენო წამებს,
მაგრამ არასდროს გაგიმხილე ამაყმა შვილმა...
ალბათ ის გახსოვს ბავშვობაში შორს იყავ როცა,
საბანში ჩაფლულს მიტირია სასთუმლის ველზე,
ახლა უშენოდ გავატარე ამდენი წელი
და საბანაკრულს მხოლოდ ფიქრი შემომრჩა შენზე...
ეხლაც ზეპირად მახსენდება რუსული ტექსტი,
რომ არ ვსწავლობდი მიმაცემე ცრემლებით სავსე,
კარგი ყოფილა ბავშვობაში ცრემლებით სწავლა,
ბავშვობის ცრემლებს მოგონება ღიმილად აქცევს...
დედა, ღიმილით გამახსენდა სარკმელში მზირალს,
პატარა ხელით რომ გადებდი საფენებს თავზე,
ახლა, სარკმელში ვიმზირები წვიმიან ღამეს
და წვიმა მიგრძნობს, როგორ ვდარდობ იმ გამქრალ წამზე...
დედა, თუ გახსოვს შენს ხელებში რომ მაძინებდი,
მეპარებოდი მერე ვიცი,…


მე მკითხეს ერთხელ რა არის ქალი

და რატომ ვუძღვნი თამამად ლექსებს...
მთხოვეს ამეხსნა რას ხედავს თვალი,
ხომ არ ვწერ ცოტა, ლამაზად ზედმეტს...
ჩემი პასუხი ალბათ ჩვეულა
დაიწყო სიტყვა და ველი შედეგს...
თავი ვიგძენი ოდნავ გრძნეულად
დამაჯერებლად მოვუხმე ღმერთებს...
ქალი ის არის, შენ რითიც ცოცხლობ,
ვერ გამოარჩევ რომ ცადო ვერცერთს...
ქალია შენი ყოველი სუნთქვა
და ყოველ ღამე, თავი რომ ვერძლებს...
ის არის წამი, წუთები უთქვამთ
გათენება და დილის მზე მწველი...
ქალია ზუსტად რომ მოგკლავს უკვდავს,
რომ გაგიჩერა ბრძოლს გზა გრძელი...
შეიგრძნობს ყველა ფერებას, ალერსს,
როგორც ყვავილი და არა ურცხვად...
ქალია შენ რომ უყვები მთვარეს,
ქალია შენი სიცოცხლე თუნდაც...
მორიგი ტანჯვა, მორიგი…


20.08.2014

ერთი ცხოვრება რას ეყოფა სიყვარულს ამდენს,

ნუ მოდუნდები, ხვალ ვინ იცის აღარც გათენდეს...
მე მინდა ჩვენი არსებობა სიგიჟეს ჰგავდეს
და შენი სუნთქვა, ჩემს სუნთქვასთან ღამეს ათევდეს...
მაღლა ასწიეთ, უფრო მაღლა ზეცის ქულები,
ერთი სიცოცხლე რას ეყოფა გიჟმაჟ აპრილებს,
რა მომადუნებს, თუკი სადღაც შენ მეგულები,
ს სიყვარული ხვალ სიკვდილსაც გამიადვილებს...


20.08.2014

ნუღა მებუტები!.. იქნებ აღარ ვიყო...

ხვალ, ზეგ წვიმასავით იქნებ გადავიღო,
მერე რას ვუშველით წარსულ მოგონებებს,
ალბათ ხელს ჩაკიდებ წყეულ მოჩვენებებს....
ნუღა მებუტები! ხელში ამიტაცე...
მაგრად ჩამიხუტე, წამით გამიტაცე...
ისევ მეთამაშე, თმებზე მომეფერე...
გულში ჩამიკარი, თორემ იქნებ მერე.............
მოდი შემირიგდი, ნეკი მომიწოდე,
ჩემთვის რა წმინდა ხარ, გულში რომ იცოდე...
გინდა? გამიწეწე თმები, შენ რომ გიყვარს?
შემირიგდი, თორემ გული ვეღარ იტანს...
მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ...
აღარ გაწყენინებ არც დღეს, არც ხვალ.... არც ზეგ...
იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები,
არა, არ დამტოვო, ჩემო... გეხვეწები!!!


20.08.2014

ნუ მეპრანჭები, ლამაზო ქალო!

თორემ დაგიგებ მახეს,
ერთხელ იქნება ხელში ჩაგიგდებ,
ნიღაბს ჩამოგხსნი სახეს...
ნუ გამომიწვევ, ლამაზო ქალო!
თორემ განანებ ვფიცავ!
ჩემ გადარევას არ გაპატიებ,
დაგაპოტნინებ მიწას...
ნუ გამაგიჟებ, ლამაზო ქალო!
დამინდე, მეც მაქვს გრძნობა...
თუმც არ მეშლება, არც სიყვარული
და არც მოყვასთა ძმობა...
ნუ მენაზები, ლამაზო ქალო!
და ნურც მინაბავ თვალებს,
ერთ დღესაც ჩემ თავს ვეღარ მოვთოკავ...
და გახდევინებ ვალებს...
ნუღა მამწარებ, ლამაზო ქალო!
ნუ დამატარებ კენტად,
მე ხომ ბევრს არ გთხოვ,
მხოლოდ სითბო და...
ალერსი მინდა შენთან...
გიჯობს მოხვიდე ჩემთან ძვირფასო,
შენით ჩამეკრა გულში,
ჩემ გადარევას არ გაპატიებ,
შემოგიძვრები სულში...
ისე გაგიხდი საქმეს მაცდურო,
მეხვეწებოდე კოცნას,
იცოდე... მერე…


20.08.2014

როგორ აუტანლად მენარტები...

როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ!
საწერ მაგიდაზე ქაღალდები,
სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ...
მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო,
რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე...
წიგნში ჩადებული სანიშნივით
სადღაც შუა გვერდზე დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და სამხილს აქრობს...
(ქვებზე სველდებიან ქაღალდები)
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ...
როგორ აუტანლად მენატრები....


მე

შენ
მიყვარხარო...
ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო,
ფიქრი გამირთულე
ჭირსაც წაუღია სხვები...
მე
შენ
მიყვარხარო...
ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა
ვეღარ გავაჩერე,
შენი სიყვარული ღუპავს...
მე
შენ
მიყვარხარო...
ხელებს გიკოცნიდი,
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო,
ასე მპასუხობდი,
პასუხიც ასეთი უნდა...
მე
შენ
მიყვარდი თქო....
ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს...
ვერცხლი რომც მაძლიონ,
მაინც არ მივიღებ, გული შეგეჩვია ოქროს...


20.08.2014

როცა დახუჭავ შენს ლამაზ თვალებს,

რომ დამინახავ მე შენს აჩრდილად,
დახრი წამწამებს, მაგ ლამაზ თვალებს,
დახრი და იტყვი მე შენთან მინდა...
როცა სურვილი გაგიმძაფრდება
და როცა გრძნობა დაიწყებს დუღილს,
იტყვი სიცოცხლე მომბეზრდა ასე,
მეტყვი ეგ მხოლოდ შენსგულში მინდა...
და მე როდესაც შენ გაგცემ პასუხს,
როდესაც გული დაიწყებს თრთოლვას,
ვიტყვი შენს სახელს, შენ დაგიძახებ,
და ვიტყვი ყოფნა მეც შენთან მინდა...
როს აირევა ეგ არე–მარე,
რომ დაიწყებენ ქალები ჭორვას,
ვიტყვი შენს სახელს, შენ დაგიძახებ
და ვიტყვი კარგო მეც შენთან მინდა...
მაშინ ახდება ოცნება გულში,
აგვიფრინდება ქარში პეპელა,
შენ კი ჩამიკრავ შენს ძლიერ გულში
და მეტყვი ძლიერ გეფერო მინდა...
წამოცვივდება ჩემს თვალებს ცრემლი,…


προηγούμενος 1 ... 6 7 8 9 10 Επόμενο →
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά