ქ ა ლ ი...
39, Florence, Ιταλία

მე მკითხეს ერთხელ რა არის ქალი

და რატომ ვუძღვნი თამამად ლექსებს...
მთხოვეს ამეხსნა რას ხედავს თვალი,
ხომ არ ვწერ ცოტა, ლამაზად ზედმეტს...
ჩემი პასუხი ალბათ ჩვეულა
დაიწყო სიტყვა და ველი შედეგს...
თავი ვიგძენი ოდნავ გრძნეულად
დამაჯერებლად მოვუხმე ღმერთებს...
ქალი ის არის, შენ რითიც ცოცხლობ,
ვერ გამოარჩევ რომ ცადო ვერცერთს...
ქალია შენი ყოველი სუნთქვა
და ყოველ ღამე, თავი რომ ვერძლებს...
ის არის წამი, წუთები უთქვამთ
გათენება და დილის მზე მწველი...
ქალია ზუსტად რომ მოგკლავს უკვდავს,
რომ გაგიჩერა ბრძოლს გზა გრძელი...
შეიგრძნობს ყველა ფერებას, ალერსს,
როგორც ყვავილი და არა ურცხვად...
ქალია შენ რომ უყვები მთვარეს,
ქალია შენი სიცოცხლე თუნდაც...
მორიგი ტანჯვა, მორიგი ვნება,
სიკვდილი შენ რომ მალულად გსურდა...
ყოველი მაჯის უაზროდ ცემა,
ყოველი ფიფქით შეკრული გუნდა...
ყელი ვაზის და თვალები ზეცის,
ასე უეცრად შემოდის სულთან,
ათასი ლექსი, დალოცვლი მკერდის გრძობა,
აზრები მოგყვება სულთან...
ქალია შენი ალერსის მადა,
ქალია ბევრი შვილი რომ გსურდა...
ქალია შენ რომ ეძებე სად არ,
ქალია ერთ დროს, ღვინო რომ გძულდა...
გამოკვეთილი ტანისგან თეძო,
ხელის მოხვევა და სულის ხუთვა...
ძნელია აზრებს თამამად ენო,
ძნელია მიხვდე რა როგორ უნდა...
აი ეს არის მისი თვისება,
მისი ბრალია ბაგე რომ ხურდა...
ყველა თასი რომ მისით ივსება,
სხვასთან გავლისას ჩუმად რომ გშურდა...
ესეა როცა იგრძნობ ბოლომდე
შავი ვარდების იქცევი ქურდათ,
ასეა როცა გინდა ცხოვრობდე,
მასთან რომელისაც უვლია სუფთად...
მე მკითხეს ერთხელ, რა არის ქალი,
როგორ შემოდის თამამად გულთან...
ქალია ჩემი ყოველი წამი, ქალია ჩემი ყოველი სუნთქვა....

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά