18.07.2014
......
39, Florence, Ιταλία

ძლიერი ქალის ეტიკეტი ვინ მომარგო აღარც კი მახსოვს...

ძლიერი არა, მორწმუნე ვარ... ვარ ღმერთთან ახლოს...
მჯერა სიკეთის, სიკეთეში სიმშვიდე სახლობს,
მჯერა სიტყვების და არ ვაბნევ უქმად არასდროს...
მჯერა იმედის, ჩემშია და მუდამ თან მახლავს,
მჯერა გრძნობების... არ მღალატობს... აქვეა ახლაც...
მჯერა ჭკვიანის და სულგრძელი ადამიანის...
მჯერა განგების, საგალობლის თბილი ჰანგების...
მჯერა მომავლის... ზღვაში გასულს... ლურჯი ხომალდის...
მე ისიც მჯერა, სასწაული ჩვენში რომ არის...
მჯერა საკმევლის სურნელების, ზეცად ასულის...
მჯერა სანთლების მოციმციმის... და ალანძულის...
მჯერა ფესვების... მჯერა გენის... მჯერა მამულის
და ლოცვის მჯერა, როცა ვუსმენ სულგანაბული!♥•·

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά