14.08.2014
.......
39, Florence, Ιταλία

შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი,

შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი,

შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი,

შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი,

შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი,

შენა ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი,

შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის,

მე მადრიგალი, შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის,

შენა ხარ მთვერე, ღამის ვერცხლი, მე-მთვარეული,

შენ სულით-ხორცი, მე კი შენით გადარეული,

შენა ხარ მიწის სიხავერდე, შენ ხარ ჯეჯილი,

შენ ხარ სიცოცხლე მე კი შენით გულგაგლეჯილი,

შენ ხარ ნექტარი სათაფლიის, მე ვარ იელი,

შენა ხარ თაფლი მე-ვიღაცა გადამთიელი,

შენა ხარ სხივი მზის ხანჯლების, მე კი ვარ თოვლი,

შენა ხარ ცეცხლი, ჩემთვის მზეც-კი გამლღობი ყოვლის,

შენ ხარ სიცოცხლე ჩემი მე კი მიზეზი გულთა

მტრფობისა შენდამი სინაზისა გულისთქმავ ჩემო....

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά