.................
39, Florence, Ιταλία

__ინანებ, ერთ დღეს, ჩემს გარეშე მართლა ინანებ!
მოგენატრები! დამიჯერე, მწარედ იდარდებ...
ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
ვეღარ გიშველის ეგ ამაყი სიმშვიდე შენი!
ინანებ ძლიერ იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე,
მარტო დამტოვე და შენი ბედი ასე განკარგე...
გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, როცა მიყვარდი თავდავიწყებით,
არ მოგასვენებს დარდი, ნაღველი, წარსულის ხმები...
დაგესიზმრება, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები,
გაგეღვიძება თუმცა შენთან აღარ ვიქნები!
ინანებ იმ წამს, პირველად რომ ხელი შემახე
და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე ვნება...
დაგტანჯავს ფიქრი გრძნობები რომ ავად შელახე,
მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა შუქურა ქრება...
ინანებ წარსულს, შენ აწმყოზე ხელჩაქნეული,
იმ ძველი გრძნობის მოტრფიალე, გიჟად ქცეული...
და დანთებული სანთელიც კი ჩუმად ჩაქრება,
თურმე ოდესღაც ყველაფერი წარსულს ბარდება...

 
Σχόλια
xameleon 30.07.2014

ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
ვეღარ გიშველის ეგ ამაყი სიმშვიდე შენი!... *ROSE*

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά