melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

მე გაზაფხულთან ვიწექი გუშინ,

იის სურნელით უგონო მთვრალი...
საბნად გვეფარა ფერადი ნუში,
გაზაფხულობდა სხეულში ქალი...
მე გაზაფხულთან ვიწექი დღესაც,
საათის წამზომს აებნა გზები,
ყოჩივარდების სამოსი მეცვა,
იასამნების მეკეთა ფრთები...
მე გაზაფხულთან დავწვები ხვალაც...


12.07.2014

უნდა მოვიპარო ყველა სიყვარული,

უნდა დაგიკრიფო ყველა ზომის გრძნობა,
უნდა გადავძარცვო მაისის კვირტები,
გულზე დაგამჩნიო ქურდი ქალის ტრფობა,
უნდა მოვიპარო მთელი გაზაფხული,
მერე ნაქურდალი ხელში ჩაგითვალო,
შენზეც გავილაშქრო, კოცნა მოგაცალო,
გული წაგართვა და ჩუმად გავიპარო....


12.07.2014

ქალი სიყვარულის სიმბოლოა, მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი...

ქალი ოცნება და ფიქრებია, ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი...
ქალი სითბოა და ალერსია, ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი...
ქალი გაზაფხულის პირმშოა და მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი...
ქალი ტურფააა და ტანწერწეტა, როგორც ალვების ხე აშოლტილი...
ქალი აპრილების იაა და ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი...
ქალი რბილია და სათუთია, კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი...
ქალი მათრობელა ღვინოა და ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი...


მინდა რომ იყო ჩემი, და იფერებდე მორცხვად...

თვალს გემჩნეოდეს ცრემლი, შორს ვიქნებოდი როცა...
მინდა იწყენდე მაშინ, თუ შემნიშნავდი წყენას,
როგორც პატარა ბავშვი ჩემთან იჩლექდე ენას...
ყველგან ამბობდე -,,მიყვარს," გყავდე გულში და გულთან...
მიძღვინიდე ლამაზ სიტყვას და ყოველ ამოსუნთქვას...
რომ მიფიცებდე, გწამდე - მინდა გიყვარდე ასე...
მინდა სულ გვერდით მყავდე, სულ ჩემით იყო სავსე...


მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,

ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ...
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე...
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ...
არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს...
მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი...
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე…


30.07.2014

მე წავედი...

მოვალ შენთან შემოვაღებ წყეულ კარებს
მოგიჯდები საწოლთან და ვიღიღინებ,
მერე გრძნობებს ჩემს სიყვარულს შევუფარდებ
და იმ ღამით ვარსკვლავებად ვიციმციმებ...
დავიღლები ამ უმიზნო ხეტიალით
თვალზე ცრემლებს ადგილები არ ჰყოფნით,
მერე რა რომ ასე ძლიერ შემიყვარდი
და მერე რა თუ კი შენში ვსახლობდი...
ვიშრიალებ ფერდაკარგულ ყვავილებად
უსურნელო გვირილებად დაგეყრები,
თუ კი ჩემთვის ვინმემ სითბო გაიმეტა
იცოდე რომ, უსათუოდ გაგეყრები...
დღეს ეს ღამე მოჩვენებით სიზმარს არ გავს
მაისივით გაგიღიმებ მძინარეს
და თურმე ცრემლებს უნაპირო ზღვები ახლავს
შენგან წავალ ჩამოვჯდები მდინარესთან...
მოვუყვები როგორ მინდა მაგრამ არ ხარ,
რომ მძინარეს გიბედავდი მხოლოდ კოცნას
ვშრიალებდი უხმოდ ჩემთვის წყეულ კართან
შემიყვარდი იანვარში როგორც თოვა...
მოდი…


18.07.2014

უაზროა ეს ცხოვრება,

როცა არსად გეჩქარება!
როცა არვინ გელოდება,
როცა არავინ გენატრება.,
როცა ფიქრით არავისთან გეჩქარება..
- არაფერი გედარდება..
ყველაფერი უაზროა, თუ არავინ გეყვარება!


18.07.2014

ქალი! ქალი მზისაგან და სათნოებისაგან გაუჩენია უფალს, ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს! ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა, ქალში გაჩენილ ახალ უმანკო სუნთქვას! რა არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად?! დედობა... დედობა ჯილდოდ უბოძებია უფალს....


14.08.2014

შენ რომ უყვარხარ ჩემი გულია, რატომ გონია შენ ეს ზღაპარი??

შენი თვალები სასწაულია და ჩემი გრძნობის თავშესაფარი,

ნეტავ რა გითხრა ამ შიშორიდან, მწუხარე გულით რა შემიძლია?

ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად მაგრამ, უშენოდ ყოფნა არ შემიძლია...

შენ თუ ოდესმე მოგენატრები და უჩემობას სიგიჟე ახლავს,

შორს ნუ მომძებნი, ცაში თუ გზაში, გულში მომძებნე, შენ მე იქ მნახავ...

ლამის სიცოცხლე დავთმო შენს გამო, ერთხელ გნახო და ხელი შეგახო...

ლამაზ სიზმრებად მოდიხარ მარტო, შენ არც კი იცი მე როგორ გნატრობ!


პატარა ბიჭუნამ ჰკითხა დედას: - რატომ ტირიხარ? დედამ კი უპასუხა: - იმიტომ რომ ქალი ვარ, მე არ მესმის უპასუხა ბავშვმა, დედა ჩაეხუტა მას და უთხრა: და ვერც ვერასდროს გაიგებ, მოგვიანებით ბიჭმა მამას ჰკითხა: - მამი რატომ ტირის დედა ასე ხშირად? ყველა ქალი ტირის უმიზეზოდ, უპასუხა მამამ, ეს ყველაფერია რის თქმაც მან შეძლო... ბიჭი გაიზარდა და ამ დრომდე აინტერესებს რატომ ტირიან ხშირად ქალები... ბოლოს და ბოლოს მან ღმერთს მიმართა და ჰკითხა: - ღმერთო რატომ ტირიან ქალები ასე ხშირად? ღმერთმა უპასუხა: - ქალი განსაკუთრებულია, მე მას საკმარისად ძლიერი მხრები მივეცი, რომ მან მთელ მსოფლიოს გაუძლოს და ამავე დროს საკმაოდ რბილი კომფორტის მისაცემად,…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά