melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

ცრემლად დაღვენთილი ნაწვიმი ცა,

დილით უცნაურად გამზიანდა,
ჩემი ამოსუნთქვის ნაწილი ხარ,
გულში შემოსულო განთიადად...
ღიმილს შეჩვეული შენს ლოდინში,
აღარც მარტოობას ვწუხვარ ახლა...
შენ ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი,
ჰოდა, იყავი და ნუღარ წახვალ...
ციდან მომზირალი ღმერთის თვალი,
თურმე არ მტოვებდა ასე ცალად,
ბევრჯერ გინატრე და ვერ გითხარი,
შენზე ვფიქრობდი და არ მეცალა...
მე შენ უფალივით უნდა მწამდე,
ჩემო ღვთის ხატო და ანგელოზო,
მინდა მზის აქეთაც გვერდით მყავდე
მინდა მზის იქითაც დაგელოდო!(((


11.07.2014

შენ საწყისი წერტილი ხარ სიყვარულის..

შენს მზერაში სევდა მიყვარს დამალული...
გულში შენი უმიზეზოდ ჩახუტება...
შენს სიცილში როგორ მიყვარს გაზაფხული...
შენგან წასვლა და ხელახლა დაბრუნება...
ვიცი კარგო გადაივლის ეს ზაფხულიც...
შენი მკერდი ატმებივით აყვავდება...
ამ მკლავებში დარდი გელის განაბული...
მიყვარხარ თუ შენთან ყოფნა მენატრება???
შენ საწყისი წერტილი ხარ სიყვარულის...
ჩემი გულის დღე პირველი იანვარის...
გამინათე დღე სიცოცხლის დასასრულის...
შენს თვალებში დანახული განთიადით...


11.07.2014

მოდი ვიჩხუბოთ და მერე შევრიგდეთ,

მე გავიბუტები ჯიუტი ბავშვივით,
შენ დამიყვავე თან მომეფერე,
და მოიქეცი დიდი კაცივით...
მე ხმას აღარ გაგცემ, ოღონდაც ხუმრობით,
მაგრამ შენ ნამდვილად უნდა განიცადო,
და კი არ შეწუხდე ჩემი ჯიუტობით,
პირიქით, მოთმენით უნდა დაიცადო,
რომ სანამ არ შეცვლის ჩემს ძლიერ ხასიათს,
შენი ფერება და გრძნობების თარეში,
არ უნდა გაჩერდე..!! ასეთი წესია..!!
იქამდე სულ უნდა მიყურო თვალებში...


ისე დათარეშობ ახლა ჩემს ფიქრებში,

ვიცი შეგრცხვებოდა მე, რომ შემომესწრო...
ისე თავხედურად გულში ჩამოჯექი,
შენი სიმხურვალის ცეცხლი შემომენთო...
ისე, ააღელვე გრძნობის ქარიშხალი,
არც კი გაიკვირვე შენი სითამამე,
გულში ამოქარგე თეთრი გვირილები,
მე კი, ცხელი კოცნა შენგან ვიასმაგე...
სულში ჩამოფინე ჭრელი ხავერდები,
სუნთქვას შეაპარე შენი ატმოსფერო...
თუკი შენს გაზაფხულს ჩემით არ მოიყვან,
უშენ–უმერცხლებლოდ, როგორ ვიარსებო...
მაისს მოვუყვები, რომ შემომეყვარე,
იქნებ, მისებურად ჭკუაც დამარიგოს,
მოდი, ჩემს ფიქრებში კვლავ იხეტიალე,
ღმერთმა უშენობა იქნებ ამარიდოს...


რამდენი წლის ხარ?

რამდენი წლის ვარ?
რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!
აპრილის შვილი, ენძელის ხნის ვარ,
ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ.
რამდენი წლის ვარ?
რამდენი წლის ვარ...
ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,
დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ,
რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...
ნელინელ კვდომის,
ნელინელ ხრწნის ვარ,
ღმერთების ფეხის, უბრალო მტვრის ვარ,
არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ,
ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ...
ატმების კვირტის, ვაზების რქის ვარ,
მილეულ მთვარის, ამოსულ მზის ვარ,
ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?!
ზაფხულის, ზამთრის, მოყვრის ვარ, მტრის ვარ,
ზოგჯერ სულელის, ზოგჯერ ბრძნისა ვარ,
მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ,
ხან მძიმე…


იმ დღიდან, ამ დღემდე...

დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...
იმ დღიდან, ვინ მოსთვლის... რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...
იმ დღიდან, მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული, სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...


ემიგრანტ ქალებთან სიტყვა მაქვს სათქმელი,

ჩემსავით, ვინც წლობით ოჯახი დატოვა,
ცრემლი აქვს ბალიშზე ნაღვარი რამდენი,
ასაკმა მის თმებზე ჭაღარად დათოვა...
ყველაზე ლამაზი წლები და წუთები,
უცხოეთს სხვის შვილებს, ბებიებს შელია...
რამდენი დარდი და ბოღმა აქვს ნაცადი,
შვილის მომლოდინე თვალები ელიან...
მითხარით, ვის გსურდათ ამდენ ხანს დარჩენა,
სამშობლოს გარეშე ვინ იბედნიერა,
ტვირთი მოვიკიდეთ ოჯახის სარჩენად,
ვერ დაგვცა სიშორემ და ვდგავართ ძლიერად...
ვინც აღმართს ჩვენსავით არასდროს შეუდგა,
მათ ჩვენი გოდების არასდროს არ სჯერათ...
ცოლების ნაშრომი საყრდენად შეუდგავთ,
ქალებს ეძახიან ოჯახის მარჩენალს,
რამდენჯერ, ჯიბეში ხურდა არ გვდებია,
მაგრამ შვილს თუ შია, არ დაგვძინებია,
წამლის საყიდელი ფული არ გვქონია,
ჩვენ აქ დალხენილი რაღატომ ვგონივართ...…


შემპირდი!.. რომ როდესმე მნახავ...

შემპირდი!.. რომ როდესმე მანახებ
შენი თვალების ფერსა და სიღრმეს...
შემპირდი!.. რომ ღიმილს ვნახავ
და ამ ღიმილში ჩამალულ განცდას...
შემპირდი!..რომ როდესმე ვიგრძნობ,
შენს თბილ ხელის გულს ჩემს ხელის გულზე...
შემპირდი!.. რომ როდესმე მნახავ... და ჩამიხუტებ...
რომ ვიგრძნობ როდესმე შენს გულისცემას,
რომ ვიგრძნობ როდესმე შენს კანის სურნელს...
ისიც შემპირდი უცებ არ წახვალ,
რომ დამიტოვებ სიხარულს ულევს!
რომ დამიტოვებ სიცოცხლის განცდას
და დამიტოვებ შენი თმის სურნელს...
შემპირდი!.. რომ როდესმე მნახავ... რომ ჩამიხუტებ...


11.07.2014

შენ რომ სიყვარული დამიტოვე,

ლექსის სტრიქონებდ მაწვალებს...
ასე ძალიან რომ მენატრები,
უშენობა რატომ მასწავლე...
იქნებ ჭაღარაში შემერიე,
ურცხვად მითვალთალებ ფარულად...
იქნებ ნაოჭებში მემალები,
ღამით რომ მესტუმრო მალულად...
იქნება მუზა მასვი სიყვარულად.
მიტომ ვეღარ ვუძლებ მარწუხებს...
ირგვლივ სურნელია გაზაფხულის,
მე კი უშენობა მაწუხებს...
შენ რომ სიყვარული დამიტოვე,
მე მას სითამამე ვასწავლე..
ახლა მე გპატიჟებ პაემანზე,
ახლა მე არ მოვალ და გაწვალებ...
ისეთ ქარცეცხლში გაგატარებ,
ჩემი წყურვილით რომ იწვოდე...
განა შენსავით უგულო ვარ?!
მაინც შეგიცოდებ იცოდე...


11.07.2014

როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?

როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά