melek's blog

melek
39, Florence, Ιταλία

20.08.2014

გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,

ტუჩის შეხებით, კოცნით კი არა_მოალერსებით!!!
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი...
დაგიკოცნიდი_ სულს, გულს, თვალებს ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს, მერე გულში ჩაგიხუტებდი...
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს...
დაგიკოცნიდი_ ღიმილს, ცრემლებს, “ნეტას” ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა, მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!


20.08.2014

შენ თუ სიგიჟე არახარ,

რატომ მაგიჟებ მაშინ,
თუ ღვინო არ ხარ მითხარი,
მე რაგატომ ვარ მთვრალი?
შენ თუ ოცნება არახარ
რად ამედევნე ასე,
თუ უძილობა არახარ
ძილს აბა როგორ მართმევ...
თუ ნატვრა არ ხარ მითხარი,
მე მუდამ რატომ გნატრობ,
თუკი მზე არ ხარ მითხარი,
ასე როგორღა მათბობ..........
იცი რას მივხვდი ამწუთას?
იცი რა იგრძნო გულმა?
ის ჰაერი ხარ რომლითაც,
მე ვსულდგმულობ და ვსუნთქავ...


14.08.2014

ისევ სიშორე, ისევ ცრემლები,
მე შენს სიყვარულს ვერ შეველევი...
შენ მეყვარები აწ და მარადის,
ნეტა ისმენდე შენ ამ ღაღადისს...
მე გული მტკივა, სული კი ტირის,
უშენოდ ეს დრო რა ნელა მიდის...
ნუთუ, ყველაფერი ერთ წამში გაქრა?!
ჩემი დღის სინათლე რა მალე ჩაქრა...
მე ხომ უშენოდ არ შემიძლია,
მე ხომ ჩემი გული სულ მომიძღვნია...
წარსულის წუთები თვალწინ მიქრიან...
სიცოცხლის წამებს თითებზე მითვლიან...
როგორ დაგარქვა მე შენ წარსული,
როცა შენ მასწავლე მე სიყვარული...
არ ვიცი... არ ვიცი რაღა ვიფიქრო,
ისღა დამრჩენია მხოლოდ ვიტირო...
ან რას მიშველის მლაშე ცრემლები?!
მე შენ დაგკარგე, ვეღარ გეხები...
მე შენს თვალებს ვეღარ შევხვდები,
გული დავკარგე , მე…


03.09.2014

შენი მაჯებიდან დაწყებული,

შენი მხრების გავლით გზა მიყვარს,
შენი ბილიკებით სიარული,
შენი ნაპირები, ზღვა მიყვარს...
შენი თითებიდან დაწყებული,
შენი შევერცხლილი თმა მიყვრას,
შენი მოფერება, მოლოდინი,
შენი ნაბიჯების ხმა მიყვარს...
შენი მკლავებიდან დაწყებული,
შენი გულის ცემის ხმა მიყვარს,
შენი სისუფთავე, სისპეტაკე,
შენი სახლის ჭერი, ცა მიყვარს...
შენი ფიქრებიდან დაწყებული,
შენი მხრების გავლით გზა მიყვარს,
შენი სიცხადე და მოსვენება,
შენი ჩასუნთქვების თვლა მიყვარს....


wvims, qari aqet-iqet exetqeba. yvelgan surs sheichras da yvelaperi aawiokos. sisinit awveba sarkmels, surs otaxshi shemovides, sadac martoobas moukalatebia da cisfer vazashi chawyobil iebs uyurebs, iebs romlebic mowyenisagan lamis atirdnen. tavi dauxriat da gabutulan, isini xom sixarulisatvis miartves sevdian qalbatons. is wavida da moiwyina asulma. vegarc iebma gadzles sevdian qoxshi da gaibutnen. yvelas ertad enatreba is. imdzlavra qarma, shemolewa sarkmeli: vaza dzirs daanarcxa, iebi mimofanta, qals tmebi auwewa, saxeshi susxi sheayara. magidaze dawyobili furclebi aafriala da garet gaitaca. erti matgani chadris xes win aufriala da waisisina _ waikitxe. chadarma tvali gaaxila, furcels daxeda, romelzedac didi asoebit ewera "MENATREBI" qarma ar…


25.07.2014

აცმა უთხრა:

- მე ბევრი ქალები მომწონს. არ შემიძლია მხოლოდ ერთთან ვიყო. -
ქალმა საპასუხოდ გაუღიმა...
კაცმა უთხრა:
- მე ჩემთვის ვარ... თავისუფალი და არავის წინაშე ვალდებული...
ქალმა სიგარეტს გაუკიდა და თვალები დახარა...
კაცმა უთხრა:
- მე მომწონს ქალები, რომლებიც მიგებენ და აფასებენ ჩემს თავისუფლებას და არ ვაპირებ არაფრის შეცვლას...
ქალმა უგემურად გაიღიმა და კვამლი გამოუშვა...
კაცმა უთხრა:
- მოდი კარგი დრო გავატაროთ, მე შენ მომწონხარ...
ქალმა სიგარეტი ჩააქრო და თვალებში შეხედა...
კაცი მიხვდა, რომ არც ქალი იყო უარზე...
კაცმა ჰკითხა: - ალბად ბევრი კაცები გყავდა.. ქალი ჩაეხუტა და ძლიერად მიეკრო. კაცმა ჰკითხა:
- ჩემთან კარგად გრძნობ თავს?
ქალმა თვალები დახუჭა და…


14.08.2014

დავეხეტები ფიქრებთან მარტო,

გული კვნესის და სული ქვითინებს,

ვიცი დღეს, რაც მჭირს, მაგრამ არ ვიცი,

მე ეს ცხოვრება ხვალ რას მიპირებს...

ალბათ დავრჩები წარსულთან მარტო,

შენს მოლოდინში გაირბენს წლები...

ვიცი არასდროს არ შეერთდება

ერთმანეთისკენ მავალი გზები...

თუ სიყვარული დიდი ცოდვაა,

უკვე, შევცოდე და აღარ ვდარდობ,

ჩემი გული კი სევდით მოცული,

მხოლოდ შენ გიხმობს, მხოლოდ შენ გნატრობს...

ვიცი არ მოხვალ, მაგრამ იცოდე,

მე შენ მჭირდები, მე შენ მინდიხარ,

რა დავაშავე, მე ხომ მიყვარხარ...!!!

რატომ მშორდები, რატომ მიდიხარ...

გულს ვერ ვუბრძანე, ვერ ავუკრძალე,

ვიცი არ უნდა შემყვარებოდი,

რადგან ვიცოდი, რაც მოხდებოდა,

ცოტათი უნდა შემბრალებოდი...

როცა გითხარი ,,მ ე შ ე ნ მ…


25.07.2014

შენ უსასრულო ხარ ჩემში, სისხლი ძარღვში, ფეთქვა მკერდში, მონტრება, ტკივილი, სიცოცხლე, სიკვდილიც შენ ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ოცნება, სიწმინდე, იმედი, შენ სუფთა ჰაერი ხარ რომლეიც მე სიკვდილამდე დამჭირდება....


სადმე მიპოვე შენს ოთახში ჩუმად, ალერსით...

იქნებ კედელზე გაელვებად გადავიარე,
იქნებ მთვარე ვარ ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი სუსტი ნიავი...
კარგად მოძებნე ჩემი თავი ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო, იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს, იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო საავგაროზე...
მთელი წინა დღის ისტორიას ყვება მაგიდა,
გაშილი ფურცელზე გაფანტული მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ? ჩემი პოვნა იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს არცერთ სიზმარში,
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი, რომ იოცნებო,
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო? არა ამას მე ვერ ავიტან...
გადააქოთე მთელი სახლი მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ…


25.07.2014

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,

აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს...
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა, თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს...
მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი გამაწამებს...
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά