E M I G R A N T E B S .....
39, Florence, Ιταλία

ემიგრანტ ქალებთან სიტყვა მაქვს სათქმელი,

ჩემსავით, ვინც წლობით ოჯახი დატოვა,
ცრემლი აქვს ბალიშზე ნაღვარი რამდენი,
ასაკმა მის თმებზე ჭაღარად დათოვა...
ყველაზე ლამაზი წლები და წუთები,
უცხოეთს სხვის შვილებს, ბებიებს შელია...
რამდენი დარდი და ბოღმა აქვს ნაცადი,
შვილის მომლოდინე თვალები ელიან...
მითხარით, ვის გსურდათ ამდენ ხანს დარჩენა,
სამშობლოს გარეშე ვინ იბედნიერა,
ტვირთი მოვიკიდეთ ოჯახის სარჩენად,
ვერ დაგვცა სიშორემ და ვდგავართ ძლიერად...
ვინც აღმართს ჩვენსავით არასდროს შეუდგა,
მათ ჩვენი გოდების არასდროს არ სჯერათ...
ცოლების ნაშრომი საყრდენად შეუდგავთ,
ქალებს ეძახიან ოჯახის მარჩენალს,
რამდენჯერ, ჯიბეში ხურდა არ გვდებია,
მაგრამ შვილს თუ შია, არ დაგვძინებია,
წამლის საყიდელი ფული არ გვქონია,
ჩვენ აქ დალხენილი რაღატომ ვგონივართ...
ემიგრანტს აუგად არავინ შეეხოს,
ოჯახს ნატრულია და სულით დაღლილი...
ხვალვე წავიდოდით, ნეტავი შეგვეძლოს,
ჯერ გზის ნახევარიც არა გვაქვს გავლილი...
მე მინდა ამ ლექსით იმ ქალებს მივმართო,
ჩემსავით ვინც ჟამი ჯაფაში გალია,
გულს ნუ გაიტეხავთ თუ არ გიფასდებათ,
ღმერთი გადმოგხედავთ, ღმერთი მაღალი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά