lizi777's blog

lizi777
54, Tbilisi, Γεωργία

22.12.2013

რომელი უფრო ძლიერი იყო

ან რომელს უფრო ძლიერ უყვარდა, იალიას ოლღა, წლებს რომ გაუძლო, თუ ამადეოს, უბრალოდ ჟანნა, ფანჯრის რაფიდან რომ გადაფრინდა, რადგან ვერ შეძლო მეტის ატანა. და სიყვარული ღმერთია განა? ღმერთია! ღმერთი! ამბობს ბიბლია, და ალბათ ესეც ღვთაებრივია, მე რომ უშენოდ არ შემიძლია... ღვთაებრივია,ბევრმა ჩვენგანმა, რომ მეორე მე,დატოვა მარტო, მაშინ, როდესაც ღმერთივით სწამდათ, ნიკოს, - ნინა და მეფეს, -ქეთათო... და ის,რომ ღმერთი სიყვარულია, მე დავიჯერე ძვირფასო უცებ, როცა მე შენთან ყოფნა მწყურია და ამისათვის, ჯოჯოხეთს ვუძლებ. რა დროს დაღლაა, არ დავიღლები, მე შენზე ნატვრას, უნდა შევაკვდე და თუ კი ღმერთი სიყვარულია, ასე ცოდვილიც,მოვალ შენამდე! რომელი უფრო ძლიერი იყო, მედიდგულება…


22.12.2013

სამყაროში ყველაფერი ფარდობითია.

ტანჯვა თანაბრადაა განაწილებული. ვიღაც იტანჯება იმის გამო რომ არ აქვს საჭმელი, ვიღაც კი იტანჯება იმიტომ რომ ყველაფრის და მიუხედავად ვერ იპოვა ბედნიერება. ტანჯვა განაწილებულია ყველა ადამიანის გარემოზე თანაბრად. ვიღაც სახლში ცხოვრობს ვიღაც ქუჩაში, თუმცა მათი ტანჯვა შეიძლება ფარდობითი იყოს. ვიღაცას თბილი ქურთუკი არ აქვს და იყინება, ვიღაცა კი თბილი ქურთუკის მიუხედავად მაინც ვერ გათბა.... ღმერთს ყველაფერი თანაბრად აქვს განაწილებული !!! ზოგ ადამიანი ორმოში იტანჯება, ზოგი კი ორმოს ზემოთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. რადგან ტანჯვა, ტანჯვაა. ––– შონ აბრამი


22.12.2013

ფილტვები დალპა.

ლპობა დაიწყო ექვსი თვის წინ, მაშინ როდესაც იმ ოთახში, სადაც დღეში ერთი საათი ერთად ვსუნთქავდით, აღარ გამოჩენილხარ. თვალს დამაკლდა. ექვსი თვის წინ როდესაც ბოლოჯერ ჩაგხედე თვალებში, ვიგრძენი უძლიერესი ელვარება, რომელსაც არ ვაინტერესებდი. სწორედ მაშინ დამაკლდა თვალს... ხელი მიკანკალებს. საფუძველი, ექვსი თვის წინ, მაშინ როდესაც უკანასკნელად შეგეხე თმაზე. მიჭირს გაღვიძება. მას მერე რაც ვიგრძენი რაოდენ კარგია სიზმარი შენზე. სიზმარი რომელიც იდეალურია, რადგან ყოველთვის ერთად ვართ. –––– შონ აბრამი


"კლასობანას ასე თამაშობენ,

ფეხსაცმლის წვერით აგდებენ ქვას. ამისთვის საჭიროა: ერთი ქვა და ფეხსაცმელი, კიდევ სწორი ადგილი მიწაზე და ცარცით ლამაზად დახატული უჯრედები, სასურველია ფერადი ცარცით. ზედა უჯრედს ჰქვია ცა, ქვედას - მიწა, ძალიან ძნელია ქვა ცამდე მიიტანო, თითქმის ყოველთვის რაღაც გეშლება, ისე ვერ გათვლი, რომ ქვა უჯრედიდან გარეთ არ გავარდეს. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, მიეჩვევი, საჭირო გამოცდილებასაც შეიძენ და უჯრედებზე ხტომასაც ისწავლი და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თურმე შეგიძლია მიწას მოსწყდე და შენი ქვა ცამდე მიიტანო, ცაზე ახვიდე, მაგრამ ცუდი ისაა, რომ სწორედ ამ დროს, როცა იმ სიმაღლეს მიაღწევ, და როცა შენს გარდა სხვა ვერავინ შეძლო ეს, ვერავინ მიაღწია ცამდე,…


"საუკუნის რომანი" - ქალი, რომლის გამო ედუარდ მერვემ ტახტი დათმო

– პირველი და უკანასკნელი მეფე ინგლისის, რომელმაც უარი თქვა სამეფო გვირგვინზე... სიყვარულის გამო. მას უყვარდა ქალი, რომლის ცოლად შერთვაზე სამწუხაროდ ნებართვა ვერ მიიღო.
,,მე არ დამვიწყებია არც ჩემი სამშობლო და არც ჩემი მოვალეობა, მაგრამ, მინდა დამიჯეროთ, რომ ვერაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის უსიყვარულოდ"– მიმართა მან ხალხს და წავიდა...
მისი რჩეული კი სულაც არ იყო მზეთუნახავი.


35 ფრაზა, რომელიც ყველა ქალს სურს, რომ მოისმინოს მამაკაცისგან

1. "ჯერ კიდევ სკოლაში მიყვარდი".

2. "ისეთი ლამაზი ხარ კოსმეტიკის გარეშე".

3. "რა მაგარი მკერდი გაქვს... არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემია".

4. "დაიძინე, ძვირფასო, მე გავრეცხავ ჭურჭელს/მივალაგებ/ნაგავს გადავყრი/გავასეირნებ/ჩავიბარებ გაკვეთილებს და სხვა".

5. "ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ საწოლში".

6. "ორი წითელი ხაზი?! რა მაგარია, მამა გავხდები!"

7. "რა გავაკეთო, რომ დაგიბრუნო? ყველაფერზე წავალ!"

8. "ჰო, ბალიზე მივდივართ! ჰო, მთელი თვით!"

9. "მე მეყოფა, მაგრამ შენ თუ გინდა, კიდევ დალიე".

10. "ისეთი გამხდარი ხარ - ძლივს გიცანი!"

11. "რას ფიქრობ ამის შესახებ?"

12. "საყვარელო, ძალიან მაგრად მართავ მანქანას, ბევრ მამაკაცზე უკეთ".

13. "მინდა, რომ ჩემი სახლის გასაღები გქონდეს".

14. "როგორ, წყლები უკვე დაღვარე? ესე იგი,…


...სამნაირი უმეცრებაა. ერთი – არარაის ცოდნა. მეორე ცუდად ცოდნა მისი, რაც იცის, მესამე – ცოდნა იმისი, რაც არ უნდა იცოდეს. შარლ დუკლო


..ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება, მიბაძვა, გამოცდილება. აზროვნება-ყველაზე კეთილი გზაა, მიბაძვა-ყველაზე ადვილი, გამოცდილება-ყველაზე ძნელი.


,თავის შესაძლებლობებში დაეჭვებული პიროვნება იმ კაცსა ჰგავს, ვინც მოწინააღმდეგის მხარეზე გადადის და მისივე იარაღით ებრძვის საკუთარ თავს, უკვე იმდენად სჯერა დამარცხების გარდაუვალობა, სხვა ვერც ვერავინ გადაარწმუნებს’’.


...დედამიწაზე მშვენიერების ხანგრძლივობა და სრული ბედნიერება ჯერ არავის უნახავს. დიდი ხანია ადამიანებს თავისუფლად და უშიშრად არ შეუძლიათ არც სიყვარული, არც სიძულვილი, მათ სჩვევიათ მხოლოდ ღალატი, სინანულის ცრემლები, ცოდვა და ურვა სულისა. ეს ცხოვრება ყველაფერს კეთილს ტალახში სვრის, ყველაფერს კარგს და მშვენიერს მარად ლანძღავს და კეთილისთვის დაჯილდოების მაგიერ გოლგოთას მთაზე აიყვანეს ქვეყნის მხსნელი და იქ ჯვარზე აცვეს, სოკრატე ბრძენს საწამლავი დაალევინეს იმიტომ, რომ ქადაგებდა ათინაში სიყვარულს; ჯორდანო ბრუნო ცეცხლში დაწვეს იმიტომ, რომ სიმართლის თქმა ხმამაღლა გაბედა. კონსტანტინე კაპანელი


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά