lizi777's blog

lizi777
54, Tbilisi, Γεωργία

... თვალებით მაცდუნებ, ჩურჩულით ამბობ, რომ ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა... თითებზე, ტუჩებზე, მკერდზე და სულს იქით დანახულ ფიქრებზე მედები, მიმიღე, ნუ გამხდი ამ ვნების მათხოვრად, დავმდაბლდი, უსიტყვოდ, მთლიანად გნებდები... ვივიწყებ თუკი რამ ღირსება გამაჩნდა, ზოგისთვის სწორედ, რომ ესაა მეძავი. მაგიჟებს ტკივილი სულით, რომ დაგაქვს და სალბუნად მოდება მხოლოდ მე რომ ძალმიძს... დღეს ჩემი სულია შიშველი ნატურა შენს თითებს, ტილოზე შეხებით შევიგრძნობ, სხვას ეძებ ჩემში და მე, ზნედაცემული, ამასაც შეგინდობ... თვალებით მაცდუნებ, ჩურჩულით ამბობ, რომ ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა... და იქნებ მე ვარ და ან იქნებ მე მქვია შეცდომა, რომელიც შენ უნდა დაუშვა.

_U_


24.08.2013

ერთ ბრძენს ჰკითხეს:
– ვისგან მიიღე და ისწავლე შენი სიბრძნე და ცოდნა?
მან უპასუხა:
–ბრმებისგან.
ისინი ფეხს მანამ არ დასძრავენ, ვიდრე არ მოსინჯავენ იმ ადგილს, საითაც ნაბიჯი უნდა გადადგან


12.12.2013

რაღაცნაირად ამიყოლია სევდამ,
რაღაცნაირი დღეა... ძალიან მუქი..
მომძალებია რაღაცნაირი ხედვა
მომნატრებია, რაღაცნაირი შუქი..

მზე გადიხარა.. შემომეპარა ბინდი,
ყველგან დავეძებ შენი თვალების სითბოს...
ვარ მოჩვენებით, რაღაცნაირად მშვიდი,
ძალა გაცლილიც, რაღაცნაირად თითქოს..

მოგონებებში შემოგიტყუე გუშინ,
იმ დღეს მითხარი, გაიშალეო თმები...
დღეს მოგინატრე, რაღაცნაირად გულში,
შემოგიშვი და.. რაღაცნაირად ვთბები.

დღე არის ახლა, რაღაცნაირად ცივი...
და უფრო მუქი...კარგზე ვიფიქრო მინდა...
როცა ,მოხვედი, მოგყვა სხვაგვარი სხივი,
როცა წახვედი, რაღაცნაირად წვიმდა.





ისევ

წვიმაა...

მგონი კიდეც

ვგავართ

ერთმანეთს

მე და წვეთები... მე

და სიჩუმე თუ

მე

და სევდა...

ერთნაირი

გვაქვს, გამჭირვალე,

სული თუ

ელდა...

მოწყენაც

თითქოს

ერთნაირი ვისწავლეთ -

ხედავ? ის

ტირის

ახლა... მეც

თვალებზე

მადგება ცრემლი ... და

ამ

დამქანცველ,

უსაგნო

გლოვას

ვერაფრით ვშველი...

მაინც

ვაგროვებ

ყველა

მარცვალს

სუსტი პეშვებით...

მერე მეც

წვიმად

ვიქცევი და

ციდან

ვეშვები... და შენთან

მოვა მხოლოდ

ერთხელ

ფერადი

თქეში ...

ჩაგისახლდებ ა სულში...

გულში...

თვალებში...

თმებში...

მწვანე

წვეთები ( ჩემი

მზერა ) შენს

ხელებს

შეშლის....

მოგეფერები,

მხოლოდ ასე - წვიმად

ქცეული

და ჩემი ბინა

დღეს იქნება

შენი

სხეული... გაოგნებული..

.

დარდიანი ...

და

დაბნეული.._U_


ყველა წავიდეს,
მხოლოდ შენ დარჩი,
დარჩი, როგორაც სიზმრად რჩებიან,
და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა
სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია.
ყველა წავიდეს,
შენ შეიცადე,
მასწავლე, როგორც გავხედე მზეწვია,
მიამბე, როგორ აწამეს ქარი,
ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია..
ყველა წავიდეს,
გაუღე კარი,
დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს,
და ანაცვალე შენი სიდინჯე
ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს,
წავიდეს ყველა,
მე შენ მჭირდები,
მე, აუხსნელი ვნებით ფეთიანს,
იმას, რომელმაც ილოცა შენთვის
ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია,
ყველა წავიდეს
მხოლოდ შენ დარჩი,
მზე რომ მზე არის მზეც ზედმეტია,
და მზეც წავიდეს, შენ დარჩი მხოლოდ,
ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ
თმები მაქვს ფარჩის,
წავიდეს ყველა
მხოლოდ შენ დარჩი


და თუ მონატრებას ვეღარ გავუძელი,
დავტოვებ ქუჩებს, წვიმიან დღეებს,
შემოდგომაზე გაძარცულ ხეებს
და მოვალ შენთან.:-)


25.08.2013

ლამაზი თითები

მკლავზე

დამაწყვე ალბად

მოფერება

გინდოდა, მე ხელი

აგიკარ და გაგებუტე,

შენი

მოშორება

მინდოდა,

თავი

დამიკავე,

თვალში ჩამხედე,

თითქოს წაიკითხე ,

დარდით ყურთან

მომიტანე

პატარა

ტუჩები და

ასე მითხარ,

შემიყვარდი... და...

მეც შემიყვარდი...

ძლიერ

შემიყვარდი...

თითქოს უშენობა

მიჭირს ახლა,

დაიკარგე...

არსად

აღარ სჩანხარ,

მოღალატის

დასჯა დიდმა

ღმერთმა იცის...ავტორი უცნობი-U-


προηγούμενος 1 ... 16 17 18 19 20 Επόμενο →
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά