lizi777's blog

lizi777
54, Tbilisi, Γεωργία



მიშველე,უფალო!

ღმერთო!როგორ გამიჭირდა სიმარტოვე...
ვიცი,შენ კი არა-თავად მიგატოვე...
გთხოვ,არ გამწირო და კვლავაც მიპატრონე,
თორემ ვგრძნობ,რომ ეშმა გონში მიბატონებს...

ცრემლების მორევი შეიქმნა იმდენი...
ჩავყევი მორევს და ფსკერამდე მივედი...
თვით სასოებამაც დაკარგა იმედი...
მიშველე,უფალო!ძალიან მჭირდები...
//ავტ.სალომე ჩხიტუნიძე//


პოლ ბრეგის ჯანმრთელობისა და დიეტური მენიუ


ოთარ ჭილაძე

ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.



დიდ ღმერთს
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი,
ვედრება – ცრემლი,
ვედრება – ნისლი.
ვედრება ნელი,
ვედრება წყნარი,
ვედრება – ხელი,
ვედრება – ქარი.
ვედრება – ცრემლი,
ვედრება – ნისლი,
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი.

ტერენტი გრანელი


დამწუხრებული ქალი მივიდა მის ექიმთან და უთხრა :

'ექიმო, მე მაქვს პრობლემა და მჭირდება თქვენი დახმარება! ჩემი შვილი ჯერ 1 წლისაც არ არის და მე კიდევ ორსულად ვარ. მე არ მინდა რომ მყავდეს ბავშვები.'

ექიმმა თქვა: რა გინდა ჩემგან?'

მან თქვა: 'მე მინდა, რომ ჩემი ორსულობა დაასრულო, მე ფულს გადაგიხდი.'

ექიმმა შეხედა ბავშვს და უთხრა ქალს : 'მე ვფიქრობ, რომ მე მაქვს უკეთესი გზა შენი პრობლემის გადაჭრისათვის'

მან გაიღიმა და იფიქრა, რომ ექიმი დათანხმდა მის შემოთავაზებას.

ექიმმა განაგრძო: 'თუ შენ არ გინდა 2 ბავშვი, მაშინ მოვკლათ ის, რომელიც ცოცხალია, ეს არ დაგაზიანებს შენ. რა მნიშვნელობა აქვს მოვკლავთ ჩვილს თუ ნაყოფს?.'

ქალი შეშინდა და…


ადამიანებს სიყვარული უფრო აკლიათ, ვიდრე პური და ეს ყველაზე ძლიერი შიმშილია.

დედა ტერეზა


იცით ეს ცხოვრება ამოუცნობია ჩემთვის, ისევე როგორც ზოგიერთი ადამიანი, ათასი კარგი რომ გააკეთო და თუნდაც ერთხელ შეცდე, იმ ერთს დაინახავენ და ათასი კარგი არც კი გაახსენდებათ, ათასჯერ რომ უთხა მიყვარხარო და ერთხელ მძულხარო, გულიანად ამოგგლეჯენ საკუთარი სხეულიდან და სამუდამოდ წაგშლიან ცხოვრებიდან და არც ის სიყვარული გაახსენდებათ, ფეხქვეშ ხიდად რომ გაეგო, გადაგივლიან და სამშვიდობოს რომ გავლენ უკან არც კი მოიხედებიან რომ წამოგაყენონ, პატიება რომ სთხოვო ვერც ამას გაიგებენ, რადგან მიტევების უნარი ცოტას თუ გააჩნია, ერთადერთი ვინც მიგიღებს ისეთს და ვისაც ყველანაირი ეყვარები ცუდიც და კარგიც, ამ ცხოვრებისგან განებივრევულიც და განადგურებულიც, მშვიდიც და აუტანელიც---- ეს უფალია, ის ვინც ყველაფერს გაპატიებს და არ…






ერთი ლამაზი ბრძენი ქალი გზაზე მიდიოდა, გადაეკიდა ვიღაც კაცი და უკან აედევნა.ეს რომ ქალმა შეამჩნია მოუბრუნდა და უთხრა: უკან რატომ მომყვებიო?
კაცმა კი უთხრა:დაგინახე და შემიყვარდი ლამაზთა შირის ლამაზოო.
ქალმა უთხრა: ჩემს უკან ჩემი და მოდის, ბროლის თვალები აქვს და ჩემზე გაცილებით ლამაზიაო.
ამის გაგონებაზე კაცი მოტრიალდა და უკან გაბრუნდა. გზაზე ერთი დედაბერი შემოხვდა, დაინახა თუ არა გაბრაზებული ისევ ლამაზ ქალს დაედევნა, როცა დაეწია ჰკითხა: რატომ მომატყუეო?
ქალმა კი უპასუხა: მე კი არა თქვენ მომატყუეთ უცნობო! მითხარით რომ შეგიყვარდით. სინამდვილეში კი თქვენი ნათქვამი რომ ნამდვილი ყოფილიყო სხვა ქალთან არ გაიქცეოდითო.
brdzeni lamazi qali chanaxati














ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით

(ertxel mainc gamgvidzeboda shens gverdit)

ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით?
ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?!
ერთხელ მაინც, შევმკრთალიყავი შეხებით
თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში...
დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო
დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო...
სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო
ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ!
ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი?
შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა
ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს
ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან!


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά