lizi777's blog

lizi777
54, Tbilisi, Γεωργία

,,ვეძებ ჩემს გზას,ჩემს სამყაროს, საქმეს, სიყვარულს, სიწმინდეს, სათნოებას და სიმშვიდეს...." ამ ყველაფერს მგონი ყველა ეძებს... მოდით ერთად მოვძებნოთ...


ნამდვილი ამბავი - გურიაში ჭირისუფალსაც კი შეუძლია სხვების გაცინება 1994 წელი, ლანჩხუთი. გვიმბალაური. ღამე, პანაშვიდის წინა მზადება. დედა:- მეიტანე იგიც, მაგ პალტო უყვარდა და უნდა ჩავატნიო კუბოში რეზო:- კაი დედა, არ გინდა ახლა, გეიტენება - (მაინც მოაქვს) დედა:- იგი კაშნიც მეიტა… ხო, ლურჯი ჯემპრეც. ის სპორტიული შარვალი მომაწოდე ლევანა რო დგახარ მადენე სტოლბასავით, აგი ჟაკეტი არ დამიტიოთ, ჩაუტნიე გვერდში, იგი საროჩკაც... რეზო: - წევედი მე! დედა: - სა მიხვალ ამ შუაღამისას? რეზო: - მეორე კუბო უნდა მევიტანო, ამაში აღარ ეტევა და დავმარხოთ ორი კუბოთი . დედა: - მიუწექი მამაშენს გვერდში!!! რაია ბიჭო, რაცხა უყვარდა ამ უბედურს და რაცხას ხმარობდა მთელი…


...რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება...

ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას. უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე .სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის -- ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ,…


კიდევ რა გჭირს?ააა..უშნო ხარ? ნუ მაცინებ..არ არსებობს უშნო ადამიანი,უბრალოდ არსებობენ ისეთები,რომლებიც საერთო თვალში ვერ აღიქვმებიან..ნუ შეგაშინებს ნურც შენი ფეხი,ნურც ცხვირი,ნურც ღიპი..გახსოვდეს,არ არსებობს მარადიული სილამაზე,არც მარადიული ფუფუნება.შენი ცხოვრება,შენი სილამაზე,შენი სათნოება,გამოკეტილია ამ ხორცის ნაგლეჯში და გახსოვდეს..მხოლოდ თვალები გადმოცემენ შენს არსს სრულყოფილად..თვალი არ ემორჩილება დროს..მაგრამ ემორჩილება ცხოვრებას.."დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება" დრო ყველაფერს კლავს,სილამაზეს მარხავს ხოლო ფუფუნებას..ნუ დაემონები ფულს! ის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია ,გახსოვდეს,ყოველივე მატერიალურისგან ბოლოს მაინც აზრი რჩება..


...მეთხუთმეტე საუკუნის გეოგრაფიულ რუკებზე კუთხეში ხატავდნენ დიდ უსახელო სივრცეს, რომელზეც წარწერილი იყო სამი სიტყვა: hie sunt leones - აქ ბუნაგობენ ლომები. ასეთივე გამოუვლევი ადგილები ადამიანის სულშიც არის. სადღაც ჩვენს შიგნით ღელავენ და დუღან ვნებები და ჩვენი სულის ამ ბნელ უნჭულზედაც შეიძლება ასევე ითქვას, რომ "აქ ბუნაგობენ ლომები". ვიქტორ ჰიუგო





"მე თქვენ ყველას უფალთან გიჩივლებთ, მე მას ყველაფერს მოვუყვები..."

სასიკვდილოდ დაჭრილი 3 წლის ბიჭუნას სიკვდილის წინ წარმოთქმულმა სიტყვებმა და ფოტომ მსოფლიო შეძრა... ფოტოზე გამოსახული 3 წლის ბიჭუნა სირიაში მიმდინარე ომის მსხვერპლია. იგი სასიკვდილოდ დაჭრილი მიიყვანეს ჰოსპიტალში. იგი გრძნობდა, რომ კვდებოდა... მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა შეძრა დამსწრე ექიმები და მსოფლიო: "მე თქვენ ყველას უფალთან გიჩივლებთ, მე მას ყველაფერს მოვუყვები..."


22.12.2013

იპოვეთ დრო სიყვარულისთვის,

იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაუზიაროთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა – ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემოციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ !


22.12.2013

მე ვფლობ სამ საგანძურს და

თვალისჩინივით ვუფრთხილდები მათ: პირველს ჰქვია - სიყვარული; მეორეს ჰქვია - ზომიერება; მესამეს ჰქვია - მორჩილება; ვინცა სიყვარულს ფლობს - ძლიერია. ვინცა ზომიერებას ფლობას - გულუხვია. ვინცა მორჩილებას ფლობს - მეუფეა. ვინცა ძლიერია და არ უწყის სიყვარული - გაუბედურდება. ვინცა გულუხვია და არ უწყის ზომიერება - გაჩანაგდება. ვინცა მეუფეა და არ უწყის მორჩილება - დაიღუპება


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά