Akaki's blog

Akaki
40, Kutaisi, Γεωργία

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღრიანკალს სექსის და რისკის გარდა არაფერი აინტერესებს. მაგრამ ღრიანკალი სხვებზე მეტად არ ფიქრობს სექსზე, რისკი და გაბედულობა სულ არ არის ფიქსირებული ნიშნის ბუნება. გარედან შესაძლებელია ვინმეს მოეჩვენოს, რომ ღრიანკალი გაბედული, ვნებიანი, უგულო, შურისმაძიებელი ნიშანია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ფიქსირებული წყლის ნიშანია და მისი როლი- დიდი ემოციური მუშაობაა, თავისი როლის სრული გაცნობიერებით.

ნიშანი მესამე, გარე კვადრანტშია, რომლის ამოცანაა- კავშირების დამყარება გარე სამყაროსთან, ამიტომ ღრიანკალს შეხვდა ძალიან მძიმე ამოცანა- გრძნობებით შეიცნოს ეს სამყარო, მისი კანონები და ფასეულობები, და ამასთან არ დაკარგოს თავის მთლიანობა, მიზანი და მიმართულება. ეს კი დამეთანხმებით- ძნელია.

ამ მიზეზით ღრიანკლის შინაგანი ცხოვრება დუღს,…


1. უნდა შეგეძლოთ თქვენი სამსახურის კარგად წარმოდგენა
კითხვაზე "სად მუშაობ?" ჩვეულებრივ თვალების აქეთ-იქით ცეცებას იწყებთ და რაღაც გაურკვეველს ყვებით, ამას უნდა ებრძოლოთ. ისწავლეთ საკუთარი სამსახურის შესახებ მოყოლა მოკლედ და ნათლად, ისე, რომ ეს ყველამ დაიმახსოვროს და მეგობრებსაც კი მოუყვეს.

2. უნდა აღმოაჩინოთ საკუთარი სუპერძალა
სუპერძალა ყველას გვაქვს. ეს არის ის, რაშიც ვერავინ შეგედრებათ. ის, რასაც ყველაზე კარგად აკეთებთ. თუ მიიჩნევთ, რომ სხვებს სჯობიხართ, უნდა გაიგოთ, რითი სჯობიხართ. წარმატებული ის ადამიანია, რომელმაც ზუსტად იცის, რაშია კარგი.

3. უნდა იპოვოთ საკუთარი კრიპტონიტი
იცით თქვენი სუპერძალა? ახლა კი იპოვეთ მთავარი სისუსტე. აღიარეთ: არსებობს საგნები, რომლებშიც არამარტო ცუდი, გამოუსადეგარიც კი ხართ. ნუ შეჩერდებით ფაქტის კონსტატაციაზე. ითხოვეთ დახმარება და…


1) სიყვარული : პირველ რიგში მიმართულია თვითგანვითარებისაკენ.

მომწამვლელი ურთიერთობა: შეპყრობილია ურთიერთობით.

2) სიყვარული: ზრდის და ცნობიერების გაფართოვების მოთხოვნილება, სურვილი არ შეაფერხონ პარტნიორის განვითარება.

მომწამვლელი ურთიერთობა: სჭირდება უსაფრთხოების გარანტია, მუდმივი მოთხოვნილება დაინახოს სიყვარულის მტკიცებულება, რის უკანაც დგას შიში, კომპლექსები, დაუცველობა, მარტოობა.

3) სიყვარული: განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა მეგობრები, აქვთ სხვა მნიშვნელოვანი კავშირები.

მომწამვლელი ურთიერთობა: პარტნიორის ცხოვრებაში ტოტალური ჩართულობა, ლიმიტირებული სოციალური ცხოვრება, ძველი მეგობრებისა და ურთიერთობების უარყოფა, ინტერესების გაქრობა.

4) სიყვარული: ერთმანეთის პიროვნული ზრდის ხელშეწყობა და პირადი ღირსების პატივისცემა.

მომწამვლელი ურთიერთობა: პარტნიორის ქცევასა და მოქმედებაზე ჩაციკვლა, მისი შეცვლის შიში.

5) სიყვარული: საჭირო ნდობა (ასეთი ნდობა ბუნებრივი ფორმის უნდა იყოს და ეს უნდა იგრძნობოდეს ურთიერთობაში).

მომწამვლელი ურთიერთობა: ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, კონკურენციის…


მონეი იკვლევდა რა სიყვარულს, მივიდა დასკვნამდე, რომ პაციენტთა უმრავლესობას ჰქონდა "სასიყვარულო სიბრმავე" _ რომანტიკული გზავნილები ბლოკირდება ტვინში, როგორც დალტონიკები ვერ არჩევენ ფერებს, შეყვარებულებიც ვერ აღიქვამენ სხვებისადმი სასიყვარულო ლტოლვებს.
მანეის მიხედვით "სიყვარული ერთი ნახვით" არის პროცესი, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელიც შენს ფანტაზიაში დიდი ხანია ცხოვრობს. სიყვარული თითქმის შემთხვევათა 90%-ში პირველ ეტაპზე არის სექსუალური ლტოლვა _ ტვინი პერიოდულად აგზნებულია ძლიერი ჰორმონების გავლენით და პერიოდულად მშვიდდება, ხოლო შემდეგ ყალიბდება სიყვარულზე "დამოკიდებულების" სინდრომი.
სიყვარულის ჰორმონის ფორმულა ასეთია: 2 - ფენილ-ეთილ ამინი. შოკოლადის ას გრამში არის 600 მგ. ეს ნივთიერება. ამიტომაც სასიყვარულო იმედგაცრუებებისას ხშირია შოკოლადისადმი ლტოლვა (შოკოლადი საუკეთესო ანტიდეპრესანტია).
2_ფენილ ეთილ ამინი გამომუშავდება ორგანიზმში სიყვარულის გრძნობის…


მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა მდედრის ფსიქიკა; ბუნებრივი ქალი სუსტად დაბერილი მრგვალი ბურთივითაა: თუკი დააწვებიან, ფორმას შეიცვლის; ქალის საიდუმლოებაც აქ არის: მამაკაცი ქალს თავს ისე უნდა დასტრიალებდეს, ბუნებრივი მდგომარეობა არ შეეცვალოს, ვინაიდან ბურთისგან განსხვავებით ფორმაშეცვლილი ქალი დიდხანს ვერ ინარჩუნებს არსს.

უფრო ცოდოა ქალი, როცა მას ვერ იცავენ და თავის სარჩენად უცხოეთში გადახვეწა თუ ქალისთვის შეუფერებელი სხვა სახის ქმედება უწევს; ამ დროს ქალი იმედგაცრუებულია თავისი მამაკაცის გამო (სხვა შემთხვევაა, როცა ქალი თავისით მიდის, ან ისე იქცევა, რომ მისი წასვლა გარდაუვალია); გულნატკენ ჩვეულებრივ ქალთა დიდ ნაწილში უარყოფითი ემოცია იმარჯვებს - გულნატკენ ქალს მამაკაცის ღალატიც შეუძლია თუკი სხვათა (მშობელი, შვილი...) ღირსებაზე არ ფიქრობს - იმედგაცრუებული…


1.

შენ წერ შენთვის...
შენ უკრავ შენთვის...
შენ ხატავ შენთვის...
შენ არ „შიშვლდები“...

მე ვწერ შენთვის...
მე ვუკრავ შენთვის...
მე ვხატავ შენთვის...
მე „ვშიშვლდები“ შენთვის...

2.
შენ გინდა „შენთან“...
შენ მიხვალ შენ თავთან...
შენ დარჩები შენში...
შენ გინდა იყო „შენთვის“...

მე მინდა შენთან...
მე მოვალ შენთან...
მე დავრჩები შენში...
მე მინდა ვიყო შენთვის...

3.
შენ არ გინდა ეს დღეები „უშენოდ“...
შენ არ გინდა მზის სხივები „უშენოდ“...
შენ არ გინდა მელოდია „უშენოდ“...
შენ გინდა იყო ის, ვინც არ ხარ...

მე არ მინდა ეს დღეები უშენოდ...
მე არ მინდა მზის სხივები უშენოდ...
მე არ მინდა მელოდია უშენოდ...
მე არ მინდა ვიყო ის, ვინც არ ვარ...

4.
„უშენოდ“ არ შეგიძლია სუნთქვა...
„უშენოდ“ არ შეგიძლია ფრენა...
„უშენოდ“ არაფერი შეგიძლია...

უშენოდ არ შემიძლია სუნთქვა...
უშენოდ არ შემიძლია ფრენა..
უშენოდ არაფერი შემიძლია...

5.
შენ ფარდებს აფარებ ყველაფერს,
ყველა ფერს, თეთრი ფერის გარდა...
და…


უძილობის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები

ენცეფალოფონია (“ტვინის მუსიკა”)
ეს გახლავთ სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული და მუსიკად გარდაქმნილი ადამიანის თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრამით მკურნალობა. ჯანმრთელი და ავადმყოფი ადამიანების ორგანიზმში ის მკვეთრ ფუნქციურ ცვლილებებს იწვევს. ინსომნიით (უძილობით) დაავადებულებში ენცეფალოფონიის ეფექტურობა 80%-ს აღწევს.

ფოტოთერაპია
მკურნალობის ეს მეთოდი ემყარება თანამედროვე თვალთახედვას თავის ტვინზე კაშკაშა შუქის ზემოქმედების შესახებ. შუქი თვალის, ჰიპოთალამუსის და ეპიფიზის გავლით დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ფსიქოთერაპია
ეს მრავალი დაავადების მკურნალობის გავრცელებული მეთოდია. ინსომნიის მკურნალობაში ფსიქოთერაპია არსებული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების კორექციას ახდენს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განგაშის, შფოთვის დონის შემცირებას (ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია უძილობისას).

დიეტა უძილობის დროს

ამ დროს უნდა დაინიშნოს ნაკლებმარილიანი დიეტა, რადგან მარილი ხელს უშლის…


ფიზიკური ფაქტორები

ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარსია ნარვაეზი ამბობს, რომ ფიზიკური სითბოს ნაკლებად მიღება მოზარდის სხეულზე ორნაირად მოქმედებს:

1. შესაძლოა ადამიანის სხეულში ვაგუსური ნერვი არ განვითარდეს. ის ზურგიდან მუცლამდე არსებული ნერვების ერთობლიობაა, რომლის განუვითარებლობაც ადამიანში თანაგრძნობისა და ახლო ურთიერთობის დამყარების სურვილს/უნარს ამცირებს.

2. ამან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ოქსიტოცინის სისტემის განუვითარებლობა — ჯირკვლები, რომლებიც ოქსიტოცინის ჰორმონს გამოყოფენ. სწორედ ეს უკანასკნელი ეხმარება ადამიანებს ურთიერთობაში.
თავისი სიტყვების განსამტკიცებლად, ნარვაეზს მაგალითად რუმინელი ობლები მოჰყავს, რომლებიც 2014 წლის კვლევის მთავარი სუბიექტები იყვნენ. მეცნიერები იკვლევდნენ, როგორი ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვობაში უგულებელყოფას გონებრივ განვითარებასთან.

რუმინელი ობლები მოგვიანებით იშვილეს. კვლევის მიხედვით, მათი ოქსიტოცინის სისტემა ნორმალურად…


რა შანსები აქვს დღესდღეობით თქვენ შვილს
რომელი სოცილური ფენის ოჯახში დაიბადა ბავშვი...

წინსვლის შესაძლებლობები მიახლოვებითი
სტატისტიკის მიხედვით:

დიდი კომპანია,
მსოფლიო კონცერნი შეუძლია ხელმძღვანელის
თანამდებობას მიაღწიოს

საშუალო დონის მწარმოებელი
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან
ერთი საფეხურით უფრო მაღლა

აკადემიური ოჯახი
მაგალითად, ექიმები, წვრილი მეწარმეები (საცხობი და ა.შ.)
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან
ერთი საფეხურით უფრო მაღლა

მუშების ოჯახი
შეუძლია ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწიოს აქ ან ერთი
საფეხურით უფრო მაღლა

გაჭირვებული ოჯახი
ამავე საფეხურზე რჩება, ანდა ერთი, საუკეთესო შემთხვევში
კი, ორი საფეხურით უფრო მაღლა იწევს


თუკი მამაკაცი, რომელიც ფლობს ოთხ (ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალურ და მენტალურ) სხეულს, დაქორწინდება ქალზე, რომელსაც შეუძლია უყვარდეს, მაგრამ თუ არ შეუძლია მისი მეგობარიც იყოს, წყვილი იგივე პრობლემის წინაშე დადგება. ცოლი ქმრისგან მიიღებს ყველაფერს, რაც მისთვის აუცილებელია, რადგანაც ის ფუნქციონირებს მხოლოდ სამ შრეზე და მისი სამივე სხეული დაკმაყოფილებულია. თუმცა მისი მეუღლის მენტალური სხეული, რომელიც პარტნიორის გარეშე დარჩა, აუცილებლად დაიწყებს პარტნიორის ძებნას და შესაძლებელია ის იპოვოს მაღალი ინტელექტუალური მონაცემების მქონე ქალში. სწორედ ამ დროს აღმოვჩნდებით პლატონური ურთიერთობის პირისპირ, რომლის არსებობასაც ინსტინქტურად ყველა აღიქვამს იმად, რაც ძალიან ახლოსაა ღალატთან, მაგრამ ვერავინ გაბედავს ეს ქმედება განსაჯოს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული მორალის დარღვევა.

რთული გასაგები არ არის…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά