ჩახუტება
40, Kutaisi, Γεωργία

ფიზიკური ფაქტორები

ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარსია ნარვაეზი ამბობს, რომ ფიზიკური სითბოს ნაკლებად მიღება მოზარდის სხეულზე ორნაირად მოქმედებს:

1. შესაძლოა ადამიანის სხეულში ვაგუსური ნერვი არ განვითარდეს. ის ზურგიდან მუცლამდე არსებული ნერვების ერთობლიობაა, რომლის განუვითარებლობაც ადამიანში თანაგრძნობისა და ახლო ურთიერთობის დამყარების სურვილს/უნარს ამცირებს.

2. ამან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ოქსიტოცინის სისტემის განუვითარებლობა — ჯირკვლები, რომლებიც ოქსიტოცინის ჰორმონს გამოყოფენ. სწორედ ეს უკანასკნელი ეხმარება ადამიანებს ურთიერთობაში.
თავისი სიტყვების განსამტკიცებლად, ნარვაეზს მაგალითად რუმინელი ობლები მოჰყავს, რომლებიც 2014 წლის კვლევის მთავარი სუბიექტები იყვნენ. მეცნიერები იკვლევდნენ, როგორი ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვობაში უგულებელყოფას გონებრივ განვითარებასთან.

რუმინელი ობლები მოგვიანებით იშვილეს. კვლევის მიხედვით, მათი ოქსიტოცინის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა.

"მათ თავშესაფარში იშვიათად ეფერებოდნენ, ამიტომ მათ სხეულში ოქსიტოცინი, იგივე ჩახუტების ჰორმონი, არ გამოიყოფოდა. ეს ჰორმონი ბავშვებს მშობლების კალთაში ჯდომის დროსაც უვითარდებათ", - დასძენს ნარვაეზი.

ამ ჰორმონის გარეშე, მოზრდილ ასაკში სოციალიზაცია უფრო და უფრო რთულდება. ასე რომ, ჩახუტება და შეხება ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩახუტების მიმართ ამა თუ იმ დამოკიდებულების გასაგებად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს თვითშეფასება და საკუთარი სხეულის დადებითად აღქმაც.
"ის ადამიანები, რომლებსაც სხვებთან ფიზიკური კონტაქტი მოსწონთ, მაღალი თვითშეფასებითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. ისინი, ვინც შფოთვას განიცდიან, ფიზიკურ ურთიერთობას თავს არიდებენ და ამ შემთხვევაში, გამონაკლისები არც მეგობრები არიან. მათი დისკომფორტი არასასურველი ჩახუტებისას უფრო იზრდება", - ამბობს პროფესორი დეჯეს-უაიტი.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევას ინდივიდუალური ახსნა შესაძლოა ჰქონდეს და თუ ვინმეს ჩახუტება არ სურს, ეს სულ არ ნიშნავს, რომ მას ბავშვობაში სითბო აკლდა. თუ იფიქრეთ, რომ ვინმე შეაწუხეთ, ჯობს მას ჰკითხოთ, მართლა ასე მოხდა თუ არა და მიზეზიც სწორედ ამ ადამიანისგან გაიგოთ.

ჩახუტება კულტურულ ფენომენადაც შეიძლება ჩავთვალოთ — 2010 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს საფრანგეთში უფრო ხშირად ეხუტებიან, ვიდრე ამერიკასა თუ ინგლისში.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά