Roman-Emperor's blog

Roman-Emperor
30, Tbilisi, Γεωργία

ცეზარს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი და მეგობარი გააჩნდა, რომელსაც ენდობოდა მისი ექიმი.
უფრო მეტიც, როდესაც ავად იყო იგი წამალს მხოლოდ მისი ხელიდან მიწოდებულ სიღებდა.
ერთხელ, როდესაც ცეზარი არც ისე კარგად გრძნობდა თავს, ანონიმური წერილი მიიღო: “გეშინოდეთ ყველაზე ახლო მეგობრისა, საკუთარი ექიმის. მას თქვენი მოწამვლა სურს!."
რამდენიმე ხნის შემდეგ კი, ექიმი მოვიდა და მას წამალი მიაწოდა. ცეზარმა თავის მეგობარს წერილი მიაწოდა და სანამ ის კითხულობდა, მან წამალი ბოლო წვეთამდ ედალია.
ექიმს სახე გაეყინა და ცეზარს უთხრა:
,,
მეუფეო, როგორ შეგეძლოთ დაგელიათ ეს წამალი, იმის შემდეგ რაც ეს წერილი წაიკითხეთ?''
ჯობია მოვკვდე, ვიდრე ეჭვი შემეპაროს ჩემს მეგობარში!


გამხდარი მგელი დადიოდა სოფელლთან ახლოს, მას მაძღარი ძაღლი შეხვდა. მგელმა ჰკითხა ძაღლს:
- მითხარი, ძაღლო, სად შოულობ საკვებს?
- ადამიანები გვაძლევენ.
- ეტყობა რთულ სამუშაოს ასრულებთ მათთვის?
- არც ისე. ჩვენი საქმეა - ღამით ჭიშკრის დარაჯობა.
- მხოლოდ ამისთვის გაჭმევენ? მეც შემოგიერთდებოდით, ჩვენ მგლებს ძალიან გვიჭირს საკვებსი მოპოვება.
- წამოდი, პატრონი შენც დაგაპურებს. - თქვა ძაღლმა.
მგელი ბედნიერი იყო და ძაღლს უკან გაყვა. ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, მგელმა შეამჩნია რომ ძაღლს კისერზე ბალანი აქვს გაცვენილი.
- ძაღლო, ეს რა გჭირს კისერზე?
- ეს ისე... - უპასუხა ძაღლმა.
- ისე როგორ?
- ეს ისე, ჯაჭვია მიზეზი. დღისით პატრონს დაბმული ვყავარ, ჯაჭვმა გამიცვინა ბალანი კისერზე.
- მაშინ, მშვიდობით ძაღლო, - თქვა მგელმა. - მაძღარ მონობას…


1. ხშირად გავიღიმოთ
2. დავიცვათ რიგი
3. "შეჩემათი" არ მივმართოთ
4. შეფუთვა გავხსნათ გასახსნელიდან და არა გავბდღვნათ
5. ჭამის შემდეგ პირი მაჯით არ მოვიწმინდოთ
6. სადარბაზოებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებში ფისი არ ვქნათ
7. ძირს არაფერი დავაგდოთ და არც იქედან ვჭამოთ რაიმე
8. კონტროლიორს არ ვესპარინგოთ, დროულად ავიღოთ ბილეთი
9. კედლებზე წარწერები არ გავაკეთოთ
10. "xxx xx xx xx ბოზია დაურეკეთ" ყოფილ შეყვარებულზე არ დავწეროთ
11. მატარებლით მგზავრობისას ვინმე ნაცნობის ნახვის მიზნით ყველა კუპე არ ჩამოვიაროთ
12. ტაქსის გამოყენებისას მძღოლს არ დავუსვათ კითხვები "რომელ წლიანია? რამდენს წვავს? საიდან ჩამოიყვანა? განბაჟება რა დაუჯდა?"
13. მანქანით, წითელზე გავლამდე გახედვა-გამოხედვა სადმე პატრული ხომ არ არის - ამის გამეორებას ნუ ვეცდებით,…


მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..

"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...
სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად…


ერთხელ ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ერთი დღე სტუმრებისთვის კარი არ გაეღოთ.

დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან.

- როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. მშობლები წავიდნენ...

ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა ცოლის მშობლები იდგნენ კართან.

- არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო.

გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს 4 ბიჭი შეეძინა, ხოლო მე-5 გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ-ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა!

მეგობრებმა ჰკითხეს ბედნიერ მამას: - რამ გაგახარა ასე? ვაჟების დაბადებას ასეთი…


ერთხელ, პატარა თომას ედისონმა, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უეცრად ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: "თქვენი შვილი გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული, რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ."
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებულიყო, როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა სადაც ეწერა: "თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში."
ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა: "თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი.…


1. იმიტომ რომ ბევრი საჭმელია

2. შეგვიძლია იმდენი ვჭამოთ რამდენსაც შევძლებთ
3. შეგვიძლია დაუპატიჟებლადაც მივიდეთ და იქაც ვჭამოთ
4. ყველა რომ ნაჭამია სასიამოვნო განწყობა სუფევს
5. ჭამა გრძელდება ნახევარი თვე
6. იმდენს ვჭამთ რომ აღდგომამდე აღარ გვშივდება
7. ჭამით გადაღლილებს მთელი თებერვალი გვძინავს


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά