მამა-შვილი
30, Tbilisi, Γεωργία

ერთხელ ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ერთი დღე სტუმრებისთვის კარი არ გაეღოთ.

დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან.

- როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. მშობლები წავიდნენ...

ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა ცოლის მშობლები იდგნენ კართან.

- არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო.

გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს 4 ბიჭი შეეძინა, ხოლო მე-5 გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ-ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა!

მეგობრებმა ჰკითხეს ბედნიერ მამას: - რამ გაგახარა ასე? ვაჟების დაბადებას ასეთი სიხარულით არ შეხვედრიხარ.

მამაკაცმა გაიღიმა დაუპასუხა:
-
დაიბადა ის, ვინც კარს ყოველთვის გამიღებს!....

 
Σχόλια
ninosha 09.10.2014

დაიბადა ის, ვინც კარს ყოველთვის გამიღებს!...

mildo 09.10.2014

ასე იცის ,,,,,,ვაჟიშვილმა ცოლის ნათქვამამ"""'ეს მამაკაცების საყურადგებოა

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά