მგელი და ძაღლი
30, Tbilisi, Γεωργία

გამხდარი მგელი დადიოდა სოფელლთან ახლოს, მას მაძღარი ძაღლი შეხვდა. მგელმა ჰკითხა ძაღლს:
- მითხარი, ძაღლო, სად შოულობ საკვებს?
- ადამიანები გვაძლევენ.
- ეტყობა რთულ სამუშაოს ასრულებთ მათთვის?
- არც ისე. ჩვენი საქმეა - ღამით ჭიშკრის დარაჯობა.
- მხოლოდ ამისთვის გაჭმევენ? მეც შემოგიერთდებოდით, ჩვენ მგლებს ძალიან გვიჭირს საკვებსი მოპოვება.
- წამოდი, პატრონი შენც დაგაპურებს. - თქვა ძაღლმა.
მგელი ბედნიერი იყო და ძაღლს უკან გაყვა. ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, მგელმა შეამჩნია რომ ძაღლს კისერზე ბალანი აქვს გაცვენილი.
- ძაღლო, ეს რა გჭირს კისერზე?
- ეს ისე... - უპასუხა ძაღლმა.
- ისე როგორ?
- ეს ისე, ჯაჭვია მიზეზი. დღისით პატრონს დაბმული ვყავარ, ჯაჭვმა გამიცვინა ბალანი კისერზე.
- მაშინ, მშვიდობით ძაღლო, - თქვა მგელმა. - მაძღარ მონობას მშიერი თავისუფლება მირჩევნია.

ლევ ტოლსტოი

 
Σχόλια
kapinio 04.07.2014

მაძღარ მონობას მშიერი თავისუფლება მირჩევნია.

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά