საქართველოს მოქალაქეთა ევროპაში ჩასვლისას მოქცევის წესები
30, Tbilisi, Γεωργία

1. ხშირად გავიღიმოთ
2. დავიცვათ რიგი
3. "შეჩემათი" არ მივმართოთ
4. შეფუთვა გავხსნათ გასახსნელიდან და არა გავბდღვნათ
5. ჭამის შემდეგ პირი მაჯით არ მოვიწმინდოთ
6. სადარბაზოებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებში ფისი არ ვქნათ
7. ძირს არაფერი დავაგდოთ და არც იქედან ვჭამოთ რაიმე
8. კონტროლიორს არ ვესპარინგოთ, დროულად ავიღოთ ბილეთი
9. კედლებზე წარწერები არ გავაკეთოთ
10. "xxx xx xx xx ბოზია დაურეკეთ" ყოფილ შეყვარებულზე არ დავწეროთ
11. მატარებლით მგზავრობისას ვინმე ნაცნობის ნახვის მიზნით ყველა კუპე არ ჩამოვიაროთ
12. ტაქსის გამოყენებისას მძღოლს არ დავუსვათ კითხვები "რომელ წლიანია? რამდენს წვავს? საიდან ჩამოიყვანა? განბაჟება რა დაუჯდა?"
13. მანქანით, წითელზე გავლამდე გახედვა-გამოხედვა სადმე პატრული ხომ არ არის - ამის გამეორებას ნუ ვეცდებით, რადგან ეს წესი ჩამშვები ხალხის გამო იქ არ მუშაობს. ამიტომ არ გავიკვირვოთ თუ გერმანიაში დარღვევის ოქმი პორტუგალიაში დაგვაწიეს.
14. ვენეციის ქუჩებიდან წყალს ნუ გადავღვრით ზღვაში, მაინც უკან შემოვა
15. ამსტერდამში ნუ მოვინდომებთ ვიტრინებში მყოფი გოგოების ყიდვას. (გავითვალისწინოთ, რომ 60 კგ ხორცი ჩვენთან არ ღირს 40 ევრო) იყიდება მათი მომსახურება.
16. ბრიტანეთში დედოფლის კატას წიხლს ნუ ამოვარტყავთ
17. საბერძნეთში არ ჩავიდეთ, უკვე საკმარისად ვართ
18. შენიშვნების და დამატებებისთვის
19. ეს წესები აამოქმედოს ყველა ქართველმა ევროპაში ჩასვლისთანავე



 
Σχόλια
kabukashvili 03.02.2017

wavida evropashi griali xo??

TaTa 04.02.2017

ეს ბლოგი ინგლისურადაც თარგმნე რომ ევროპელებმაც წაიკითხონ :))))

Archil 04.02.2017

16-ე პუნქტი ზედმეტია და სულაც არ არის სასაცილო. 10-ე პუნქტს რაც შეეხება ისე ზოგადად მაგარი გოიმი ტიპები იქცევიან მასე. არ აქვს მნიშვნელობა ყოფილია თუ რაც არის პატივი უნდა სცე თუნდაც იმიტომ რომ როდესღაც რაღაც ლამაზი გაკავშირებდა. ჯამში კაი სტატიაა სახალისო ))))))

teeee 05.02.2017

*THUMBS UP* *OK*

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά