meliqso's blog

meliqso
36, Georgia, Γεωργία

01.09.2014

როგორ შეიძლება ჩვენი ცხოვრება, თუ

მითი სიყვარულზე არის ფანტაზია?
როგორ შეიცვლება ჩემი მომავალი,
თუკი სიყვარული მხოლოდ ,,კარკასია"?

ისე შემოიჭრა ჩემში ნეგატივი,
უკვე მოვახდინე სულის ანექსია.
როგორ ვიცოცხლებდი ქვეყნად უიმისოდ?
- არა,სიყვარული ჩემი ტალკვესია!


სიცოცხლე მწარე ტკივილით ჩნდება,

უფალიც ბოლოს მასთან მიგველის.
ამ ქვეყნად მაინც სუყველა კვდება
და ღირს ცხოვრება მხოლოდ რუსთველის.

და ღირს ცხოვრება მხოლოდ გოგენის,
და ღირს ცხოვრება მხოლოდ გოეთეს.
მესმის უტკბესი ჰანგი შოპენის,
რომ შეგარიგებს მტერთან მოკეთეს.

თუ ჩემი საქმეც მომავლისათვის
აგიზგიზდება ცეცხლად პრომეთეს,
მიღირს ცხოვრება კაცად,რომელსაც
სვეტიცხოვლისთვის ხელი მოჰკვეთეს.

მაშ, ღირს ცხოვრება სიყვარულისთვის,
მაშ,ღირს ცხოვრება ხელოვნებისთვის.
ღირს ერთგულება თაყაიშვილის
მამულისათვის,ეროვნებისთვის.

ღირს თავდადება სიმართლისათვის
ცეცხლში დამწვარი ჯორდანო ბრუნოს,
როცა ბოროტი რკინის გულებზე
თავგამეტებით ურტყამდა უროს.

ღირს თავგანწირვა მეფე დემეტრეს
– სამშობლოსათვის თავდადებულის,
ძმების: დავითის და კონსტანტინეს
– რიონში ცოცხლად გადაგდებულნის.

ღირს მოწამება შუშანიკის და
ქართველთ დედოფალ ქეთევანისა,
სულის შემძვრელი ერთსულოვნება
ასიათასი მართლმოწამისა.

მიღირს წვალება,მიღირს წამება
ძმისთვის მიცემულ მტკიცე ფიცისთვის.
მიღირს სიცოცხლე,მიღირს სიკვდილი
სისხლით მორწყული ჩვენი მიწისთვის!








26.08.2014

უსამართლობა ქვეყნად რამდენი! -

ეჰ,ბოროტების ცეცხლი მძვინვარებს.
უბიწოების ჩაქრა სანთელი...
ალალმართალ კაცს ვინღა იბრალებს.

ხალხნო,დავანთოთ თითო სანთელი,
რათა შევვედროთ ღმერთს ჩვენი სული.
თუ აქ არ გვადგას მაინც საშველი,
იქნებ ლოცვაში ვიოხოთ გული...


თუ კაცი ხარ,კაცი გქვია

და კაცურად გაიზარდე,
თუ მტერსაც კი ზურგში ტყვია
ვერაგულად არ აკადრე.
და თუ შენი თქმული სიტყვა
არასდროს არ გადააგდე,
სტუმრად მოსული მოკეთე
თუ სახლიდან არ გააგდე.
გაჭირვებულს თუ აჭამე,
დააპურე,არ ამადლე,
თუ მეგობარს გაუჭირდა,
ჭირში ხელი გაუმართე,
მტერს თუ ზურგი არ აჩვენე,
საქმეც ცუდად გაუხადე,
მაშინ ბიჭო კაცი გქვია,
გაიხარე ,გაიზარდე!


03.03.2014

როცა გავხედავ ტალღებს

აბობოქრებულს,
წამს ოცნებები აფრებს
გაშლის ბოჰემურს.
და შუაგულ ზღვაში ნაფოტს
წყლისგან წაღებულს
ვგავარ.
თუ მომეშველე,
იქნებ გაბედოს
გულმა
და წავალ...
რა ეშველება,მაშ,შენს საბედოს,
როს მორჩენილი
შენგან კვლავ წავა?!

არ მომეშველო!.. ჩავიძირები,
ფსკერზედ ჩავყვები ტალღებს ქაფიანს.
იქნებ ეშველოს ამ მდუღარე გულს,
შენზედ დატანჯულს,შენზედ ჯავრიანს...



03.03.2014

გილოცავ ჩემო დედილო

ამ გაზაფხულს და 3 მარტს.
ალერსიანო,კეთილო,
ვერ დაგივიწყებ ამაგს.

რადგან ამაგი დიდია,
შეუფასებლად დიდი.
შენ ჩემს თვალებში ნაპერწკლებს
სიხარულისას თვლიდი.

და ბედისწერას რომ ჯაჭვით
მე ულმობელად მივები,
შენს თვალებს დასცვივდებოდა
ცრემლები – ლურჯი იები...

შენით შევიგრძენ სამყარო
და ამ ცხოვრების ფასი.
მიცოცხლე ღმერთო,მაღალო,
დედა – სამყაროს არსი!

როცა მილხინდა,შენც გრძნობდი
და ჩემთან ერთად ილხენდი.
მიჭირდა? – დედი ამ ტკივილს
შენც ჩემებრ მტკიცედ ითმენდი.

შენ გაგვინათე გზა შვილებს
და მომავლისა ბედი.
სიკეთე ,რაც კი გულში დევს
შენგან შემოგვრჩა, დედი.

ჩემი გზა დანამულია
შენი ცრემლებით ,დედავ.
ცრემლები – მარგალიტები
გზას მინათებენ დღესაც.

და რაც კი ცრემლი გიღვრია
გზას დამეფინა ფონად,
დღეს შენთვის მომირთმევია
ლურჯი იების კონად!




02.03.2014

კაეშანს ვეძმე,სიხარული არის ნაკლები.

ისეთი დროა,მოყვრად მიჩანს სევდა ნაქები.
შიშია განძი,ცოდნასავით რომ უნდა გქონდეს,
დარდია პური არსობისა,ჩემი საკვები.

აბულფარაჯ რუნი

მე სიჭაბუკემ მიმატოვა,არ გამახარა –
ვიდრე მეძინა,გამეპარა,გავხდი ჭაღარა.
თუმცა ცრემლსა ვღვრი,აღარ შემრჩა შვება მცირედი,
მე გულს არ ვიტეხ და ვსულდგმულობ მაინც იმედით.

იბნ ჰაბაჯა

მართლმსაჯულება ფუჭად ელის ადამიანი,
როდის ყოფილა კაცის ბედი სამართლიანი!
თუ ტანჯვის ტვირთი გაწევს მხრებზე,იყავ თამამი,
იდექ ამაყად,ვითარცა მთა ავდარიანი!

მასუდ საად სალმანი

ვინც დღეს გონების ხმას მიჰყვება – ხარს წველის თარსი,
ჭკვიანი კაცი აგებული დარჩება,ნავსი.
ჩვენს დროში უჯობს,კაცმა თავი მოისულელოს,
რადგან დაედო დღეს გონებას ნიორის ფასი.

ომარ ხაიამი

ო, ნუ ეტრფი ლამაზ ქალებს – არის ხალხი ცვალებადი!
ქარაფშუტა ხასიათი გაგამწარებს მალე მათი,
ერთგულებას რომ ელოდი შენი მშვენიერისაგან,
ხენეში ხე ხილს არ ისხამს – არ იცოდი განა ცხადი?

ასირადი აქსიქათი

წვიმაში ,ქარში…


02.03.2014

ყოველი საუკუნე და ათასწლედიც კი თავის უმაღლეს გამოხატულებას პოეზიაში პოულობს.


ჰანს ქრისტიან ანდერსენი

არავისთვის არ ვარგა ის,ვინც მხოლოდ თავისთვის ვარგა.

ვოლტერი

როცა კარგად ლაპარაკობ,არასოდეს ბევრს არ ლაპარაკობ.

რენიარი

იყავი სამართლიანი,ნუ გაცხარდები,მიეცი მავედრებელს – ის ხომ ბევრს არა გთხოვს! ამ სამი მცნებით შენ წმინდანებს მიუახლოვდები.

ბუდისტური სიბრძნე

იქ ,სადაც ,ძმებო,უმეტესობას
უკუღმა ესმის პატიოსნება,
ყურს ვინ დაუგდებს სიმართლის მღერას
ან ვის რად უნდა შენი მგოსნება?

აკაკი წერეთელი

ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს,
ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.

გალაკტიონ ტაბიძე

ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი,
რომელსაც უნდა ღმოჩენა და დაფასება.

გალაკტიონ ტაბიძე

დავბადებულვარ რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი.

ტიციან ტაბიძე


15.02.2014

მიყვარდა წვიმა ფიქრების ზღვაში,

მიყვარდა მთელი სამყარო მაშინ,
მიყვარდა ლურჯი ოცნების თოვა
და მარტოობის მწუხარე გლოვა.
მიყვარდა თეთრი ღამის შეგრძნება,
დრო,როცა სული შენით ვერ ძღება...
მიყვარდა ღამე,ფიქრი,ტკივილი
და სევდიანი შენი ღიმილი...


13.02.2014

dentis suni trialebs,

ca witlad igebeba,
nagmtyorcnebi grialebs,
es dgec brdzolit tendeba.

antebula gulebi,
game cecxlad antia,
es varvarebs lulebi,
gana disko-fartia.

maxsovs: iyo cxinvali,
samshoblostvis dacema,
meomarta brwyinvale
sulis gaalmaseba.

p.s ismis zalpis gruxuni,
dedamiwa zanzarebs...
chven aq sisxls vgvrit imistvis,
rom mze hondet patarebs!


← προηγούμενος 1 2 3 4 5 ... 10 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά