მიღირს!
36, Georgia, Γεωργία

სიცოცხლე მწარე ტკივილით ჩნდება,

უფალიც ბოლოს მასთან მიგველის.
ამ ქვეყნად მაინც სუყველა კვდება
და ღირს ცხოვრება მხოლოდ რუსთველის.

და ღირს ცხოვრება მხოლოდ გოგენის,
და ღირს ცხოვრება მხოლოდ გოეთეს.
მესმის უტკბესი ჰანგი შოპენის,
რომ შეგარიგებს მტერთან მოკეთეს.

თუ ჩემი საქმეც მომავლისათვის
აგიზგიზდება ცეცხლად პრომეთეს,
მიღირს ცხოვრება კაცად,რომელსაც
სვეტიცხოვლისთვის ხელი მოჰკვეთეს.

მაშ, ღირს ცხოვრება სიყვარულისთვის,
მაშ,ღირს ცხოვრება ხელოვნებისთვის.
ღირს ერთგულება თაყაიშვილის
მამულისათვის,ეროვნებისთვის.

ღირს თავდადება სიმართლისათვის
ცეცხლში დამწვარი ჯორდანო ბრუნოს,
როცა ბოროტი რკინის გულებზე
თავგამეტებით ურტყამდა უროს.

ღირს თავგანწირვა მეფე დემეტრეს
– სამშობლოსათვის თავდადებულის,
ძმების: დავითის და კონსტანტინეს
– რიონში ცოცხლად გადაგდებულნის.

ღირს მოწამება შუშანიკის და
ქართველთ დედოფალ ქეთევანისა,
სულის შემძვრელი ერთსულოვნება
ასიათასი მართლმოწამისა.

მიღირს წვალება,მიღირს წამება
ძმისთვის მიცემულ მტკიცე ფიცისთვის.
მიღირს სიცოცხლე,მიღირს სიკვდილი
სისხლით მორწყული ჩვენი მიწისთვის!







 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά