03.03.2014
 / / /
36, Georgia, Γεωργία

გილოცავ ჩემო დედილო

ამ გაზაფხულს და 3 მარტს.
ალერსიანო,კეთილო,
ვერ დაგივიწყებ ამაგს.

რადგან ამაგი დიდია,
შეუფასებლად დიდი.
შენ ჩემს თვალებში ნაპერწკლებს
სიხარულისას თვლიდი.

და ბედისწერას რომ ჯაჭვით
მე ულმობელად მივები,
შენს თვალებს დასცვივდებოდა
ცრემლები – ლურჯი იები...

შენით შევიგრძენ სამყარო
და ამ ცხოვრების ფასი.
მიცოცხლე ღმერთო,მაღალო,
დედა – სამყაროს არსი!

როცა მილხინდა,შენც გრძნობდი
და ჩემთან ერთად ილხენდი.
მიჭირდა? – დედი ამ ტკივილს
შენც ჩემებრ მტკიცედ ითმენდი.

შენ გაგვინათე გზა შვილებს
და მომავლისა ბედი.
სიკეთე ,რაც კი გულში დევს
შენგან შემოგვრჩა, დედი.

ჩემი გზა დანამულია
შენი ცრემლებით ,დედავ.
ცრემლები – მარგალიტები
გზას მინათებენ დღესაც.

და რაც კი ცრემლი გიღვრია
გზას დამეფინა ფონად,
დღეს შენთვის მომირთმევია
ლურჯი იების კონად!



 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά