02.03.2014
. . .
36, Georgia, Γεωργία

კაეშანს ვეძმე,სიხარული არის ნაკლები.

ისეთი დროა,მოყვრად მიჩანს სევდა ნაქები.
შიშია განძი,ცოდნასავით რომ უნდა გქონდეს,
დარდია პური არსობისა,ჩემი საკვები.

აბულფარაჯ რუნი

მე სიჭაბუკემ მიმატოვა,არ გამახარა –
ვიდრე მეძინა,გამეპარა,გავხდი ჭაღარა.
თუმცა ცრემლსა ვღვრი,აღარ შემრჩა შვება მცირედი,
მე გულს არ ვიტეხ და ვსულდგმულობ მაინც იმედით.

იბნ ჰაბაჯა

მართლმსაჯულება ფუჭად ელის ადამიანი,
როდის ყოფილა კაცის ბედი სამართლიანი!
თუ ტანჯვის ტვირთი გაწევს მხრებზე,იყავ თამამი,
იდექ ამაყად,ვითარცა მთა ავდარიანი!

მასუდ საად სალმანი

ვინც დღეს გონების ხმას მიჰყვება – ხარს წველის თარსი,
ჭკვიანი კაცი აგებული დარჩება,ნავსი.
ჩვენს დროში უჯობს,კაცმა თავი მოისულელოს,
რადგან დაედო დღეს გონებას ნიორის ფასი.

ომარ ხაიამი

ო, ნუ ეტრფი ლამაზ ქალებს – არის ხალხი ცვალებადი!
ქარაფშუტა ხასიათი გაგამწარებს მალე მათი,
ერთგულებას რომ ელოდი შენი მშვენიერისაგან,
ხენეში ხე ხილს არ ისხამს – არ იცოდი განა ცხადი?

ასირადი აქსიქათი

წვიმაში ,ქარში ,თოვაში
აქ ვდგავარ მგლების ხროვაში.
ოქრო სად უნდა ვეძებო
ამდენი ნაგვის გროვაში!
სიკეთე სად უნდა ვპოვო,
ყველგან ლაფი და ჭაობი.
ბერმუხას შემოხვევია
ირგვლივ ხავსი და ობი.

. . .

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά