enji777's blog

enji777
36, Gori, Γεωργία

18.12.2013

ადამიანები მეგობრებში ეძებენ იმ თვისებებს, რომლებიც მათ არ აქვთ და დანაკლისს მეგობრებით ივსებენ.
რომ დავფიქრდი და ჩემს მეგობრებს გადავავლე თვალი, ზუსტად ასეა. ყველაში არსებობს თვისება, რომელიც მე ძალიან მომწონს და არ მაქვს.
ყველა ადამიანი, გარკვეულწილად, ეგოსიტია. არც მე ვარ გამონაკლისი. ხშირად მიფიქრია, რომ მეგობრები არ მყავს, რომ არავის ვადარდებ და ა.შ (მოწყენილობის თხუთმეტწუთიანი შემოტევები), მაგრამ მეგობრების ფასს და მათ ნამდვილობას ადამიანები მაშინ ვიგებთ, როცა გვჭირდება.
ჰოდა..
მე რომ დამჭირდა..
აღმოვაჩინე, რომ ბევრი მეგობარი მყოლია;
ბევრი გულწრფელი მეგობარი.
რომლებსაც ჩემთვის არც დრო დანანებიათ;
არც გარჯა;
არც სისულელეების კეთება;
არც თავზე ხელის გადასმა;
არც მაგარი ჩხუბი და შეჯანჯღარება;
არც გაკრიტიკება და იმის აღნიშვნა, რომ მაგარი გოგო არ ვარ, რადგან გოგო ვარ;
არც სასწაულების ჩადენა;
არც გამხნევება;
მოკლედ,…


27.10.2013


-საოცარია,რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი.ერთ დროს გასაგები, გაუგებარი და ამოუცნობი გახდეს.ყველაზე ახლო_ყველაზე შორეული. ყველაზე აუცილებელი_საერთოდ არასაჭირო.რა სწრაფად შეიძლება შეგეცვალოს შეხედულებები ყველაფერზე და ამის მიზეზი თუნდაც ერთი ფრაზა,სიტყვა თუ შემოხედვა გახდეს.ნათქვამია”ადამიანები კი არ იცვლებიან,მჟღავდებიანო”_იქნებ ასეცაა.ჩვენ ჩვენ თავში ვაყალიბებთ ჩვენებურ “მე”-ს,თავისი ვალდებულებებითა და შემოსაზღვრული “ოცნება_ფიქრებით”,თუმცა საკმარისია აღმოჩნდე ისეთ გარემოში,ან უბრალოდ ჩაფიქრდე,რომ მიხვდები შენ ის არ ხარ, ვინც შენ გეგონა,ვინც სხვას ეგონე და საერთოდ როგორსაც გხედავენ.ერთ წამში შეიძლება იგრძნო,რომ ის რასაც ამდენი ხანი დაუფიქრებლად წარმოთქვავდი შენ თუ გარშემომყოფები რამხელა მნიშვნელობის მატარებელია და როგორი გაუფასურებული ახლა.ან რასაც ამდენი ხანი “აკოწიწებდი” როგორი უმნიშვნელო და უფასურია.ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს შენს ხედვასთან ერთად მთელი ქვეყანა,ხალხი,მსოფლიო.ერთი კომენტარით შეიძლება…


08.05.2013


27.04.2013

''უფრო მეტი დრო დაუთმეთ ღიმილს...
უფრო მეტი ღიმილი დაუთმეთ დროს...
უფრო მეტი ღიმილი აჩუქეთ ერთმანეთს...
და უფრო მეტი ღიმილი აჩუქეთ ღიმილს...

ღიმილი ალამაზებს წამს,წუთს,დღეს...
ცხოვრებას...

ღიმილი კურნავს...”


"...შენ ყველა ანდაზას ეთანხმები, დე?
- არა...ზოგი არ მიყვარს.
- რომელი, მაგალითად?
- მაგალითად: "ენდე,მაგრამ შეამოწმე", იმიტომ, რომ ეგ ნდობა არ არის."

"სჯობს, მოტყუვდე, ვიდრე ერთხელ მაინც არ ენდო სანდოს.. გული გეტყვის, ვის უნდა ენდო, ისე არ ვიცი."

"ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორე და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება... იცი, რაა? აადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას... და…


28.10.2013


გამყიდეს და შევეგუე...
შეურაცმყვეს და ვაპატიე..
გამისწორდნენ და დავითმინე...
მატკინეს და ვერ განმკურნეს..

მოვიშინაურე და გამიუცხოვდნენ,
გავათბე და "სითბო რად გვინდაო"
მოვეფერე და " არ გვჭირდებაო"...
დავეხმარე და "არ გვითხოვიაო"...
ჩემი არსებობა დავავიწყე და " სად დაიკარგეო"

დამეხმარნენ და მაგიერი ითხოვეს
გამათბეს და დამაყვედრეს...
გამყიდეს და დამაბრალეს..
უსამართლოდ მომექცნან და
ჩემგან ითხოვეს ბოდიშის მოხდა...

გამყიდეს და შევეგუე...
შეურაცმყვეს და ვაპატიე...
გამისწორდნენ და დავითმინე...
მატკინეს და ვერ განმკურნეს...

იამაყეს და ავიტანე,
ფეხით გამთელეს და ფეხსაგები დავუგე..
მუხლებზე დავუჩოქე და "არ კმარაო"..
ეკლები დამიგეს და მათზე გავიარე,
ისევ დამაყვედრეს...
არ კმაროდათ...
ლურსმნები გააკრეს და
ცოტა გვაცადეო...
ხელფეხი შემიკრეს და
ჯვარს გამაკრეს...

იქიდან ყვიროდნენ
"კარგიაო"
კარგად მოვიქეცით
მაგრამ ცოტააო...
კიდევ მოინდომეს...

ყველას აჩვენებდნენ,
ნახეთ,
წამებაო...

მატკინეს და ვაპატიე...
ჩემი სისხლის ფასად დავითმინე..

ჩემი სიკვდილით
ემზადებოდნენ
ისტორიაში
შესასვლელად...
და საკუთარი სულები
თავად დამარხეს...

მე ვაპატიე- მაგრამ ვერ დაინახეს...
მე ვანახე გზა- მაგრამ იმ გზაზე არ გაიარეს..
მე ვაჩვენე ჩემი…


21.12.2014


21.12.2014


← προηγούμενος 1 2 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά