..dedis otaxi..
36, Gori, Γεωργία

"...შენ ყველა ანდაზას ეთანხმები, დე?
- არა...ზოგი არ მიყვარს.
- რომელი, მაგალითად?
- მაგალითად: "ენდე,მაგრამ შეამოწმე", იმიტომ, რომ ეგ ნდობა არ არის."

"სჯობს, მოტყუვდე, ვიდრე ერთხელ მაინც არ ენდო სანდოს.. გული გეტყვის, ვის უნდა ენდო, ისე არ ვიცი."

"ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორე და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება... იცი, რაა? აადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას... და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი..."


"შენი სამყარო უნდა გქონდეს და არავის, არავის არ გააქელინო. ასეთი უფრო დასჭირდები ყველას,ვიდრე მხოლოდ სხვისით მცხოვრები და უშენთავისო."

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά