გამყიდეს და შევეგუე...
36, Gori, Γεωργία

გამყიდეს და შევეგუე...
შეურაცმყვეს და ვაპატიე..
გამისწორდნენ და დავითმინე...
მატკინეს და ვერ განმკურნეს..

მოვიშინაურე და გამიუცხოვდნენ,
გავათბე და "სითბო რად გვინდაო"
მოვეფერე და " არ გვჭირდებაო"...
დავეხმარე და "არ გვითხოვიაო"...
ჩემი არსებობა დავავიწყე და " სად დაიკარგეო"

დამეხმარნენ და მაგიერი ითხოვეს
გამათბეს და დამაყვედრეს...
გამყიდეს და დამაბრალეს..
უსამართლოდ მომექცნან და
ჩემგან ითხოვეს ბოდიშის მოხდა...

გამყიდეს და შევეგუე...
შეურაცმყვეს და ვაპატიე...
გამისწორდნენ და დავითმინე...
მატკინეს და ვერ განმკურნეს...

იამაყეს და ავიტანე,
ფეხით გამთელეს და ფეხსაგები დავუგე..
მუხლებზე დავუჩოქე და "არ კმარაო"..
ეკლები დამიგეს და მათზე გავიარე,
ისევ დამაყვედრეს...
არ კმაროდათ...
ლურსმნები გააკრეს და
ცოტა გვაცადეო...
ხელფეხი შემიკრეს და
ჯვარს გამაკრეს...

იქიდან ყვიროდნენ
"კარგიაო"
კარგად მოვიქეცით
მაგრამ ცოტააო...
კიდევ მოინდომეს...

ყველას აჩვენებდნენ,
ნახეთ,
წამებაო...

მატკინეს და ვაპატიე...
ჩემი სისხლის ფასად დავითმინე..

ჩემი სიკვდილით
ემზადებოდნენ
ისტორიაში
შესასვლელად...
და საკუთარი სულები
თავად დამარხეს...

მე ვაპატიე- მაგრამ ვერ დაინახეს...
მე ვანახე გზა- მაგრამ იმ გზაზე არ გაიარეს..
მე ვაჩვენე ჩემი საიდუმლო და
მკვდარსაც არ მენდნენ...

გამყიდეს და შევეგუე...
შეურაცმყვეს და ვაპატიე..



ანი ნოზაძე

 
Σχόλια
shakojafar 16.10.2014

Kaia.momewona ヅ

meliqso 28.10.2014

ici,ra aris kargi?tu es leqsi shens sulshi xarobs.

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά