Ни один человек не приходит в жизнь другого случайно. Если он появился в твоей жизни, значит, зачем-то это было нужно
Когда долго любишь - это перестают замечать. Когда долго прощаешь - этим начинают пользоваться. Когда готов на все - просто перестают ценить. И только когда уходишь - начинают понимать как дорог был человек которого вернуть уже поздно.
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
/მამა პეტრე 2010, მარტი/
იყო სურვილი გრძნობა კი არა, იყო ტყუილი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყო. თითქოს არც იყო, იყო კი, არა, ცხოვრებამ ისე დაგვატრიალა, აღარც კი მახსოვს, სიმართლე იყო? ან როდის იყო, იყო? არ იყო? იქნებ საერთოდ არც კი ყოფილა, იქნებ სურვილი დაკმაყოფილდა, ან ბედისწერის ხარვეზი იყო ის, რაც ოდესღაც ჩვენს შორის იყო. იქნებ ნიშანი სიმართლე იყო, იქნებ საერთოდ არ წასულიყო? ან ვინც მეგონა, ის, სულ არ იყო და ბედისწერის გზებიც გაიყო.
ამ ცხვრებაში ყველაფერი წარმავალია, ნამდვილი სიყვარულის გარდა.. თუ გიყვარს ნუ ეცდები დააჯერო შენს თავს რომ ეს ასე არ არის, რადგან გულს ვერასდროს მოატყუებ.. ნებისმიერი გრძნობა შეიძლება გაუქრეს ადამიანს, მაგრამ თუ მას გულით უყვარს, მაშინ ამ გრძნობას ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
ეგ საოცარი ბროლის ყელი და ფიქალ მკერდზე, თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი ოქროს ღილები… ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი სახის ნაკვთები და ეგ თვალები,მოლოდინით გადაღლილები… თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში სახე-ტიალო-დ და მეც მოვადექ,შენი ზეცის მაღალ კაბადონს… ამ ჩემი სულის ამღერებას, ლექსთა კონებად - მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე ლამაზ ქალბატონს!
თუ დავბერდები შენს გვერდით მსურს
ზეცას ავაკარი ნატვრა,
მიწას მოვაფინე დარდი.
მაინც არაფერი ახდა,
თუმცა სანუგეშოდ მყავდი.
აპრილს გავატანე სუნთქვა,
მაისს დავახვედრე ფიქრი.
წვიმს და გავითოშე სულმთლად
ფიქრით მთებისაკენ მივქრი.
ღამეს შევაგებე რული,
დილას სევდიანი მზერა,
ისევ ამიჯანყდა გული,
ალბათ უშენობა სჯერა.
შენში გადმოვცალე ჩემი,
გრძნობით ავსებული თასი.
სიმებს ავაყოლე ხემი
და ფიცს გავუტეხე ნავსი.
ვარსხვლავს გამოვტყუე სხივი,
ვიხმე სადედოფლო რაში,
ყელზე მოვიხვიე მძივი,
შენ რომ ამიკინძე მაშინ.
წუთებს მოვატეხე წამი,
ცეცხლად შევუკეთე ლოდინს,
ბალახს დავუკოცნე ნამი,
ნეტავ გათენდება როდის?!
გულზე ავიფარებ აისს,
ნატვრით ხელისგულებს ვივსებ,
ჩემი სულ არ ესმის მაისს,
შენსკენ მექაჩება ისევ.
ქალად მე ერთხელ მოვედი,
მერე იებად მოვალ.
აღარასოდეს ვიქნები
ისეთი, ახლა რო ვარ.
მე ჩემებურად მიყვარდი,
სხვა სხვანაირად გეტრფის.
სათქმელს, შენთვის რომ ვამბობდი,
სხვა ვერასოდეს გეტყვის.
დრო მოლოდინში ილევა,
კვლავ ოცნებებით ვთბები.
ცას მანამ მოვირონიებ,
სანამ დამცვივა ფრთები.
ლექსებად ახლა ვიღვრები,
ხვალ ვიღვარღვარებ წვიმად,
ცეცხლს სამომავლოდ ნუ ზოგავ,
დღეს უფრო მეტად მცივა.
შენთან მწადია დარჩენა,
ფეხსაც ამიტომ ვითრევ...
მოდი და დამეპატრონე,
სხვა მიპატრონებს ვიდრე.
/მარიამ კოზმანიშვილი/