გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
შენი გაზაფხული მიყვარს,
leqsebi da statusebi,yvelaperi qartulad
ნენეი ზღაპარს მიკითხავდა,
ბაბუი თუთუნს ახვევდა,
ფეჩი ძილას ფისო იწვა,
კუდს კნავილით არწევდა,
გარეთ ფიფქი ქარის ფქვევით,
მთებს თეთრ კაბას აცმევდა,
დათვი ბოკვერს უღრან ტყეში,
მგლის ხორუმი
დასდევდა.
როგორ მახსოვს ამ ნათოვლზე,
სხალთის ლოცვის ზარები,
ნათათარი საუკუნის,
გზა ნატანჯ-ნაკვალები.
გული ცემდა ნასიზმარი,
ყურში ბგერა მესმოდა,
ბებო-ბაბუს ნალოცავი,
უცხოდ რაფერ მესმოდა,
ისევ ჩემი ნაქართველი,
წინაპარი მებრძოდა,
გონებაში ბევრი აზრი,
მორიგებით მეფობდა.
დილით ადრე მეჩეთში,
ბაბუ მუდამ მიხმობდა,
მე ხომ ბაბუს შვილიშვილი,
ხალხი ესე მიცნობდა.
სხალთის ტაძარს მიმავალი,
ანგელოზი გალობდა,
მე მოლასთან ნაკამათი,
სული ტკივილს მონობდა.
რავქნა ბებო არ გეწყინოს,
გული იქეთ მიმიწევს,
სადაც ჩემი წინაპარი,
მიცემეს და მიწამეს,
ერი ამიწიოკეს და
სულში შური მიწამლეს.
რაფერ უნდა შევიყვარო,
მტერი მოყვრად ვაქციო,
სალოცავზე უარი ვთქვა და
ღვინო გადავაქციო.
ან მერე და თუნც უზრდელი,
საზოგადოდ მიწოდო,
გამარჯობა არ მითხრა და
ხელი გამომიწოდო,
ნუ მიბრმავებ შემშიებულს,
გლეხს მიწაში ჩახოცილს,
ნენეის მისი მოხუცობა,
ჩემთან ტკბილი აცადე,
ის თუ რწმენით გამიბრუე,
ჯვრის ტარება მაცადე!!!
იქნებ…
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია...................
როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე - წადი... მაგრამ არასოდეს მოიხედო უკან, რადგანაც აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება.